(პოსტკრიპტუმი) თემურ შაშიაშვილი: „იქ, სადაც გოჩა თევდორაძეა ქალაქის მმართველი, ის ქალაქი თავისთავად შეურაცხყოფილია”

9970shashiashvili1სააგენტო psnews.ge დაინტერესდა, ქუთაისში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს რა შეფასებას მისცემდა ქუთაისის ყოფილი მერი, ასევე იმერეთის ყოფილი გუბერნატორი, ამჟამად პარტია „თეთრების“ ლიდერი თეიმურაზ შაშიაშვილი. თავის დროზე სასწავლებლად ინგლისში, ნიუპორტში წასული დიპიტრი კოპალიანის ერთ-ერთი რეკომენდატორი სწორედ შაშიაშვილი გახლდათ.

თემურ შაშიაშვილის განცხადებით, „თანამედროვე ყვარყვარეები“ ქვეყანას თავზე დააჯდნენ, რისი მაგალითები ქუთაისშიც შეიმჩნევა.

„იქ, სადაც გოჩა თევდორაძე, „ნაციონალების“ ყოფილი წარმომადგენელი, იქნება ქალაქის მმართველი, თავისთავად ცხადია, რომ ის ქალაქი უკვე შეურაცხყოფილია. ზოგადად, ასთი ამბავი მარტო ქუთაისში არაა. მაფიები აზიან რაიონებს, ყველაფერი ყოფილი გამგებლების და ყოფილი დეპუტატების ხელშია. ეს პროცესი თუ არ დასრულდა, არავითარი ხსნა არ იქნება,“ – აღნიშნა „თეთრების“ ლიდერმა.

თემურ შაშიაშვილი დიმიტრი კოპალიანის გარშემო განვითარებულ მოვლენებს შემდეგნაირად გამოეხმაურა:

„ქუთაისის მერი, არის უღირსეულესი ოჯახის შვილი, ამიტომ, ჩემთვის რომ ეკითხა რჩევა, გოჩა თევდორაძის და ამ გუნდის პირობებში, არ ვურჩევდი, რომ ჩამოსულიყო და ყოფილიყო ქალაქის მერი. პირადად მას, თავის დროზე ვთხოვე, ჩამოსულიყო ვიცე-გუბერნატორად და ეს იყო ჩემი გულწრფელი წინადადება, რადგანი არის დიდი ინტელექტის და ნამდვილი ქუთაისური ოჯახის წარმატებული შვილი. ასეთ ადამიანს უნდა შეეხვეწო, რომ ქალაქის მერად მოვიდეს და ახლა ესენი ებრძვიან მას. ვიცი, რომ მას არ გაახერებენ, ვიცი, რომ ხელს შეუშლიან, მაგრამ მას მომავალი წინ აქვს. დიმიტრი კოპალინმა დიდი განათლება მიიღო ნიუ-პორტში, ჩვენს დაძმობილებულ ქალაქში. მე ვამაყობ იმით, რომ მას მივეცით რეკომენდაცია და პირველი წავიდა. ისე სწავლობდა, რომ ნიუ-პორტელები ამაყობდნენ მისით. დეტროიტში უდიდეს წარმატებას მიაღწია. ჩამოვიდა პიროვნება, რომელსაც აქვს თანამედროვე ბიზნესის და თანამედროვე დემოკრატიის გამოცდილება, მაგრამ დღეს ყველაფერი ე.წ. „მეჯღანუაშვილების“ და მედროვეების ხელშია, ამიტომ ისინი ისეთ პიროვნებას, როგორიც დიმიტრი კოპალიანია, არ გაახარებენ, მაგრამ მას გვერდით ქუთაისი უნდა დაუდგეს,“ – განაცხადა თემურ შაშიაშვილმა psnews.ge–სთან საუბრისას.

ნესტან ჩაგელიშვილი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *