(ალია) რას მოითხოვს თემურ შაშიაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატებისაგან

 

12პარტია „თეთრების“ პოლიტიკური საბჭო პრეზიდენტობის კანდიდატებს მოთხოვნებს უყენებს. „დღეს ცნობილია სამი მოთხოვნა, რომელსაც პირველ ეტაპზე ვუყენებთ პრეზიდენტობის კანდიდატს: მართვის ისეთი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას, რეჟიმის გასამართლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

ამ საკითხებზე სასაუბროდ, „ალია“ პარტია „თეთრების“ ლიდერს, თემურ შაშიაშვილს დაუკავშირდა

 – ბატონო თემურ, თქვენს მოთხოვნებში ორი საკითხი გასაგებია, მაგრამ რა იგულისხმება მართვის გარემოს შექმნაში, იქნებ დამიკონკრეტოთ?

– არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში ხელისუფლება არ აკეთებს იმას, რასაც საქართველოში. ხელისუფლებას არც ერთ ქვეყანაში არ ევალება სახლის გადახურვა, ლიფტის შეკეთება, არც ასფალტის დაგება და ა.შ. გაუკვირდება ეხლა ეს საქართველოს მოსახლეობას, მაგრამ დემოკრატიულ ქვეყანაში ხელისუფლებას ევალება, ვისაც უკეთესად და ნაკლები ფასით შეუძლია, იმ ადამიანებს მისცენ საქმის გაკეთების საშუალება. კონკურენტუნარიანი გარემო, ეს არის ნიჭის ძალაუფლების გზა. უნივერსიტეტში როგორ ვიღებთ ხალხს, ვინც უკეთესია ხომ? ასე უნდა იყოს ყველგან. დააკვირდით, რა არის საქართველოში კარგა მოწყობილი. მაღაზიები, ბენზინგასამართი სადგურები აფთიაქები, სუნამოების მაღაზიაში გინდა საქართველოში შესულხარ და გინდა პარიზში. ეს ხომ სახელმწიფოს გაკეთებული არ არის? ეს გააკეთა კერძო სექტორმა, მაგრამ ძვირი რატომ ღირს? იმიტომ, რომ სახელმწიფო მას დიდ გადასახადს ახდევინებს. ხელისუფლების ფუნქცია არის ის, რომ მან უნდა შექმნას დემოკრატიული კანონმდებლობა და მეჯღანუაშვილის როლი არ შეასრულოს.

მივმართავ ყველას, ნუ იყრით კენჭს, ვისაც ამის გაკეთება არ შეგიძლიათ, ამ სახელმწიფოს მომავალი სწორედ იმაშია, კონკურენცია ამას გულისხმობს. ხელისუფლებამ ისე უნდა შეაგროვოს ბიუჯეტი, რომ მისი ძალაუფლება არ იყოს მთავარი, ისე უნდა აცხოვროს ხალხი, რომ საარსებო მინიმუმი ჰქონდეს ყველას. დიქტატურის ქვეყანაში ადამიანები იბრძვიან არსებობისათვის, კონკურენციის ქვეყანაში კი იბრძვიან საკუთარი თავის რეალიზაციისათვის.

გული მწყრება  იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი მიედ-მოედო ყველაფერს. ბატონო ბიძინა, მოგმართავთ, შექმენი კონკურენტული გარემო. ადამიანებს მიეცით საშუალება ფულიგააკეთონ თვითონ, ხელისუფლება ის კი არ არის, რომელიც ხალხს ჯიბიდან უღებს ფულს, ხელისუფლება არის ის, რომელიც ჯიბეში უდებს ფულს.

 – თქვენს განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელისუფლებას მეორე ეტაპზე სხვა მოთხოვნებს წაუყენებთ. რას გულისხმობთ?

– შემუშავებული გვაქვს დოკუმენტი, რომელსაც ქვია „სამართლიანობის მანიფესტი“ და მოიცავს 25 საკითხს. რამდენიმეს გაგაცნობთ: 2014 წლის პირველივე კვარტალიდან მინიმალური ხელფასი, ლტოლვილთა და უმუშევართა შემწეობა, სტიპენდია გაუტოლდეს საარსებო მინიმუმს. საარსებო მინიმუმი განისაზღვროს არა ხელისუფლების მიერ, არამედ დამოუკიდებელ ექსპერტთა მიეს მსოფლიოში მიღებული პრინციპების საფუძველზე. დადგინდეს, რომ სახელმწიფო ფულიდან მინიმალური ხელფასი არ შეიძლება იყოს მინიმალურზე, მათ შორის პენსიაზე 20-ჯერ მეტი.

 – ქვეყნის ბიუჯეტი ამ ეტაპზე ამას გაწვდება?

– საქართველოს ბიუჯეტი ჩვენ დათვლილი გვაქვს. ყველაფერს გასწვდება, თუ ამ საკითებზე იქნება ორიენტირებული.

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *