ფეისბუქის კომენტარები: ემიგრანტების გამოხმაურება

1289222307_url.ქართველი ემიგრანტებთან ერთობლივად მიღებული მიმართვა პარტია “თეთრებმა”  დიასპორების საკითხებში სახელმწიფო მინისტრს წარუდგინა. თანმხლებ წერილში ნათქვამია:
“მიუხედავად ხელისუფლების ცვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ დღეისათვის ქართველი ემიგრანტების მდგომარეობა უკიდურესად არის დამძიმებული. ჩვენ წარმოგიდგენთ მათი მონაწილეობით შექმნილ დოკუმენტს,: “ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო!” , რომელიც წარმოადგენს დინამიურად ცვალებად ტექსტს, სარედაქციო ჯგუფის მიერ სისტემატურად ახლდება ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეთა სათვისტომოების შეკრებებზე გამოთქმული სურვილებისა და წინადადებების კვალობაზე. “
http://www.tetrebi.org/?p=9312

ჯერ–ჯერობით პარტიას არ მიუღია პასუხი მინისტრისგან. მაგრამ სამაგიეროდ არის გამოხმაურებები სოციალურ ქსელში ემიგრანტების მხრიდან.

Magda Tutberidze სამწუხაროა, რომ პატრიოტი(თქვენისთანა) ადამიანები დარჩა სახელმწიფოს მართველობის მიღმა და არა ქართველნი მართავენ ჩვენს სამშობლოს

Magda Tutberidze აქ მყოფნიც ემიგრანტებივით ვართ, არავინ არაფერს გვეკითხება

Khatuna Karaia Adamashvili არჩევნების  წინ ვწერდი  მირზა  გელოვანის ერთი ფრთიანი ფრაზის მიხდვით „ჩვენდავბრუნდებით, ჰო, დავბრუნდებით, ჩვენ თქვენი ხმები  დაგვაბრუნებენ“ მართლა ძალიან მჯეროდა, რომ მაშინვე დაიწყებდნენ ჩვენზე ფიქრს, მაგრამ ჯერაც ველი და იმედს ვებღაუჭები.

Maia Rusadze მინისტრი კი არა, ვეღარ გვიშველის უკვე ვერაფერი. ემიგრანტები კი არა ლუკმა პურისთვის გადმოხვეწილი ხალხი ვართ ჩვენ  – ემიგრაცია სხვანაირად მესმის მე… და ემიგრანტები სხვა დონის და გაქანების, აგრეთვე სხვა იდეების მატარებლები იყვნენ…  ნუ მაცინებთ, სად ნახეთ მოქალაქეობრივი მაღალი შეგნებით შემკული ემიგრანტი საბერძნეთში? ზღაპარია ეგ…

პრეს–სამსახური ქალბატონ მაიას ვერ დავეთანხმებით იმაში, რომ დღევანდელი ემიგრანტები მხოლოდ ლუკმაპურისთვის გადახვეწილი ადამიანები არიან და მათ არ აქვთ მაღალი მოქალაქეობრივი შეგნება. თვითონ ფაქტი, რომ მათი ყველაზე აქტიური მონაწილეობითა და ჩართულობით მომზადდა ასეთი დოკუმენტი , რომელიც ჯერაც განხილვის სტადიაშია და მუდმივად იხვეწება, უკვე ნიშნავს იმას, რომ ქართველი ემიგრანტები მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების და პოლიტიკურად გათვითცნობიერებული ადამიანები არიან. მათ უყვართ და სტკივათ სამშობლო და ხშირად გარედან სულ სხვა თვალით ხედავენ საქართველოს  მდგომარეობას. ამ ადამიანების უდიდესი თავდადების შედგიცაა 1 ოქტომბრის გამარჯვება. მათ დღესაც შეუძლიათ თავისი სიტყვა თქვან ქვეყნის წინსვლაში და ხელისუფლება დიახაც რომ ვალდებულია მათ მოუსმინოს და ხმის უფლება დაუბრუნოს.

ჩვენ დღესაც მოვუწოდებთ საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს აქტიურად ჩაერთონ დოკუმენტზე მუშაობაში. მოგვწერონ თავიანთი მოსაზრებები. მასში ჩამოყალიბებული ყოველი პუნქტის განხორციელება სავსებით რეალურია.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *