ხალხთან ერთად, ხალხის თანადგომით

1მცირედი შემოწირულობაც კი დიდი საქმის საყრდენია

ძვირფასო მეგობარო,

ეს განსაკუთრებული წერილია… ჩვენ თანადგომას ველოდებით

თქვენი მცირედი შემოწირულობაც კი დიდი საქმის საყრდენი გახდება, დიდად წაადგება ჩვენს საერთო მიზანს როგორც მატერიალურად, ასევე მორალურად.

ჩვენ ამ წერილის, ამ მიმართვის უფლების მოპოვებისათვის დიდხანს ვშრომობდით და ვიბრძოდით.

ჩვენი პროგრამები არის დასტური იმისა, თუ რას ნიშნავს ინტელექტუალური რადიკალიზაცია ძალისმიერი რადიკალიზაციის სანაცვლოდ.

პროგრამა „საზოგადოებრივი პარლამენტი“ – ეს არის ორიენტაცია გონებაზე, მოაზროვნე ადამიანებზე.

ჩვენ მივდივართ კლასიკური დასავლური ტიპის პარტიის გზით: მიუხედავად იმისა, რომ წევრთა ოდენობამ 7 ათასს გადააჭარბა, მთავარია არა პარტიის წევრთა რაოდენობა, არამედ ღრმა პროგრამები და მხარდამჭერთა რაოდენობა.

ჩვენი საქმიანობა ეყრდნობა შვიდ მთავარ პრინციპს:

პირველი: ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი;

მეორე: ვინც კარგ დროს ელოდება, ცუდს ახანგრძლივებს;

მესამე: უმჯობესია რამდენიმე პროგრესული, მოაზროვნე და წესიერი კაცი გიჭერდეს მხარს, ვიდრე ათასები ბრმად გიკრავდეს ტაშს;

მეოთხე: სხვისი ლანძღვა-გინება, საკუთარი წესიერების მტკიცება სულმოკლეობაა, საკუთარი უმწეობისა და უსუსურობის დადასტურებაა;

მეხუთე: ვინც ხმას იყიდის, ქვეყანას გაყიდის და ქვეყანას ყიდის ისიც, ვინც ხმას ყიდის;

მეექვსე: პოლიტიკოსი საკუთარი აზრებითა და ხალხის გრძნობებით უნდა ცხოვრობდეს;

მეშვიდე: თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები.

ამ პრინციპებით შეკრული, ამ პრინციპებზე დაყრდნობით ჩავატარეთ პარტიის კონგრესი.

ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ „თეთრებში“ სხვადასხვა თაობის, ყველა ეთნიკური ჯგუფის, მსოფლიოს 30 ქვეყანაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, 20-ზე მეტი პროფესიისა და ყველა სოციალური ფენის, 200-მდე პროფესორი, დოქტორი, საერთოდ მეცნიერებისა და კულტურის წარმომადგენელია.

ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ გვაქვს ქვეყანაში წლების მანძილზე არსებული მდგომარეობის მეცნიერული ანალიზი, გვაქვს ქვეყნის პოტენციალის მეცნიერული კვლევა და, რაც მთავარია, ამ ანალიზის გათვალისწინებით ქვეყნის პოტენციალის ამოქმედების რეალური პროგრამა.

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენი პარტიის საფუძველი იყოს „კონვერგენციის თეორია“, ანუ თეორია, რომელიც კაპიტალიზმის (საბაზრო ეკონომიკის) და შვედური (ევროპული) სოციალიზმის მთავარი პრინციპებს აერთიანებს (კონკურენცია ადამიანის ბუნებითი უფლებების სრული დაცვით), ანუ ეს არის ნიჭის ძალაუფლების პრინციპი, განათლებულ ადამიანთა მმართველობა.

ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ჩვენი წევრების რეალური მონაწილეობით (პრაქტიკულად საავტორო უფლებებით) შევქმენით ინტერნეტტელევიზია, რომელიც სატელიტზეც მაუწყებლობს. „თეთრების“ მიზანია – ეს იყოს თავისუფალი და მართალი ტელევიზია ქვეყანაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტელევიზია 24 საათი მაუწყებლობს, სპეციალური დრო ეთმობა უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, რეგულარულად კეთდება პირდაპირი ჩართვები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქიდან, პირდაპირ ეთერში გადაიცემა პოლიტიკური შეკრებები და დისკუსიები, ყოველდღიურად ათზე მეტი პოლიტიკური ლიდერი გამოთქვამს თავის პოზიციას, პირდაპირ ეთერში გადაიცემა დისკუსიები განათლებაზე, ეკონომიკაზე, სოციალურ სფეროზე. თავისუფალი მიკროფონი ეთმობა ნებისმიერს, ვისაც სურვილი აქვს ტელევიზიით გამოსვლის. მოკლე პერიოდში „თეთრები“ ცნობილი ადამიანების მოსაზრებათა გამოთქმის ასპარეზად იქცა.

ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენს ვებ.გვერდს სისტემატურად ათასობით ვიზიტორი ეცნობა. “თეთრების” ვებ-გვერდი ყოველდღიურად საშუალოდ მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში იხსნება. ალბათ იმის გამო, რომ პარტიის წევრთა უდიდესი ნაწილი გახლავან მეცნიერები, საზოგადო მოღვაწეები, არსებობის სამი წლის მანძილზე ჩვენი ყველა შეფასება, პოლიტიკური პროგნოზი და საზოგადოებრივ მოვლენათა წინჭვრეტა – გამართლდა:

ჩვენ გვაქვს არსებული მდგომარეობის სრული და პირუთვნელი ანალიზი;

ჩვენ გვაქვს ქვეყნის გეოპოლიტიკური ეკონომიკური, ადამიანური, სოციალური პოტენციალის ანალიზი;

ჩვენ გვაქვს ქვეყნის მომავლის პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, საზოგადოებრივი განვითარების ხედვა.

ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენი პარტიის ემბლემის ავტორი თანამედროვეობის უდიდესი ხელოვანი, დიდი ქართველი, დიდგორის არქიტექტურული კომპლექსის, დავით აღმაშენებლის, დავით გურამიშვილის ძეგლების, „მუზას“, „კიდევაც დაიზრდებიან“ შემქმნელი, მერაბ ბერძენიშვილია.

მიწაში ჩარჭობილი ხმალი, ომის დამთავრებას და მიწიდან ამოსული, ხმალშემოხვეული ვაზი მშვიდობასა და შენებას ნიშნავს. რა დიდი ფილოსოფიაა ამ სიმარტივეში, როგორი ქართული სულით სუნთქავს ეს ემბლემა, მით უფრო, როცა იცი, რომ ქართველებმა მისცეს ცივილიზაციას ხალიბებიც და ვაზის კულტურაც.

სისუფთავეა საჭირო – სწორედ ამიტომ ვართ ჩვენ „თეთრები“. ქვეყანას სუფთა ადამიანები და ინტელექტუალი პოლიტიკოსები გადაარჩენენ, რომლებიც ქვეყნის გარედან არ იმართებიან.

ინტელექტზე ორიენტირებული ნებისმიერი ქვეყნისთვის, და საქართველო ასეთია, დამღუპველია მთავრობა, პრემიერ-მინისტრი, მინისტრი, რომელიც ამბობს: რაც „შემიძლია იმას ვაკეთებ“.

ინტელექტუალურ ქვეყანას, ანუ საქართველოს, სჭირდება სწორედ ისეთი მთავრობა, სწორედ ისეთი პრემიერ მინისტრი, სწორედ ისეთი მინისტრი, რომელმაც იცის, რომ უნდა გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც არის შესაძლებელი. გვჯერა, რომ ახალი მთავრობა ქვეყნის შესაძლებლის მაქსიმუმზე იმუშავებს. მიუხედავად იმისა, რომ ვარ ოპოზიციაში, დღეს ქვეყნის მტრობას ნიშნავს ასეთი კონსტრუქციული პროგრამის და ძირითადში ასეთი პროფესიონალი მთავრობის წინააღმდეგ გალაშქრება, მით უფრო ჩასაფრება.

ჩვენ ვამაყობთ, რომ პირველ ოქტომბერს ქართველი ხალხის დიდ გამარჯვებაში ხელშესახები წვლილი შევიტანეთ მუხლჩაუხრელი სისტემატური შრომით, 7 ნოემბრით, 9 აპრილით და, განსაკუთრებით, 26 მაისით. ჩვენ ყოველვის ვიყავით, ვართ და დავრჩებით ხალხის მჩაგვრელ რეჟიმთან და მის ნარჩენებთან ბრძოლის ავანგარდში. ჩვენ, “თეთრები“ ვდგევართ იმ ხალხთან და იმ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც მომავლის საქართველოსათვის აუცილებლად თვლიან იმას, რომ რევანშისტულ პოლიტიკურ ძალას თავის წამოწევის საშუალება არ მისცენ და გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალას, ერთის მხრივ, გვერდით დაუდგებიან ძლიერი პროგრამის შესრულებაში და მეორეს მხრივ, იქნებიან უპრინციპულესნი მისი შესრულების კონტროლში.

წინ უფრო დიდი ნაბიჯებია გადასადგმელი ადგილობრივი არჩევნების დემოკრატიზაციისათვის; გამგეობების, მერებისა და გუბერნატორების პირდაპირ არჩევნებში ხალხის ნების უფრო სრულად გამოხატვის უზრუნველყოფისათვის; ელექტრონულ, ანუ ინტერნეტპარლამენტის საქმიანობაში მეცნიერთა ფართო წრეების მოსაზიდად და მოსახლეობის უდიდესი ნაწილის პრობლემებისა და საქმიანი წინადადებების კანონშემოქმედებით საქმიანობაში გასათვალისწინებლად; კანონების აღსრულებისადმი კონტროლისათვის სახალხო ზედამხედველობის პროცესში მოსახლეობის მასების მოსაზიდად.

„თეთრებმა“ ამით სათქმელი ვთქვით. თუ თქვენ გაგიჩნდებათ გვერდში დგომის სურვილი, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ თანამონაწილენი ვხდებით იმ განწყობით მოქმედებისა, რომელიც ჩვენს პროგრამებშია.

ჩვენ მადლიერებით მივესალმებით ყველას, ვისაც აქვს, ან მომავალში გაუჩნდება ჩვენთან თანამშრომლობის, ჩვენი პროგრამების განხორციელებაში თანამონაწილეობის, ჩვენდამი თანადგომის სურვილი. ჩვენ ღიად ვაცხადებთ ჩვენს სურვილსაც, მისამართსაც და ჩვენს საბანკო რეკვიზიტებსაც, ანუ ყველა დაინტერესებულ პიროვნებას ექნება როგორც დახმარების (ფინანსური, მატერიალური, ტექნიკური), ასევე მიღებული დახმარების გამოყენების კონტროლის შესაძლებლობა .

„თეთრები“ იწყებენ და ხალხი იმარჯვებს

ვიყოთ ერთად და გავიმარჯვოთ, ვიცხოვროთ რეალური დემოკარტიის თავისუფლების, რწმენის და სიყვარულის ქვეყანაში – ჩვენი სახელიც („თეთრები“) ხომ ამას ნიშნავს!

თქვენთან

ერთად

თავისუფლების

რეალური

იდეით

წინასწარ მადლობას გიხდით თანადგომისათვის.

გვფარავდეს ღმერთი!

პარტია „თეთრების“ სახელით

თეიმურაზ შაშიაშვილი

პარტიის თავმჯდომარე

პარტიის ანგარიში გახსნილია “საქართველოს ბანკში”

ბანკის რეკვიზიტები

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *