ემიგრანების მიმართვა წარედგინა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს

emigrantebiპარტია “თეთრების” ლიდერი აგრძელებს შეხვედრებს უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან. საბერძნეთში, უკრაინაში და რუსეთში შეკრების შედეგად შექმნილი პოლიტიკური დოკუმენტი „ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო!“ დღეისათვის მოიცავს ხუთ პუნქტს:

პირველი – მიგრანტებს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ ერთეულებს, მიეცეთ კვოტები მაჟორიტარი დეპუტატების ასარჩევად;

მეორე – ყოველი ქართველი და აფხაზი, რომელთაც სხვა სამშობლო, გარდა საქართველოსი, არ გააჩნიათ, დაბადებისთანავე ჩაითვალოს საქართველოს მოქალაქედ;

მესამე – საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, მას მექანიკურად, სურვილის საწინააღმდეგოდ, არ ჩამოერთვას საქართველოს მოქალაქეობა;

მეოთხე – საქართველოს მოქალაქე უცხოეთში დაცულ იქნას იგივე ხარისხის, რა ხარისხითც დაცულია კონკრეტული უცხო სახელმწიფოს მოქალაქე საქართველოში;

მეხუთე – შეიქმნას შრომით მიგრანტთა სამშობლოში დაბრუნებისა და დასაქმების სახელმწიფო პროგრამა და ფონდი.

თემურ შაშიაშვილის განცხადებით დოკუმენტით დაინტერესება დიდია და მასზე მუშაობა დღესაც გრძელდება. ქართველ ემიგრანტებს განზრახული აქვთ აქტიურად ჩაერთონ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

“თეთრების” ლიდერის ვიზიტის პარალელურად, პარტიის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ ხასიამ,  7 ივნისს ემიგრანტების მიერ შედგენილი დოკუმენტი: ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო!” წარუდგინა დიასპორების საკითხებში სახელმწიფოს მინისტრს, ბატონ კონსტანტინე სურგულაძეს. დოკუმენტს თან ახლდა პარტიის მიმართვა.

“ჩვენი პარტია დღიდან დაარსებისა უდიდეს ყურადღებას უთმობს საზღარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა მდგომარეობას. ჯერ კიდევ 2009 წელს, პრეზიდენტისადმი გაგზავნილ  ჩვენს საპროგრამო დოკუმენტში, “ღირსების ულტიმატუმი” , ვწერდით:

ხელისუფლების, ოპოზიციის, პოლიტიკური ძალების, არასამთავრობო სექტორის, მედიის, საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობით შეიქმნას კომისია, რომელიც მოაწყობს შეხვედრებს უცხოეთში წასულ საქართველოს მოქალაქეებთან მათი უფლებების დაცვის მდგომარეობის შესწავლის მიზნით და შესაბამისი ქვეყნების ხელისუფლებებთან კავშირში იბრძოლებს მათთვის მინიმუმ იმავე პირობების შექმნისთვის, როგორიც ჩვენს ქვეყანაში აქვთ ამ ქვეყნების მოქალაქეებს.(ღირსების ულტიმატუმი პ.24)

სამწუხაროდ, ნაცმოძრაბის მმართველობის დროს ქართველი თანამემამულეები მხოლოდ წინასაარჩვნო პერიოდში ახსენდებოდათ და არაფერს აკეთებდნენ მათი უმძიმესი მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის.

მიუხედავად  ხელისუფლების ცვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ დღეისათვის ქართველი  ემიგრანტების მდგომარეობა უკიდურესად არის დამძიმებული. ჩვენ წარმოგიდგენთ მათი მონაწილეობით შექმნილ დოკუმენტს,: ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო!” , რომელიც  წარმოადგენს დინამიურად ცვალებად ტექსტს, სარედაქციო ჯგუფის მიერ სისტემატურად ახლდება ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეთა სათვისტომოების შეკრებებზე გამოთქმული სურვილებისა და წინადადებების კვალობაზე. “, – ნათქვამია მინისტრის მიმართ გაგზავნილ წერილში.

“თეთრები” იმედს გამოთქვამენ, რომ ხლისუფლება დაინტერესდება დოკუმენტით და მზადყოფნას გამოთქვამენ თანამშრომლობისათვის.

 

პრეს ცენტრი

07.06.2013

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *