წინ საქართველო – პოზიცია მიწის კანონპროექტთან დაკავშირებით

მიწასთან დაკავშირებით დღეს დიდი ხმაურია…ზოგჯერ ყველაზე მეტს ის ხმაურობს,ვინც ამ უბედურების სათავეებთან იდგა,ან დუმილით ხელს უწყობდა ხელისუფლების ანტიეროვნულ,ყოველგვარ ზღვარსგადასულ აღვირახსნილობას….ჩვენ მაშინაც იგივე პოზიცია გვეჭირა რაც დღეს…მედროვეები ფიქრობენ სკამზე და ,სამწუხაროდ აღწევენ კიდეც-ჩვენ კი ქვეყანას გვაკარგვინებენ…დავფიქრდეთ…

ეს დოკუმენტი 2005 წელს შეიქმნა,გამოქვეყნდა და დაეგზავნა ყველას ვინც ამ გადაწყვეტილებას იღებდა,ან შეეძლო ამ გადაწყვეტილების მიღების შეჩერება.

 

1

განახლებული ეროვნული მოძრაობა

ძლიერი სახელმწიფოსათვის

მომავლის საქართველოსათვის

სამოქალაქო მოძრაობა “წინ საქართველოს”

მთვარი კომიტეტის

პ ო ზ ი ც ი ა

სახელწმიფო საკუთრებაში დარჩენილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებბის პრივატიზების კანონპროექტთან დაკავშირებით

განხილული ექსპერტებთან, ქართველ და უცხოელ სპეციალისტებთან 

თავისუფალი ზრის დარბაზისადა მიწის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციისადმი წარსადგენად

win saqa

 

 

საქართველო ოდითგანვე იყო აგრარული ქვეყანა. დადგა დრო ხელისუფლებამ სახელმწიფოს სწორი განვითარებისათვის სოფლის მეურნეობა სტრატეგიულ მიმართულებად გამოაცხადოს. ქვეყნის მოსახლეობის 52%-ზე მეტი სოფლად ცხოვრობს. მათი უდიდესი ნაწილი გლეხურ მეურნეობას ეწევა (აქ სოფლად მაცხოვრებელი პედაგოგიც და ინტელიგენციის სხვა წარმომადგენელიც იგულისხმება) . სწორედ მათ გარჯაზეა დამოკიდებული სოფლის, შემდეგ ქალაქისა და ქვეყნის სიძლიერე.

ბოლო წლებში განვითრებული მოვლენები (სოციალური ფორმაციის შეცვლა, სამოქალაქო ომი, ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვა, რევოლუციები და სხვ.) უარყოფითად აისახა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. უკვე განხორციელებულმა მიწის რეფორმამ, სასურველი შედეგი ვერ მოგვცა, რადგან ქართულ მიწას ნამდვილი მეპატრონე ვერ გაუჩინა. რეალურად, მიწის მეპატრონე ქართველი გლეხი რომ ყოფილიყო, ქვეყანა ასეთ გაჭირვებაში არ ჩავარდებოდა. სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ კანონი, რომელსაც პარალმენტში განიხილავენ, ქვეყნის გლეხობასთან, ყველა მხარესა და რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობასთან შეთანხმებით.მათი ინტერესების გათვალისწინებით უნდა იქნას მიღებული. გლეხობა ხელახალ ბატონყმურ ურთიერთობაში აღარ უნდა ჩავარდეს, რადგან ათასობით ჰექტარი გლეხობისათვის კუთვნილი მიწის მფლობელი, სამწუხაროდ, ყოფილი და დღევანდელი თანამდებობის პირები არიან. გლეხური სიდარბაისლის, ხალხური სიბრძნის გამოჩენა გვმართებს ამ კანონის მომზადებისა და მიღებისას. მისი მიღება დაუშვებელია მანამ, სანამ სახელმწიფოს ადმინისტრაციული მოწყობა არ გადაწყდება (რაიონებსა და სოფლებს შორის საზღვრები არ დადგინდება); არ იქნება მიღებული მიწის კოდექსი; არ დამკვიდრდება მიწის მემკვიდრეობითობითი ქირავნობის „(ი. ჭავჭვაძე)  და იჯარის უფლების გაყიდვის პრინციპი, არ განისაზღვრება სარეზერვო მიწის ფონდი, არ შეიქმნება სოფლად ფერმერული მეურნეობების განვითრებისათვის საჭირო პირობები და სხვა.

გლეხობა და ქვეყანა მიწის გარეშე აღარც ქვეყანაა და აღარც ერი. ამიტომ ზემოთ ჩამოთვლილიდან გამომდინარე, საქართველოში მიწის პრივატიზაციის შესახებ წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება დაუშვებლად მიგვაჩნია.

სამოქალაქო მოძრაობა „წინ საქართველოს“ მთავარი კომიტტის აღნიშნული პოზიციისადმი კონფერენციისა და თავისუფალი აზრის დარბაზის მხარდაჭერის შემთხვევაში ეს დოკუმენტი დაეგზავნებათ:

  • საქართევლოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს, რათა ეთხოვოს მას მხარი დაუჭიროს კანონპროექტის განხილვის შეჩერებას და გადავადებას, ან პარლამენტის მიერ მისი მიღების შემთვევაში, გამოიყენოს ვეტოს უფლება;
  • საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს ილია მეორეს – თხოვნით, ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიციის გამოხატვისა და პარალმენტარებისადმი მიმართვიე გაკეთებით კანონპროექტის განხილვის შეჩერევისა და გადავადების თაობაზე;
  • საქართველოს პარა;ლმენტის თავმჯდომარეს, ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს; პარლამენტის წევრებს – თხოვნით: მეცნიერებთან, ექსპერტებთან, სპეციალისტებთან, გლეხობასთან ერთად კარგად გაანალიზონ ის შედეგები, რომელიც შესაძლოა, აღნიშნული კანონის მიღებას მოჰყვეს და თავი შეიკავონ კანონპროექტის  ამ სახით მიღებისაგან;
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს, აკადემიკოს თამაზ გამყრელიძეს; მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის წევრებს, აკადემიკოსებს – თხოვნით: განიხილონ ეს კანონპროექტი, მეცნიერებათა აკადემიის გაფართოებულ სხდომაზე და მიღებული გადაწყვეტილება გააცნონ საზოგადოებას პრესით და  ტელევიზიით;
  • გელათის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს, აკადემიკოს მაგალი თოდუას; აკადემიკოსებს – თხოვნით: კანონპროეტის განხილვისა და ჩამოყალიბებული პოზიციის თაობაზე მოსახლეობის პრესითა და ტელევიზიით ინფორმირება;
  • საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს, აკადემიკოს ნაპოლეონ ქარქაშაძეს; მე ნიერებათა კაადემიის პრეზიდიუმის წევრებს, აკადემიკოსებს – თხოვნით: განიხილონ ეს საკითხი აკადემიის საერთო კრებაზე და გადაწყბეტილება გააცნონ საზოგადოებას პრესითა და ტელევიზიით.
  • საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების რექტორებსა და რექტორატებს; სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელებს – თხოვნით: განიხილონ კანონპროექტი, გაანალიზონ შესაძლო შედეგები და თავიანთი პოზიცია გამოხატონ პრესითა და ტელევიზიით
  • საქართველოს შემოქმედებითი კავშირების ხელმძღვანელებს და წევრებს   – თხოვნით: იმსჯელონ კანონპროექტის თაობაზე და თავიანთი პოზიცია გამოხატონ პრესით და ტელევიზიით
  • საქართველოს ბიზნესმენთა კავშირს – თხოვნით: ბიზნესის წარმომადგენელთა მონაწილეობით იმ იმსჯელონ კანონპროექტის თაობაზე  და გადაწყვეტილება პრეზითა და ტელევიზიით გააცნონ ქვეყნის მოსახლეობას.
  • მიწის პრივატიზების თაობაზე კანონპროექტის ავტორებს, მხარეების გუბერნატორებს, რაიონებისა და სოფლების გამგებლებს მივმართავთ თხოვნით: მოეწყოს თავისუფალი შეხვედრები მოსახლეობასთან, გლეხობასთან, როგორც პროექტის მომხერთა, ასევე მოწინააღმდეგეთა წარმომადგენლობით, რათა საქართველოს მოსახლეობას მიეცეს საშაულება მიიღოს ინფორმაცია და გამოხატოს ტავისი პოზიცია.
  • ბეჭდვითი და ელექტრონული მედიის ხელმძღვანელებს თხოვნით: მოაწყონ ტავისუფალი შეხვედრები მოსახლეობასთან, გლეხობასთან, როგორც ხელისუფლების,  ასევე ოპოზიციის და , რაც მთავარია, მეცნიერ ექსპერტთა და კონსულტანტთა მონაწილეობით.

 

ჩვენ მივმართავთ საქართველოს მოსახლეობას, ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ სოფლად და უშუალოდ დაკავშირებულნი არიან მიწასთან – არ შეიძლება ვინმეს მივცეთ უფლება თქვენთან დათათბირების გარეშე გადაწყვიტონ – ქვეყნის უპირველესი სიმდიდრის – მიწის საკითხი. სწორედ თქვენ – საქართველოს მოსახლეობა, უნდა თქვათ საბოლოო სიტყვა და არა იმ ხელისულებამ, რომლის წარმომადგენელბიც დღეს იჯარის ფორმით ფლობენ გასაყიდად გამოტანილი მიწების აბსოლუტურ უმრავლესობას და ამ კანონით უკვე მემკვიდრეები ხდებიან. არა იმ ხელსიუფლებამ, რომელიც, სამწუხაროდ, დაინტერესებულია მოსახლეობის ინფორმაციულ ვაკუუმით (ხელისუფლების მიერ კანონპროექტი პრესაშიც კი არ გამოქვეყნებულა), რათა მან მოსახლეობასთან დათათბირების გარეშე და , როგორც სპეციალისტთა აბსოლუტური უმრავლესობა აღნიშნავს, გაუგონარი სისწრაფით აპირებს მიიღოს გადაწყვეტილება ქართული სახელმწიფოს ყოფნა-არყოფნასთან დაკავშირებულ საკითხზე.

 

მოძრაობა „წინ საქართველოს“ მთავარი კომიტეტის წევრები:

მამუკა არეშიძე, ირაკლი ბათიაშვილი, მალხაზ გულაშვილი, გიორგი კობახიძე, ჰამლეტ მელაძე, მაია ნიკოლეიშვილი, ნუგზარ სამხარაძე, ზაზა სიამაშვილი, ’ნუკრი ქანთარია, მიხეილ ქურდიანი, თეიმურაზ შაშიაშვილი, პაატა ცნობილაძე, მერაბ ჯიბლაძე,დათო ჭეიშვილი

„წინ საქართველოს“ ლიდერთა კომიტეტის პოზიციას სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს მოძრაობისდამფუძნებლებმა და წევრებმა, მეცნიერებმა, ხელოვნების  და კულტურის მოღვაწეებმა, თავისუფალი აზრის დარბაზის და კონფერენციის მონაწილე ექსპერტებმა, სპეციალისტებმა  – განსაკუთრებითსოფლის მეურნეობის, მეცნიერ-ეკონომისტებმა,თავიანთი გამოსვლებით დაადასტურეს პოზიცია  და მოძრაობა „წინ საქართველოს“ ლიდერებთან ერთად მოუწოდეს საქართველოს მოსახლეობას: აკადემიკოსმა ლეო ჩიქავამ, პროფესორებმა: პაატა კოღუაშვილმა, თენგიზ ჩხეიძემ, ლევან ფრუიძემ, ნოდარ ნათაძემ, ჰამლეტ მელაძემ, მერაბ ჯიბლაძემ, გიორგი იმედაშვილმა; ხელოვნების მოვაწეებმა: ქალბატონებმა ასმათ ტყაბლაძემ და ბაია ამაშუკელმა, ბატონებმა: თემურ გუგუშვილმა და გია ჭუბაბრიამ; ზუგდიდიდან სპეციალურად ჩამოსულმა ბადრი კაკაჩიამ; აზერბაიჯანელი მოსახლეობის სახელით ტელმან გასანოვმა, საქართველოს 80-იანი წლების ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი წერეთელმა, თავისუფალი აზრის დარბაზისდა კონფერენციის მონაწილე ათზე მეტი პოლიტიკური პარტიისა და მოძრაობის ლიდერმა.

ვეყანა საპრივატიზაციო ნივთი არ არის უპირობოდ, დაუფიქრებლად რომ გავასხვისოთ, შთამომავლობა და ღმერთი არ გვაპატიებს!!! საქართველოში კრიზისმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. ასე ცხოვრება აღარ შეიძლება. ვინც კარგ დროს ელოდება – ცუდს ახანგრძლივებს.

გადამწყვეტი სიტყვა ეხლა თქვენ გეკუთვნით – საქართველოს მოსახლეობას მართლაც დიდი სიბრძნის გამოჩენა, გონივრული მოქმედება გვმართებს, რომ საქართველო მთლად არ გაიყიდოს! ქართველ გლეხს – მიწის ნამდვილ მეპატრონეს თბილისსა და უცხოეთში მჯდომი ბატონი არ გავუჩინოთ… გლეხობის ბატონყმობა ხელახლა არ დავაკანონოთ.

დავფიქრდეთ, გავაანალიზოთ, და შემდგომ გადავწყვიტოთ. 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *