(primetimenews.ge) “თეთრები” საპრეზიდენტო არჩევნებზე პოზიციას რამდენიმე დღეში დააფიქსირებენ

შაშიაშვილიმოძრაობა “თეთრები” საპრეზიდენტო არჩევნებზე მათ პოზიციას რამდენიმე დღეში დააფიქსირებს. ამის შესახებ განცხადება “პრაიმტაიმის” პრესკლუბში დღევანდელ პრესკონფერენციაზე თეთრების ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა გააკეთა.

შაშიაშვილის თქმით, მან “სახალხო კრების” სახელით მისი არჩევანი უკვე გააკეთა თუმცა პარტიას ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ გამოუცხადებია.

“მე “სახალხო კრების” სახელით ჩემი პოზიცია დავაფიქსირე საპერეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით თუმცა პარტიას მისი პოზიცია არ დაუფიქსირებია და ჩვენ ალბათ 7-8 ივლისისთვის ამ პოზიციას დავაფიქსირებთ. იმ კანდიდატისგან რომელსაც ჩვენი პოლიტიკური გუნდი მხარს დაუჭერს მოვითხოვთ შემდეგს შეიცვალოს სისტემის მართვა თავიდან ბოლომდე, შეიქმნას კონკურენტული გარემო, რეჟიმი უნდა გასამართლდეს და რაც მთავარია დაინიშნოს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები”, – აცხადებს შაშიაშვილი.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *