ბონდო ქურდაძე: ” აი, რით განსხვავდება ეს ორი კაცი, სხვებისგან…”

Tცნობილი ჟურნალისტი, საქართველოში ერთ დროს ყველაზე პოპულარული გაზეთის, „შანსის” დამაარსებელი და მთავარი რედაქტორი, სააკაშვილის მთავრობის მიერ ქონება ჩამორთმეული, საქართველოდან განდევნილი ბონდო ქურდაძე დღეს საფრანგეთში ოჯახთან ერთად ლტოლვილობაში ცხოვრობს.

აი,რას წერს თავის ფეისბუკის გვერდზე ცნობილი ჟურნალისტი

“ამ ადამიანებმა ბევრი გააკეთეს ჩემთვის. ერთმა, ბატონმა რეზო ესაძემ ცეცხლმოკიდებული აფხაზთიდან გამომიყვანა და სიკვდილს გადამარჩინა. მეორემ, ბატონმა თემერ შაშიაშვილმა საქათველოდან უცხოეთში გამხიზნა და სააკაშვილის ჯალათებს გადამარჩინა… შეხედეთ ამ კაცებს, ორივეს როგორი დაღლილი სახე აქვს… მათ არ იკადრეს და არ ჩამოეკიდენ ბიძინას ელმავალს, მეისრეობა არჩიეს…

ამას წინათ, ერთი რესპუბლიკელი დეპუტატი აჩვენეს, მამალი ინდაურივით დაიფხორებოდა და რიხიანად ისროდა პრტყელ სიტყვებს…. საცოდავი, დაავიწყდა, ვინ ამოთხარა საფლავიდან.. აი, ეს ორი კაცი, ამას, არასოდეს იკადრებს… ამ ხალხს, ნასუფრალზე ვერ დააჯენ.. მაგრამ, თუ მასპინძელს გაუჭირდა, თავად მიეხმარებიან სუფრის გაშლაში.. აი, რით განსხვავდება ეს ორი კაცი, სხვებისგან..”

ბატონ ბონდოს ვუსურვებთ ოჯახთან ერთად სამშობლოში მალე დაბრუნებას. რადგან დღეს ქართულ მედიასივრცეს სჭირდება მისი კლასის ჟურნალისტები, ხოლო სამშობლოს ჰაერივით  სჭირდება მასავით პატრიოტი ქართველები.

“თეთრების” პრეს-ცენტრი
30.04.2013

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *