(ალია) თემურ შაშიაშვილი: მომაქვს, რათა ხელისუფლებას გადავცე დოკუმენტი რომელიც 8 პუნქტისაგან შედგება…”

 

31უცხოეთში მცხოვრები ქართველები ბიძინა ივანიშვილისა და ახალ ხელისუფლებას, პარტია “თეთრების” ლიდერის, თემურ შაშიაშვილის ხელით მოთხოვნების ნუსხას უგზავნიან.

თემურ შაშიაშვილი:
– ათენში, კიევში, მინსკში ვიყავი, ეხლა პეტერბურგში ვარ. სამშობლოდან წასულ ქართველებს შევხვდი. დამოუკიდებელ საქართველოში 20 წელი საქმე ისე ვერ მოწესრიგდა, რომ ლუკმაპურისათვის სიცოცხლის გადასარჩენად წასულ ხალხს უკან დაბრუნების სურვილი გასჩენოდა. ჯერ კიდევ 2009 წელს წარვუდგინეთ “სამართლიანობის მანიფესტი” სააკაშვილს, სადაც ეწერა, რომ საქართველოს ღირსების საქმეა, შესწავლილ იქნას უცხოეთში მცხოვრები ქართველების მდგომარეობა, 7-ჯერ შევახსენეთ ეს წერილი, მაგრამ ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამთ წინ. ხელისუფალმა თუ არ იცის, მისი ხალხი ქვეყნის გარეთ როგორ ცხოვრობს და ვერ ცვლის სიტუაციას, მით უფრო, რა უნდა ამ სკამზე!

– ამას ვის ეუბნებით, ბატონო თემურ, ყოფილი თუ ამჟამინდელ ხელისუფლებას?

– ყოფილ ხელისუფლებასაც ვეუბნები და დღევანდელსაც, კატასტროფულია იქ მცხოვრებ ქართველთა სიტუაცია. ერთმა ახალგაზრდა გოგონამ მითხრა, თავზე ვადგავარ მოხუც ქალს იმიტომ, რომ საქართველოში დედა მყავს ძალიან ავად და ის რომ გადავარჩინო, მთელი კვირა გარეთ ვერ გავდივარ და მზის სხივს ვერ ვხედავო. უცხოეთში წასულ ერთ ქალს შვილები 11 წელია არ უნახავს. მისი შვილების ამ ქვეყანაში ჩასვლა რომ არ შეიძლებოდა, ბავშვები რომ ენახა, დაწერა – ესენი ჩემი შვილები არ არიანო. დედობაზე ათქმევინეს უარი და ისე შეახვედრეს შვილებს.

იტალიის პატარა სოფელში, სადაც 200 იტალიელი ცხოვრობს, 57 ქართველია და მონურად ემსახურება იქაურებს. ისეთი ამბები მოვისმინე, ადამიანურად დავმძიმდი. ამ ფაქტებით ვინმეს დათრგუნვას კი არ ვაპირებ. მინდა ხელისუფლებამ, ბიძინა ივანიშვილმა ამ ხალხს მიხედოს. “ნაცმოძრაობის” ხელისუფლებამ გააკეთა ის, რომ საქართველოში ვინც დარჩა, თითქმის ყველა ავადმყოფია, სხვა ქვეყანაში მყოფებს კი ნერვები აღარ აქვთ. ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ისინი ელოდებოდნენ სერიოზულ ყურადღებას, მაგრამ ვერ გრძნობენ ამას და გადარეულები არიან. ერთი მილიონი ადამიანი ცხოვრობს ქვეყნის გარეთ და ჩვენ არ გვაქვს უფლება, დამშვიდებით ვიყოთ. საკუთარი თვალით ვნახე ყველაფერი, მოვუსმინე მათ და ვიცი, რომ ამ ხალხის განწყობა ბატონი ბიძინას მიმართ ძაფზეა ჩამოკიდებული.

ერთმა ქართველმა დამირეკა და მითხრა, საპრეზიდენტო არჩევნები რომ მოახლოვდა, ახლა ჩამოდის საგარეო საქმეთა მინისტრი საბერძნეთში, მაგრამ შეხვედრაზე არ მივალთ, აქამდე რატომ არ გავახსენდითო?!

ამ ხალხს ხელისუფლების მიმართ აქვთ საკმაოდ საინტერესო წინადადებები და ჩვენ მათი მოთხოვნები შევაჯამეთ და ახლა მომაქვს ხელისუფლებას რომ გადავცე. დოკუმენტი 8 პუნქტისაგან შედგება და რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალს გაგაცნობთ . ყოფილი ხელისუფლება სულ ევროპა, ევროპას გაიძახოდა. ევროპა ნიშნავს იმას, რომ როცა ქვეყნის გარეთ გასული მისი ხალხის რაოდენობა გარკვეულ ზღვარს სცილდება, ქვეყნის პარლამენტში ირჩევენ ამ ხალხის წარმომადგენელ დეპუტატებს. ესენი ამბობენ, ხელსუფლებისათვის რა მნიშვნელობა აქვს, როგორ ვართ აქ ჩამოსული, საქართველოს მოქალაქეები ვართ და ამიტომ არ უნდა გვქონდეს გარანტირებული ხმის უფლება, ეს ხომ კონსტიტუციაში გვიწერიაო?

ევროპა ხომ გინდათ და იმ ქვეყნიდან, სადაც ბევრი ქართველი ცხოვრობს, რატომ არ უნდა შეგვეძლოს, ავირჩიოთ საქართველოს პარლამენტის წევრიო. როცა ასე მოხდება, თურქეთიდან რამდენიმე ქართველს მოუწევს პარლამენტის წევრობა, ასე იქნება საბერძნეთშიც… 30 ათას მოქალაქეზე ერთი მაჟორიტარი დეპუტატი უნდა აირჩეს, ასევე მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას ფონდი მილიონი დოლარის ევროს ფარგლებში, რომელიც დახმარებას გაუწევს ამ ხალხს.

ამბობენ, სოფლის მეურნეობაში თუ შექმნეს ფონდი, ადამიანური რესურსის დაცვა რატომ არ უნდა ხდებოდესო? ასევე, მოითხოვენ არსებობდეს ტელევიზია, რომელიც დაუთმობს დროს, საქართველოდან უცხოეთში გადახვეწილ ადამიანებს. მათ უცხოეთში დიდი გამოცდილება დააგროვეს, რაც ქვეყანას გამოადგება. ასევე, უნდათ შექმნან ერთობლივი ჯგუფები ყველა ქვეყანაში, სადაც ქართველების დიდი კონცენტრაციაა და შეისწავლონ მათი ცხოვრება. იმ ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს როცა ჩვენი ჩინოვნიკები შეხვდებიან, მათი საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა და მოთხოვნა უნდა იყოს ძალიან მარტივი – ჩვენს ხალხს შეუქმნან ისეთივე პირობები, როგორსაც ვუქმნით საქართველოში ბერძნებს, იტალიელებს, თურქებს და ა.შ. საკმაოდ განაწყენებულები არიან,  ბატონი ბიძინაც და პრეზიდენტიც ერთი თვისგან,მავლობაში რამდენჯერმე ჩავვიდნენ თურქეთში, მაგრამ ერთხელაც არ ჰქონიათ საუბარი იმაზე, როგორ ცხოვრობს ჩვენი ხალხი იქ?!

ნახევარი მილიონი ქართველი ცხოვრობს თურქეთში  და მონებივით შრომობენ. თურქეთის ხელისუფლებამ კანონიც კი შეცვალა ცალმხრივად და ჩაწერა, რომ სამი თვის ცხოვრების შემდეგ ქართველი საქართველოში უნდა დაბრუნდეს და თურქეთში ჩასვლას მხოლოდ სამი თვის შემდეგ შეძლებს. ასე რომელ ბიზნესს გააკეთებენ?! ეს არ არის  შეურაცხყოფა? ეს ეკადრება ერდოღანს, რომელიც იძახის, ქართევლი ვარო?! იცით, თურქები იქ რას ეუბნებიან ქართველებს? თბილისში აღმაშენებლის პროსპექტი ჩვენია და მალე ბათუმიც ჩვენი გახდებაო.

უცხოეთ მყოფ ქართველებს მათ ხელისუფლებებთან არ აქვთ პრობლემა, ამბობენ, ჩვენი ხელისუფლება რომ არ აყენებს ამ საკითხებს, იმიტომ ვართ შავ დღეშიო.

ამ დოკუმენტს გადასცემთ ხელისუფლებას. რომ არ მიიღოს თქვენი მოწოდება, მერე რას აპირებთ?

– რასაც ისინი ითხოვენ. იმის შესრულება რთული არ არის, მხოლოდ ივანიშვილის დაინტერესებად ა ნებაა საჭირო, მათი თქმით, სირცხვილია, როცა საქართველოს პრემიერ- მინისტრი საქართველოს მოქალაქე არ არისო. ამბობენ, რომ მასაც შეეხო ის საშინელი კანონები, მანაც იგრძნო ის და ჩვენი მდგომარეობა უკეთ უნდა გაიგოსო.

სამწუხაროდ, ბატონი ბიძინას აზრით, 26 მაისი შეცდომა იყო, სადაც დაგვასახიჩრეს და სისხლი გვადინეს, 7 ნოემბერიც შევდომა იყო, უცხოეტში რასაც ამბობენ, ყველაფერი შეცდომაა და ახლა მას “ალიას” მეშვეობით მინდა ვუთხრა: არა, ბატონო ბიძინა, თქვენ ამბობთ ზოგჯერ შეცდომას და არ არსებობს ადამიანი, რომელიც აბსოლუტურ ჭეშმარიტებას ფლობს. გულწრფელად გეტყვით, მეგონა, ივანიშვილი გააერთიანებდა საქართველოს, მაგრამ მან ნინო ბურჯანაძე და მისი ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, მარგველაშვილი ერთმანეთს დააპირისპირა. დაპირისპირებები სააკაშვილის გზაა და ეს გზა არ უნდა გაგრძელდეს,. მე ამას სიძულვილიღ კი არა, პატივისცემით ვამბობ. თუ ემიგრანტების აზრებისა და მოთხოვნების უგულებელყოფა მოხდება, ისინი ძალიან სერიოზულ საპროტესტო აქციებს მოაწყობენ. ვაპირებ, წიგნად გამოვცე ისპროგრამა., რომლითაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა. ეს არის უნიკალური, ბრწყინვალე გეგმა, როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა, მაგრამ “ოცნებამ” ეს პროგრამა მიატოვა. ყველა ოჯახს ედება ეს წიგნი სახლში და ეს იქნება ხელსუფლების ყველაზე კარგი კონტროლი. თუ ყველაფერი ისე არ მოხდა. როგორც იქ წერია, და რასც ხალხს დაპირდნენ. მერწმუნეთ, ბატონი ბიძინა უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდება.

 

ესაუბრა ნელი ვარდიაშვილი

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *