თემურ შაშიაშვილი: ქვეყნის მართვის მექანიზმი თავიდან ბოლომდე შესაცვლელია.

zestafoni„თეთრების“ ლიდერს, თემურ შაშიაშვილს მიაჩნია,რ ომ „მოქკავშირ – აღორძინება – ნაცმოძრაობის“ მიერ დამკვიდრებული ქვეყნის მართვის მექანიზმი იმდენად ავადმყოფი მექანიზმია, რომ მისი გამოჯანმრთელება შეუძლებელია და თავიდან ბოლომდე შესაცვლელია.

მისი აზრით ეს ერთი კონკრეტული მაგალითითაც დასტურდება: რაც გინდა ის თქვი პრესით, ტელევიზიით, არც არავინ გპასუხობს, არც ვინმე რამეს გეკითხება. იგნორირება, რომელიც დაამკვიდრა სააკაშვილმა გრძელდება. ასეთმა მიდგომამ ჭორიკნობა დაამკვიდრა მედია საშუალებებში.და საერთოდ, პოლიტიკაში. ეს არ არის მედიის ბრალი, ეს არის ხელისუფლების ბრალი. მთელს მსოფლიოში ასეა, თუ ჩინოვნიკზე, ან პოლიტიოსზე კომპრომატი დაიდო, ან სასამართლოში თავი უნდა იმართლოს, ან თანამდებობა დატოვოს. ასეა დემოკრატიული სამყარო აგებული .მთავარი დემოკრატიული მექანიზმი წაიშალა ქვეყანაში. არც ტყუილის თქმის ეშინიათ, არც მართლის თქმის. ეს ვაკხანალია და ანარქიაა.

სააკაშვილი რეალურად ამით ცხოვრობდა. ივანიშვილს ასეთი ანარქიული სისტემა არ აწყობს. მეგონა, პრემიერი სახელმწიფო მოხელეებს მედიის ბრალდებებზე სასამართლო წესით თავის მართლებას მოსთხოვდა ან თანამდებობის დატოვებას აიძულებდა. ამით დამთავრდებოდა ეს ჭორიკნობა. ვერავინ გაბედავდა ტყუილის თქმას.

მინდა ვიფიქრო, რომ ბატონი ივანიშვილი ქართული პოლიტიკის სისუფთავისათვის ამ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას მიიღებს. კარგი იქნება, თუ ამ დიდ საქმეს საწყისი მის ხვალინდელ ბრიფინგზე დაედება.

პრეს-ცენტრი
02.07.2013წ.
საკონტაქტო პირი :ირინა ჯიბლაძე.
ტელ. 599274053

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *