(timer.ge)”თეთრების” ლიდერი პრეზიდენტობის კანდიდატებს სამ მოთხოვნას უყენებს

“თეთრების” პოლიტიკური საბჭო, პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით პარტიაში მიმდინარე დისკუსიას 8 ივლისს, შეაჯამებს.

“დღეს ცნობილია სამი მოთხოვნა, რომელსაც პირველ ეტაპზე ვუყენებთ პრეზიდენტობის კანდიდატს: მართვის  ისეთი სისტემის დამკვიდრება, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში კონკურენტული გარემოს შექმნას,  რეჟიმის გასამართლება,  ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები”. – განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.

იგი მეორესა და მესამე ვარიანტების  განმარტების აუცილებლობას ვერ ხედავს, ხოლო რაც შეეხება პირველს, თვლის, რომ საქართველოში მართვის სისტემა არის ავადმყოფი, კორუმპირებული და იგი თავიდან ბოლომდე შესაცვლელია.

“მართვის სისტემის ფუნქცია არა ხალხზე უფროსობა და სამეურნეო პროცესებში ჩართვა, არამედ ქვეყანაში კონკურენტული გარემოს დამკვიდრებაა. მხოლოდ კონკურენტულ გარემოშია შესაძლებელი ადამიანის მიერ  საკუთარი თვის რეალიზება. ეს არის თავისუფლების მწვერვალი. დღეს, როცა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა იბრძვის არსებობისათვის და ამან დააჩლუნგა ქართული განწყობა, ჩვენ გვჭირდება სისტემა, როცა ადამიანს ექნება ყველა პირობა საკუთარი თავის რეალიზაციისათვის”. – განაცხადა “თეთრების” ლიდერმა.  მისი ინფორმაციით, საბოლოო პოზიცია  8 ივლისს ჩამოყალიბდება და  9 ივლისს სპეციალურ ბრიფინგზე გაცხადდება.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *