დავასრულოთ „ნაციონალური“ ინდუსტრია და ვიფიქროთ მომავლის საქართველოზე

შეხვედრა საქართველოს ხალხთა ასამბლეის ოფისში

 

 „საქართველოდან მკვიდრი მოსახლეობის გაყვანის და საქართველოში უცხოელთა, განსაკუთრებით, არაბული სახელმწიფოების, თურქეთის, ირანის, ჩინეთის, ინდოეთის მოქალაქეთა შემოყვანის ძლიერი ინდუსტრია გამართა „ნაციონალურმა“ ხელისუფლებამ  და ეს იყო გზა ქართულ ცნობიერებაზე შეტევის, ქართველთათვის მენტალიტეტის შეცვლის, საქართველოში ოჯახისა და ქალის ინსტიტუტის მოშლის.“  – ასეთი შეფასება მისცა „თეთრების“ ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა სააკაშვილის ხელისუფლებას „საქართველოს ხალხთა ასამბლეაში“ შეხვედრისას.

ოთხ წელზე მეტი ხნის წინ ამ საშიშროებაზე ხაზგასმა გაკეთდა ასამბლეის დაფუძნებაზე ქალაქ სოჭში. სამწუხაროდ, „ნაციონალური“ ხელისუფლება ქვეყნის გარეთ და სწორედ საქართველოს მოქალაქეებში, საქართველოს ნამდვილ მეგობრებში გაჩენილ ყოველ პროგრესულ და ქვეყნისთვის სასარგებლო იდეას ებრძოდა, ზედმეტი იყო საუბარი მის განხორციელებაზე. ასეთი დასკვნა გააკეთეს ასამბლეის საპატიო პრეზიდენტმა ბატონმა რეზო ჩხეიძემ და ასამბლეის პრეზიდენტმა ბატონმა გოჩა ძასოხოვმა.

ამ შეხვედრამ ბევრ საკითხზე იმსჯელა და ბევრ სამომავლო საკითხებზეც მიიღო გადაწყვეტილება.

„ის რაც ჩამოყალიბებულია უნიკალურ დოკუმენტში:  „ემიგრანტთა განწყობა – გადაძახილი  მომავლის საქართველოსათვის“ – გაგრძელებაა იმ დიდი საუბრისა, რომელიც დავიწყეთ სოჭში, ეს არის ის, რასაც უპირველესად თვლის ასამბლეა და კარგია, რომ ამ დოკუმენტმა ასეთი მხარდაჭერა მიიღო საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, თურქეთში, უკრაინაში, ბელორუსიაში, რუსეთში მცხოვრებ ჩვენი ქვეყნის  თანამემამულეებში“, – აღნიშნა ასამბლეის პრეზიდენტმა ბატონმა გოჩა ძასოხოვმა.

მისი აზრით, უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომ უცხოეთში საქართველოს ემიგრანტთა სახელით შექმნილი ყოველი ორგანიზაცია დავდგეთ საკუთარ ინტერესებზე მაღლა, შევუნდოთ ერთმანეთს ყოველგვარი წყენა, შევძლოთ გაერთიანება მომავლის საქართველოსათვის.

ბატონმა გოჩა ძასოხოვმა მხარი დაუჭირა ბატონი რეზო ჩხეიძის წინადადებას „საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის“ მოწვევის თაობაზე და ყოველმხრივ თანადგომა აღუთქვა დიდ ხელოვანს. მანვე მიიღო გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში „საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ მთავარი ოფისის შვეიცარიიდან და მოსკოვიდან თბილისში გადმოტანის შესახებ. მისი აზრით, ეს იქნება მძლავრი ნაბიჯი, რათა შევძლოთ უცხოეთში ჩვენს ემიგრანტთა სახელთან დაკავშირებული ყველა ორგანიზაციის საქმიანობის სინქრონიზაცია, მთელი ძალისხმევის სახელმწიფო ინტერესებზე კონცენტრაცია. ის თვლის, რომ ეს მხოლოდ დიდსულოვან ადამიანებს შეუძლიათ, შეუძლიათ იმ ადამიანებს, ვინც  ფიქრობს მშვიდობიან კავკასიაზე, ფიქრობენ ძლიერ საქართველოზე.

ბატონმა გოჩა ძასოხოვმა მოიწონა ათენის „კავკასიის ცენტრის“ ხელმძღვანელის პროფესორ ავთანდილ მიქაბერიძის და სალონიკის „ქართული საზოგადოების“ ხელმძღვანელის ბატონ ელგუჯა მინაძის წინადადება სოჭის შემდგომ ევროპასა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, თურქეთში და საერთოდ აზიაში მცხოვრებ ემიგრანტთა წარმომადგენლების დიდი შეკრების საბერძნეთში ჩატარების შესახებ და მიესალმა  ქართველ მიგრანტთა სრულიად ახალ მოძრაობ დაწყებას მსოფლიო ცივილიზაციის კერიდან, მითებისა და ოლიმპოს კულტურის მწვერვალიდან, ზევსისა და ოდისევსის მშობელი ხალხის მიწიდან, „არგოსამგები ხალხის სამშობლოდან.

„ჩვენ საქართველოში ასამბლეის მთავარი ოფისის გადატანის შემდგომ ბატონ რეზო ჩხეიძესთან და კონგრესის საორგანიზაციო კომიტეტთან, ბატონებთან: პროფესორ ავთანდილ მიქაბერიძესთან და გამორჩეულ სპორტსმენ ელგუჯა მინდაძესთან და ყველა დაინტერესებულ პიროვნებასთან ერთად ამ დიდ იდეას სათავეში ჩავუდგებით. ეს მართლაც დიდი საქმე იქნება ქართული სახელმწიფოსა და მისი მომავლისათვის“ – აღნიშნა ბატონმა გოჩა ძასოხოვმა.

ამ გადაწყვეტილებას მოქმედებაც მოჰყვა. „საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ბატონი ფერდინანდ ლორთქიფანიძე უკვე შეუდგა პრაქტიკულ საქმიანობას და დაიწყო კონსულტაციები იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის წარმომადგენლებთან ასამბლეის მთავარი ოფისის თბილისში გადმოტანასთან დაკავშირებით.

ბატონი გოჩა ძასოხოვის აზრით, რაც მალე განხორციელდება ეს პროცესი, მით უფრო მალე დავიწყებთ ჩვენს მასშტაბურ ქმედებებს იმ საკითხების რეალიზაციისათვის, რაც ჩამოყალიბებულია დოკუმენტში: „ემიგრანტთა განწყობა – გადაძახილი  მომავლის საქართველოსათვის“. ეს არის გზა „ნაციონალური“ დამღუპველი ინდუსტრიის დასრულების და ხალხზე, რეალურ ეკონომიკაზე ზრუნვის და ამ საქმეში უცხოეთში მცხოვრები ჩვენი ინტელექტის, უკვე ევროპულ გამოცდილებას ნაზიარები ემიგრანტების ეფექტური ჩართვის.

იმედიანად ჟღერს ემიგრანტთა განწყობა, რომელსაც სრულად იზიარებს „საქართველოს ხალხთა ასამბლეა“, გაიზიარა შეხვედრამ ასამბლეის ოფისში. ჩვენ უცხოეთმა გადაგვარჩინა, ჩვენ გადავარჩინეთ ჩვენი ოჯახები, ჩვენ ყველამ ერთად უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ერთიანი ოჯახისაქართველო!

 

საქართველოს ხალხთა ასამბლეის

პრეს-ცენტრი

საკონტაქტო პირი: ფერდინანდ ლორთქიფანიძე           

ტელ. 595575781; 2959585

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *