„თეთრები“ – ჩვენი პოლიტიკური ბიოგრაფია 2009 წლის 7 აპრილს იწყება

 

თეთრები” იწყებენ და შენთან ერთად იმარჯვებენ

ანუ

ჩვენ –  თეთრები 


1თეთრების პოლიტიკური საბჭო ულოცავს „თეთრების“ 5 000 – მდე წევრს და მათ ოჯახებს „თეთრების“ დაბადების დღეს, 7 აპრილს… მადლიერებას გამოხატავს მხარდამჭერთა მიმართ. ხარების მადლით გაძლიერებულ და გახარებულ საქართველოში გვეცხოვროს!

7 აპრილს, ხარებას – ოთხი წელი პარტია „თეთრი მოძრაობა“ (თეთრები) დამფუძნებელთა პირველი პოლიტიკური განაცხადიდან.

ჩვენი მთავარი პრინციპი იყო და რჩება: საქართველო გარედან მართვადი ხელისუფლების გარეშე.

ჩვენ ვთვლიდით და ვთვლით, რომ საქართველოს მომავალი კონვერგენციის თეორიაშია: კაპიტალიზმის მთვარი მონაპოვრის – კონკურენცია და ევროპული სოციალიზმის მთავარი მონაპოვრის – დაცული ადამიანი, შერწყმაშია.

ჩვენ ვთვლიდით და ვთვლით, რომ ხელისუფლების მთვარი ფუნქციაა კონკურენტული გარემოს შექმნა, ანუ ნიჭის ძალაუფლების სახელმწიფოს შექმნა.

ჩვენ ვთვლიდით და ვთვლით, რომ დღეს ქართული პოლიტიკისათვის მთავარია მისი განთავისუფლება ემოციისაგან და პოლიტიკაში გონის დაბრუნება.

ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ შევქმენით სამი მთავარი დოკუმენტი

რომელთა გარეშე მსოფლიოში არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს პოლიტიკური პარტია:

პირველი – გვაქვს არსებული მდგომარეობის დეტალური მეცნიერული ანალიზ

მეორე – გვაქვს ქვეყნის ინტელექტუალური, ადამიანური, გეოგრაფიული პოტენციალის, ბუნებრივი რესურსების მეცნიერული კვლევა

მესამე – გვაქვს ძლიერი სახელმწიფოს შექმნის პროგრამა, ანუ ვიცით, როგორ შეიძლება დღევანდელ რეალურ მდგომარეობაში მყოფი ხალხი და ქვეყანა – ამ პოტენციალისა და რესურსების გამოყენებით ვაქციოთ ძლიერ ეროვნულ სახელმწიფოდ.

ჩვენ ვიყავით მომავლის საქართველოზე ორიენტირებული, დიდი პოლიტიკური პროცესების სათავეებთან:

ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ გამოვეცით მნიშვნელოვანი დოკუმენტები.

ერთი წლის წინ, 2012 წლის 7 აპრილს, დამფუძნებელთა კონგრესსა, ხოლო 7 ივლისსარტიის კონგრესზე მიღებულ იქნა ჩვენი ფუძემდებლური დოკუმენტები, სახელწოდებით

„პ ო ზ ი ც ი ა“

2013 წლის 11 აპრილს, პრაქტიკულად პირველი პოლიტიკური განაცხადიდან ოთხი წლის თავზე და პარტიის დაფუძნებიდან ერთი წლის თავზე „თეთრების“ პოლიტიკური საბჭო გააკეთებს ახალ პოლიტიკურ განაცხადს.

გალერეა “თეთრების” დამფუძნებელთა კონგრესი

[wppa]cover=6[/wppa]

პარტია “თეთრების” კონგრესი

[wppa]cover=7[/wppa]

მხილების მუზეუმი

[wppa]cover=8[/wppa]

ქართულ-ოსური მისია შეხვედრა ვლადიკავკაზში

[wppa]cover=18[/wppa]

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *