,,მეცნიერთა სადისკუსიო დარბაზის“ წევრებს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩტარების შესახებ დისკუსიის გამართვა სურთ

vadamd1,,მეცნიერთა სადისკუსიო დარბაზის“ წევრებს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩტარების შესახებ დისკუსიის გამართვა სურთ

,,მეცნიერთა სადისკუსიო დარბაზის“ წევრებს მიაჩნიათ, რომ საქართველოში აუცილებლად უნდა ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ამის შესახებ დღეს, სასტუმრო ,,თორში“ გამართულ დისკუსიაზე იყო საუბარი. სადისკუსიო დარბაზის თავმჯდომარის პაატა ცნობლაძის განცხადებით, ქვეყნის სწორი განვითარებისათვის აუცილებელი და მნიშვნელოვანია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა იტალია, იაპონია და სხვა, წარმატებულნი სწორედ რომ ვადამდელი არჩევნების ჩატარების შემდეგ მოსული კანონმდებლებით დაკომპლექტების შემდეგ იქცნენ. შესაბამისად, საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების, ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის საუკეთსო შესაძლებლობა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა.

აღსანიშნავია, რომ დღეს გამართულ პრეს კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება არარეალურად მიიჩნია. თუმცა, სადისკუსიო დარბაზი, რომელიც ძირითადად, გამოჩენილი მეცნიერებით არის დაკომპლექტებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე აქტიურად საუბრობს. დარბაზის წევრებმა სურვილი გამოთქვეს საქართველოს პრემიერთან ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისა და მასთან აღნიშნულ საკითხზე დისკუსიის გამართვის აუცილებლობაზე. ,,სადისკუსიო დარბაზის“ წევრები ვარაუდობენ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დემოკრატიული ბუნების ადამიანია და აღნიშნული დისკუსია აუცილებლად შედგება. მათი მოსაზრებით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატერების საკითხზე საუბარი სასარგებლო იქნება ორივე მხარისათვის – როგორც საზოგადოების წარმომადგენლების, ასევე მთლიანად ქვეყნისათვის.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
577 75 83 82 – ლედი ხვინგია
sadiskusiodarbazi.blogspot.com
email: sadiskusiodarbazi@gmail.com

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *