“სადისკუსიო დარბაზი” მართავს მორიგ შეკრებას

 sadiskusio darbazi
           

მეცნიერთა   სადისკუსიო დარბაზის შეკრებაზე   გაკეთდება                         კომენტარები  ბატონ ბიძინა ივანიშვილის მიერ პრეს-კონფერენციაზე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებზე

დღეს 3  ივლისს 14:00 საათზე, სასტუმრო ,,თორის“  (მის: გ. ჭანტურიას ქ. # 10, ეკონომიკის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორია) საკონფერენციო დარბაზში ,,მეცნიერთა სადისკუსიო დარბაზი“ მართავს დისკუსიას თემაზე – ,,ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები“.

დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან პოლიტიკურ პარტიათა ლიდერები, პოლიტოლოგები, ექსპერტები და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები.

უკვე ძალიან ბევრმა დაადასტურა დისკუსიაში მისი მონაწილეობა. „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსათვის“ ლიდერმა,  სპეციალური განცხადებაც გაავრცელა. საზოგადოებრივი მოძრაობა  „ერთსულოვნება“ აპირებს „გაუყალბებელი არჩევნების“ კონცეფციის წარმოდგენას,  რამდენიმე  მეცნიერს აქვს კონკრეტული წინადადებაც.

„მეცნიერთა სადისკუსიო დარბაზის“ დღევანდელ შეკრებაზე გაკეთდება კომენტარები დღეს ბატონ ბიძინა ივანიშვილის მიერ პრეს-კონფერენციაზე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკაბშირებით გამოთქმულ მოსაზრებებზე.

,,სადისკუსიო დარბაზის“  საინიციატივო ჯგუფის გადაწყვეტილებით დისკუსიაზე არ არის მოწვეული პოლიტიკური პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.  სადისკუსიო დარბაზი არ თანამშრომლობს პოლიტიკურ პარტიასთან, რომელმაც შექმნა და დაამკვიდრა დამნაშავე რეჟიმი.

 

პრეს-ცენტრი

3 ივლისი,  2013წ               

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *