ფეისბუქის კომენტარები: “თემურ შაშიაშვილი: ვაპირებ, წიგნად გამოვცე ის პროგრამა., რომლითაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა”

 

1289222307_url“თეთრების” ლიდერმა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში გაზეთ “ალიას” განუცხადა: “ვაპირებ, წიგნად გამოვცე ის პროგრამა., რომლითაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა. ეს არის უნიკალური, ბრწყინვალე გეგმა, როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა, მაგრამ “ოცნებამ” ეს პროგრამა მიატოვა. ყველა ოჯახს ედება ეს წიგნი სახლში და ეს იქნება ხელისუფლების ყველაზე კარგი კონტროლი…”

იდეამ დიდი ინტერესი გამოიწვია. გამოჩნდნენ როგორც მომხრეები, ასევე მოწინააღმდეგეები, ყველას აქვს თავისი არგუმენტი. ფეისბუქზე კამათიც კი გაიმართა.

ჩვენ მიგვაჩნია,რ ომ ეს იდეა საინტერესოა და ალბათ მომავალშიც გამოუჩნდება მომხრეები და მოწინააღმდეგეები. ასე რომ ველით გამოხმაურებას.

 

Mate Akhvlediani Gegechkori საინტერესო იქნება, ბატონო თემურ.

Саломе Багратиони გეგმები კომუნისტებს უკეთესი ჰქონდათ, ვიდრე ბიძინას, მაგრამ არ ასრულებდნენ. ბიძინას იგივეს აკეთებს. ამიტომ მაგ წიგნს მხოლოდ მაკულატურის ღირებულება ექნება.

Maia Xucishvili ვერ გავიგე, რა პოლიტიკური თამაშებია ნაციონალებსა და ოცნებას შორის, ძალიან დაიღალა ხალხი, ისე ნუ იზამთ, რომ ხალხმა კეტებით გაგყაროთ. ჩვენ გვინდა ეროვნული მთვრობა ილია წავჭავაძის ეროვნული იდეოლოგიით. აღარ გვინდა ფეხქვეშ გაგება არც რუსეთთან, არც დასავლეთთან. არ გვინდა ნატო, მაგათ თავისი თავი გასჭირვებიათ. თვითონაც არ იციან, რისთვის არიან საერთოდ. ეს შესაძლებელია მხოლოდ ჭკვიანი პოლიტიკით და სამშობლოზე შეყვარებული პოლიტიკოსებით. რა სამწუხაროა, რომ ასეთს ჯერჯერობით ვერ ვხედავ ჩვენს პოლიტიკოსთა შორის.

Zaur Nachkebia ბატონო თემურ,პროგრამა რაც არ უნდა უნიკალური იყოს,თუ მისი აღსრულების ნება არ არსებობს,ფარატინა ფურცელია.მაგის გამოსაცემი ფული სჯობს სხვა კეთილ საქმეს მოახმაროთ.მეორეც,ძალიან დიდი განსხვავებაა პროგრამასა და ზოგად პოსტულატებს შორის.ნამდვილი და რეალობაზე მორგებული პროგრამა საქართველოში ჯერ არ მინახავს.ეტყობა ისედაც ადვილად გადიან ფონს

Саломе Багратиони ვეთანხმები ბატონი თემურის იმ აზრს, რომ ბიძინა ივანიშვილის იწნასაარცევნო პროგრამაზე ბევრი უნდა ვისაუბროთ, რომ ეს ხელისუფალიც ვირთხას არ დაემსგავსოს, რისი დიდი ალბათობაც არსებობს…

Zaur Nachkebia მე რეალისტი ვარ და ვცდილობ ვიყო ობიექტურიც.ასე რომ,ქალბატონო სალომე,თუ ნება არ გამოიკვეთა,შეახსენეთ რამდენიც გინდათ,ყურს არავინ შეიბერტყავს.აქეთ მოგდებენ შარს ,ხელს გვიშლითო.არსებობს ერთადერთი გამოსავალი:ადამიანებმა ისწავლონ სახელმწიფოებრივი აზროვნება და მათში ღირსების გრძნობამ გაიღვიძოს.მერე ხელისუფლებაც იფიქრებს თავის ვალდებულებებზე!

Елен Делон მივესალმები ამ ფაქტს

Megi Chanturia ქუთაისს, იმერეთს ჭირდებით ბატონ თემურ. დავიღალეთ ახალი სახელებით. …..

Otari Doborjginidze როგორც ყოველთვის – ახლაც შესანიშნავი იდეაა ბატონო თეიმურაზ … კარგი იქნებოდა რომ თქვენ უფრო თქვენთვის შესაფერის და ქართველი ხალხისათვის საჭირო თანამდებობაზე რომ იყვეთ, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრ – ხალხისთვის სასიკეთო საქმის გაკეთებას შესძლებდით … უფალი გფარავდეთ და გაგაძლიეროთ

 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *