“თეთრების” პოლიტიკური საბჭო დაბადების დღეს ულოცავს ბატონ თემურ შაშიაშვილს

 

16პარტია „თეთრების“ პოლიტიკური საბჭო დაბადების დღეს ულოცავს პარტიის თავმჯდომარეს, ბატონ თემურ შაშიაშვილს.

იშვიათია, რომ პარტიის ლიდერი ასე შეესატყვისებოდეს პარტიის სახელწოდებასა და სულისკვეთებას.

სისპეტაკე, შინაგანი წესიერება, პატიოსნება და თავგანწირვა სამშობლოსათვის, საყვარელი საქმისადმი ერთგულება, რწმენა და თავდადება, ეს ის თვისებებია, რაც გამოარჩევს ბატონ თემურ შაშიაშვილს, რის გამოც იგი ჩვენი პარტიის ლიდერად და წინამძღოლად ავირჩიეთ.

დღეს შეწირული პოლიტიკოსების დროა,  – ხშირად ამბობს ბატონი თემური და თვითონ გვაძლევს მაგალითს თავგანწირვისა და საქმისადმი ერთგულების.   სამაგალითო მეოჯახე, ნამდვილი ქართველი ვაჟკაცი – ასე შეიძლება მისი დახასიათება.

„ბედნიერება რწმენაა, ძალაა, სარწმუნოებით ცხოვრებაა, მიმტევებლობაა, თანაგრძნობაა, მოთმინებაა, ამტანობაა. ბედნიერება სიყვარულია, სრულყოფილების მწვერვალია, სულგრძელობა და ზნეკეთილობა. ბედნიერება გათითოკაცებული სიკეთის ერთ მუშტად შეკვრაა. ბედნიერება თავგანწირვაა. თავგანწირვა შენი ქვეყნისა და ხალხისთვის.“  – ასეთია  თემურ შაშიაშვილის კრედო, მისი მრწამსი რომელსაც ის  განუხრელად იცავს ამ ცნებებით ცხოვრობს და იბრძვის და რამდენადაც მძიმე არ უნდა იყოს არასდროს ღალატობს მათ.

დღეგრძელი იყავით, ბატონო თემურ, ბედნიერი ყოფილიყავით ბედნიერების თქვენეული გაგებით. წარმატებულ და გაბრწყინებულ საქართველოსთვის გებრძოლოთ დაუღლელად  და არაერთი გამარჯვება გეზეიმოთ საკუთარი ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ.

 

პარტია „თეთრების“ პოლიტიკური საბჭო

20.06.2013

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *