დიდი მომავლის ფეხბურთელი, მაგრამ…

фотографияქართველ ემიგრანტებთან შეხვედრებმა ბევრი საინტერესო პიროვნება გამაცნო. ეს სურათი გადაღებულია პეტერბურგში ერთ-ერთი საფეხბურთო მატჩის შემდგომ. ლაშა ომანიძე ფეხბურთის სპეციალისტთა მიერ აღიარებულია, როგორც საიმედო მომავლის ფეხბურთელი. მისმა გუნდმა, იმ დღეს დიდი ანგარიშით დაამარცხა მოწინააღმდგე. ხოლო ლაშამ თავისი ბრწყინვალე თამაშით, დიდი წვლილი შეიტანა იმ გამარჯვებაში.

ტრაგედია იმაშია, რომ ლაშა ომანიძის წარმატებულ ფეხბურთელად რეალიზაციას ხელს უშლის ის, რომ მას აქვს ლტოლვილის მოწმობა, მაგრამ არ აქვს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. საქართველოდან კი ის ოჯახთან ერთად გასულია 7 წლის წინ, მისი მამის, ეროვნული ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირის – მურმან ომანიძის (მას გარკვეული პერიოდის განმავლობაში ზვიად გამსახურდიას მთავრობის პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა) მიმართ სხვადასხვა მაქინაციებით „შექმნილ“ – შეკოწიწებული საქმეების გამო. ამ საქმის „შექმნა“ ყველაზე დიდი დოზით დავით კეზერაშვილის სახელთან არის დაკავშირებული.

ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის მიუღებელია ეროვნული მთავრობის წარმომადგენელის ასეთი დევნა. მით უფრო ის, რომ მისი შვილი, დიდი მომავლის ფეხბურთელად აღიარებული, უკვე რამდენიმე წელია, ვერ ახერხებს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციას.

ვაპირებ წერილით მივმართო ბ-ნ მერაბ ჟორდანიას, რათა ნახოს, და როგორც ყოველთვის აკეთებდა და განსაკუთრებულად უჭერდა მხარს ახალგაზრდა ფეხბურთელებს, ასეთივე განწყობით აღმოუჩინოს მას დახმარება.

ამავე დროს, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ქვეყანას დაუბრუნდეს ყველა ემიგრანტი, ვისაც სურვილი აქვს, განსაკუთრებით ის ხალხი, ვისაც ბევრი სასიკეთო გაუკეთებიათ წარსულში ქვეყნისათვის, დღესაც ასევე არიან განწყობილნი და რეალურად შეუძლიათ ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეების კეთება.

ვფიქრობ, ერთ-ერთი ასეთი პიროვნება სწორედ ბატონი მურმან ომანიძეა, რომელიც ეროვნულ ხელისუფლებაში სამეცნიერო წრეებიდან მოვიდა ზვიად გამსახურდიას რეკომენდაციით და ღირსეულად ინარჩუნებს დამოკიდებულებას ეროვნული მოძრაობის მთელი პერიოდისა და მისი ლიდერებისადმი.

(ვიდეო) ლაშა ომანიძე, იმედისმომცემი ქართველი ფეხბურთელი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *