დანაშაული ქართული სახელმწიფოს წინაშე

ვებერმა თავისი ვიზიტით ობიექტის ინსპექტირება გააკეთა

ამერიკელებმა მორიგი საჩუქარი გვიბოძეს, სახელად – საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი. არ დავკონკრეტდებით, ვინ გახსნა, ვისი სახელი მიენიჭა ამ კეთილხმოვან ცენტრს. ერთი შეხედვით, რა ჰუმანური ჟესტია, რომ არა…

…ერთი სტუმრის – ბატონ ენდრიუ ვებერის თანამდებობა: ამერიკის თავდაცვის მდივნის თანაშემწე ბირთვული და ქიმიურ-ბიოლოგიეური პროგრამების განხრით.

ფეთქებად საშიშ რეგიონში, ტერიტორიის 1/5 დაკარგულ ქვეყანაში, ამერიკის და ნატოს მოწინააღმდეგეთა ლულებიდან ორმოციოდე კილომეტრში განთავსება ლაბორატორიისა, რომლისგან ერთი დაავადებული მწერის ან ერთი ამპულა აირის დაკარგვა – დაზიანება შეიძლება ქვეყანას უკურნებელ ეპიდემიად, ხოლო მთლიანად რეგიონს პანდემიად დაუჯდეს – არის დანაშაული ქართული სახელმწიფოს წინაშე.

ბირთვული და ქიმიურ-ბოლოგიური პროგრამებით მუშაობა რეგიონში, რომელსაც ესაზღვრება ერაყი, ირანი, ყარაბაღის რაიონი, თვითგამოცხადებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, მღელვარე ჩრდილო კავკასია, ქმნის ბიოქიმიური და რადიოაქტიური კატასტროოფის რეალურ სახეს.

ვისაც გადაჭარბებით მოეჩვენება ჩველი შეფასება, ყურადღებით წაიკითხოს ოფიციალური ცნობა, საადაც წერია, რომ „…ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტივცია, რომელიც საქართველოში განხორციელდა“.

• დიდ ინვესტიციებს ტყუილად არავინ დებს
• სუპერ-სახელმწიფოს თავდაცვის მდივნის თანაშემწე უბრალოდ ლენტის გასაჭრელად არ დადის
• თავდაცვის უწყების ბირთვული და ქიმიურ-ბიოლოგიური პროგრამები ყოველდღიური გამოყენების საგნების შესაქმნელად არ ხორციელდება

მივმართავთ ამ დარგების სპეციალისტებს, მეცნიერებს, მეცნიერებათა აკადემიას, ვიდრე დროა, ბრძანეთ თქვენი ბრძნული სიტყვა, ბრძანეთ სიმართლე.

მივმართავთ პოლიტიკოსებს – ნუ გაამეტებინებთ დასაავადებლად ქვეყნის მოსახლეობას „ნაციონალებს“ და მათ უცხოელ მხარდამჭერებს.

 

თეთრების პრეს-სამსახური

2012 წლის აგვისტო

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *