(ჯეონიუსი) თემურ შაშიაშვილი საპრეზიდენტო კანდიდატებს პირობებს უყენებს

„თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატებს მოთხოვნებ უყენებს. თემურ შაშიაშვილის განცხადებით, 8 ივლისს „თეთრების“ პოლიტიკური საბჭო შეაჯამებს პარტიაში მიმდინარე დისკუსიას პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით.

 

„დღეს ცნობილია სამი მოთხოვნა, რომელსაც პირველ ეტაპზე ვუყენებთ პრეზიდენტობის კანდიდატს. პირველი: მართვის ისეთი სისტემის დამკვიდრება, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში კონკურენტული გარემოს შექმნას; მეორე: რეჟიმის გასამართლება; მესამე: ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები”, – განაცხადა „თეთრების“ ლიდერმა.

თეთრების ლიდერი მეორისა და მესამე მოთხოვნის განმარტების აუცილებლობას ვერ ხედავს.

“რაც შეეხება პირველს, ვიტყვი მოკლედ: საქართველოში მართვის სისტემა არის ავადმყოფი და კორუმპირებული და იგი თავიდან ბოლომდე შესაცვლელია. მართვის სისტემის ფუნქციაა არა ხალხზე უფროსობა, არა სამეურნეო პროცესებში ჩართვა, არამედ ქვეყანაში კონკურენტული გარემოს დამკვიდრება, რაც თავისთავად გულისხმობს სვლას ნიჭის ძალაუფლებისაკენ; მხოლოდ კონკურენტულ გარემოშია შესაძლებელი ადამიანის მიერ საკუთარი თვის რეალიზება. ეს არის თავისუფლების მწვერვალი. დღეს, როცა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა იბრძვის არსებობისათვის და ამან დააჩლუნგა ქართული განწყობა, ჩვენ გვჭირდება სისტემა, როცა ადამიანს ექნება ყველა პირობა საკუთარი თავის რეალიზაციისათვის. ასეთია ჩვენი მოთოვნები პირველ ეტაპზე. საბოლოო პოზიცია ჩამოყალიბდება 8 ივლისს და გაცხადდება 9 ივლისს სპეციალურ ბრიფინგზე”, – აცხადებს შაშიაშვილი.

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *