(ჯეონიუსი) პრემიერმა სახელმწიფო მოხელეებს მედიის ბრალდებებზე სასამართლო წესით თავის მართლება უნდა მოსთხოვოს – თემურ შაშიაშვილი

9970shashiashvili1„თეთრების“ ლიდერის თემურ შაშიაშვილის განცხადებით, „მოქკავშირ – აღორძინება – ნაცმოძრაობის“ მიერ დამკვიდრებული ქვეყნის მართვის მექანიზმი იმდენად ავადმყოფი მექანიზმია, რომ მისი გამოჯანმრთელება შეუძლებელია და თავიდან ბოლომდე შესაცვლელია.

„რაც გინდა, ის თქვი პრესით, ტელევიზიით, არც არავინ გპასუხობს, არც ვინმე რამეს გეკითხება. იგნორირება, რომელიც დაამკვიდრა სააკაშვილმა, გრძელდება. ასეთმა მიდგომამ ჭორიკნობა დაამკვიდრა მედია საშუალებებსა და პოლიტიკაში. ეს არ არის მედიის ბრალი, ეს არის ხელისუფლების ბრალი. მთელს მსოფლიოში ასეა, თუ ჩინოვნიკზე, ან პოლიტიკოსზე კომპრომატი დაიდო, ან სასამართლოში თავი უნდა იმართლოს, ან თანამდებობა დატოვოს. ასეა დემოკრატიული სამყარო აგებული. მთავარი დემოკრატიული მექანიზმი წაიშალა ქვეყანაში. არც ტყუილის თქმის ეშინიათ, არც მართლის თქმის. ეს ვაკხანალია და ანარქიაა“, – აცხადებს თეთრების ლიდერი.

შაშიაშვილის განცხადებით, სააკაშვილი რეალურად ასეთი ანარქიული სისტემით ცხოვრობდა, ეს კი ივანიშვილს არ აწყობს.

„მეგონა, პრემიერი სახელმწიფო მოხელეებს მედიის ბრალდებებზე სასამართლო წესით თავის მართლებას მოსთხოვდა ან თანამდებობის დატოვებას აიძულებდა“, – აცხადებს თემურ შაშიაშვილი და იმედს იტოვებს, რომ „ქართული პოლიტიკის სისუფთავისთვის ამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების“ მიღების შესახებ პრემიერი ხვალინდელ ბრიფინგზე განაცხადებს.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *