ფეისბუქის კომენტარები.

. rasmuseni„ეს ხალხი თავზე გვაზის და ბატონი რასმუსენი მათ დემოკრატიის შუქურას ეძახის, დაგვცინიან!“ 

Giorgi Sikharulidze ჩვენ რომ ელემენტარული თავმოყვარეობა გვქონდეს,რასმუსენს,ბაიდენს,4-5 სენატორს პერსონა ნონ-გრატად გამოვაცხადებდით

Tamar Oniani არც მათი სტუმრობა გვინდა, არც მათი ვიზიტები. გვაიძულებენ ჯალათებს ეცით პატივიო. ასეთი უსამათლოები თუ არიან დაგვანებონ თავი, სანამ მთელ ქართველი ხალხის სიძულვილი არ დაუმსახურებიათ.

 

news_31671ბატონ ბიძინა ივანიშვილს ამ გუნდით და ჩასაფრებული პრეზიდენტის პირობებში მეტის გაკეთება აღარ შეუძლია…ვიფიქროთ მომავალზე!

http://www.tetrebi.org/?p=9412

Nugzar Belqania მომავალზე მართლაც სერიოზულად გვიწევს ფიქრი, სხვანაირად სასიკეთოდ პირი არაფერს უჩანს.

Mzia Sapharidze პრემიერი ყველაფერს გააკეთებს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის სასიკეთოდ. 9 თვ არ არის 9 წელი, ვაცადოთ ადამიანს ნუ იქნებით სულსწრაფები!

Nugzar Belqania დღევანდელ რეალობას თუ თვალგახელილი გადავხედავთ, ყველაფერი ნათლად უნდა დავინახოთ; როცა ქვეყანა ეკონომიურად დაქცევის ჭაობში იძირება და არანაირი ძვრები არ არის დასაქმების კუთხით და სულ უფრო და უფრო იზრდება უმუშევართა რიცხვი, როცა ხალხი გარბის ქვეყნიდან და ცარიელდება ისედაც თითო-ოროლა მცხოვრებზე დარჩენილი სოფლები, როცა დაპირებების მნიშვნელოვანი ნაწილის საწყისებიც კი არ ჩანს, როცა ქვეყნის აღმშენებლობის შემძლე კადრებს ხელ-ფეხი აქვთ შეკრული და დილეტანტები იკავებენ მათ ადგილებს, ასე აშენდება ს ო ფ ე ლ ი ?! რატომ ვართ “სულწასულები”? დაასახელეთ რა გაკეთდა? პოლიცია და ჯარი ნაციონალურ ფაშიზმსაც ჰყავდა დასაქმებული (თუმცა “ნაციონალები” ისევ ადგილებზე არიან “ოცნებასთან” ურთიერთგადამყნილები).

Giorgi Sikharulidze ჩასაფრებული პრეზიდენტი თუ არა,საკუთარი გუნდი ხომ სულ ერთგულებით ჰყავს სავსე.

Mzia Sapharidze გასაგებია ხალხის წუხილი და შეშფოთება, არც მე მომწონს ოცნების ნაცებთან კოაბიტაცია, მაგრამ გამოსავალს სად ხედავთ? დაიჭირეს რამდენიმე ნაძირალადა მთელი ევროპა და ამერიკა ფეხზე დადგა. რა გააკეთოს ამ ერთმა კაცმა,როცა შიგნითაც მრავლად ჰყავს ვაი პატრიოტები. მითხარით, ვის დაეყრდნოს?

Nugzar Belqania საქმეც იმაშია, რომ დასაყრდენი საღი ძალა ჩრდილში მოაქცია “ქართულმა ოცნებამ” და ნაცფაშისტებს შეუწყო ხელი, ბოლო ხანებში ფინანსურადაც კი გაამაგრა, როგორც ადრე ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ფინანსდებოდა ბატონი ივანიშვილის მიერ. ბევრ მზარდ პოლიტიკურ პარტიას ხელი ჰკრა მთავრობამაც. ხომ ვხედავთ, როგორი სუსტია “ქართული ოცნება” დღეს და როგორ უწყობენ საბოტაჟს შინ თუ გარეთ ყველაფერზე წამსვლელი ნაცბანდები. იმასაც ვხედავთ, “ქართული ოცნებისგან” გულუბრყვილო იმედდაკარგულებს თავისკენ როგორ იტყუებენ და როგორ თავაზობენ თავშესაფარს ეს ნაძირალა “ნაციონალები”.

 

საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის მესამედ შეცვლისას, misha_1492მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: ქართველი ემიგრანტების უმრავლესობა “ნაციონალურ მოძრაობას” უჭერენ მხარსო”… ამ რამდენიმე ხნის წინ ქართველმა ემიგრანტებმა თეთრებთან ერთობლივად შეიმუშავეს დოკუმენტი “ემიგრანტების განწყობა – გადაძახილი” სადაც საუბარია უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობისა და მათი განწყობაზე საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ნათქვამია, რომ აუცილებელია, ქართველი ემიგრანტები უფრო აქტიურად ჩაერთონ ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში. ჩვენთვის საინტერესოა ემიგრანტების მოსაზრება სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებითაც. მოგვწერეთ, შემოგვეხმიანეთ

http://www.tetrebi.org/?p=9132

Lali Khutsishvili ემიგრანტების უდიდესი ნაწილი სააკაშვილს და მის  ბანდას ვერ დაუჭერს მხარს ერთი მარტივი მიზეზის გამო, ჩვენ მათ გაგვაუბედურეს!!1

Mari Berdzena სააკაშვილს ჰგონია, რაც მას სურს, ყველას იგივე სურვილი აქვს… ილუზიაში ჰყავთ დღემდე ნაცბიჭებს…ჯერაც ვერ გამორკვეულა, რომ მისი ტახტის მზე ჩაესვენა…

Giorgi Sikharulidze უჭერენ მხარს ემიგრანტი მამაშები,ემიგრანტი ბაცაცები,ემიგრანტი ნარკუშები…კი უჭერენ მხარს!!! პატიოსანი და მშრომელი რომელი მიგრანტი დაუჭერს მხარს საქართველოს დამქცევს და მათი ოჯახების დამანგრეველს


Tavisuმარჯორი უორდროპი მეგობრობდა არა ხელისუფლებასთან, არამედ ილია ჭავჭავაძესთან. ამიტომაც დარჩა ის საქართველოს დიდ მეგობრად. მაკკეინები და რასმუსენები არ დარჩებიან საქართველოს მეგობრებად.

მე ძალიან მიხარია, რომ იმ ქვეყანაში სადაც ქართული სულის ადამიანები არ მოსწონთ, თანამდებობაზე არ ვარ. თუ არ ხარ ქართული სულის, წინ კოსმოსური სიჩქარით წახვალ თუ არა და უნდა იცოდე, რომ ვერაფერს მიიღებ. მე მირჩევნია დავრჩე ქართველად, რადგან ქართული სული მუდმივად იყო ცივილიზაციის მწვერვალზე, ვიდრე ვუღალატო მას და ვუსმინო მაკკეინსა თუ ლიბერმანს.
http://www.tetrebi.org/?p=10026

гия гогитидзе ბატონო თემურ, სრულ სიმართლეს ამბობთ! ქართველების აზრს ზუსტად გამოხატავთ! გაიხარეთ!!!

Jambuli Gamcemlidze დიდება უფალს,სრული ჭეშმარიტებააა…..

Маия Варшаломидзе ვაი ჩვენო საქართველო!

Giorgi Sikharulidze რეიგანის ძეგლთან ორიოდ წლის წინ ერთნაირად კეკლუცობდნენ ნაცები და რესპები…გაზეთებშიც დაიბეჭდა ფოტოები.ახალ ხელისუფლებაშიც ბლომად არიან ენ-დი-აიში და აი-რაი-ში დავაჟკაცებულები,თავთან რეიგან-ბუშის სურათები რომ უკიდიათ…

previewრაც გინდა ის თქვი პრესით, ტელევიზიით, არც არავინ გპასუხობს, არც ვინმე რამეს გეკითხება. იგნორირება, რომელიც დაამკვიდრა სააკაშვილმა გრძელდება. ასეთმა მიდგომამ ჭორიკნობა დაამკვიდრა მედია საშუალებებში. ეს არ არის მედიის ბრალი, ეს არის ხელისუფლების ბრალი. მთელს მსოფლიოში ასეა, თუ ჩინოვნიკზე კომპრომატი დაიდო, ან სასამართლოში თავი უნდა იმართლოს, ან თანამდებობა დატოვოს. ასეა დემოკრატიული სამყარო აგებული.

http://www.tetrebi.org/?p=10026

Besiki Adamia ბატონო თემურ,რასაც პოლიტიკოსები უკეთებენ უპარტიო ხალხს,იმას უკეთებს მთავრობაც პოლიტიკოსებს.მე რომ უსამართლობას შევეჭიდე და დავამარცხე საკონსტიტუციო სასამართლოში,არცერთი პოლიტიკოსი არ დამიდგა გვერდით,და რომ მოვიგე,მეც დამბლოკეს და არავინ არ მომცა საინფორმაციო მხარდაჭერა,რომ ეთქვა,ქუთაისელმა მოქალაქემ ერთი შერკინებით 2 მოწვევის პარლამენტი დაამარცხაო-აი სად ჩანს-ძალა ერთობაში არისო! სანამ ორმაგი სტანდარტების მიდგომები არ დამთავრდება,მანამ ასე ვიქნებით,სამწუხაროდ ასეა ბ-ნო თემურ,ასევე კარგი იქნება თუ რომელიმე გაზეთში მისცემთ ინტერვიუს რა ხდება ქუთაისის მერიაში,აქ ინტერნეტში ვხედავთ თქვენს მესიჯს ბ-ნ გოჩა თევდორაძეზე,ეს ამბები მარტო ელისო კილაძისა და ნანა თვალაბეიშვილის გასაშუქებელი არაა,მათაც მხარდაჭერა უნდათ,თქვენ კიდევ ბევრი რამე შეგიძლიათ ბატონო თემურ,დაგვიდექით მხარში და ჩვენც თქვენთან ვართ,მარტო კაცი ჭამაშიც ცოდვააო ნათქვამია

GEORGIA-POLITICS-PRESIDENCY-BUILDING მათ, რა თქმა უნდა ბაქრაძისნაირი პრეზიდენტი აწყობთ. ისინი არც ბურჯანაძეს დაუჭერენ მხარს და ალასანიას კანდიდატიც რომ ყოფილიყო, გარწმუნებთ არც მას დაუჭერდნენ მხარს. მათ აწყობთ მონები და არა დამოუკიდებლად მოაზროვნეები.

http://www.tetrebi.org/?p=10026

Giorgi Sikharulidze ბატონო თემურ, ბაქრაძეს რომ აპიარებთ, მალაშხიას,ბარამიძეს და კიდევ ვიღაც მესამეა თუ მეოთხე,მათ რა დააშავეს…მათშიც არის რაღაც საპრეზიდენტო… იქნებ თითოეული თითო წლით დაგვენიშნა…არჩევნების მაგიერ დანიშვნებზე მგონი არც ახალი ხელისუფლება ამბობს ხანდახან უარს

 

zesფაქტია, ხალხი არის უკმაყოფილო. ამ დღეებში მე შევხვდი უამრავ ადამიანს, რომელიც ამბობს, რომ მათ წერილებზე მთავრობას რეაქცია არა აქვს. მეც მაქვს რამდენიმე განცხადება ბიძინა ივანიშვილთან, ასევე მთავარ პროკურორთან გაგზავნილი. არსებობს მეცნიერთა დიდი ჯგუფის განცხადება ივანიშვილის სახელზე. კლუბის ხელმძღვანელი იურისტთა საერთაშორისო ასოციაციის პირველი ვიცე პრეზიდენტი, პაატა ცნობილაძეა. არ მეგონა თუ მათ პასუხის ღირსადაც არ ჩათვლიდნენ. მინდა ვიფიქრო, რომ ბატონ ივანიშვილს არ მიუტანეს ეს წერილი. როცა ასეთი მეცნიერები გთხოვენ შეხვედრას, იმათ არ ხვდები და ხვდები ქვეყნის გარედან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, არ არის ქართული.

http://www.tetrebi.org/?p=10026

Lali Khutsishvili  იმედია, ივანიშვილი თავს დააღწევს ვიწროკლანურ გარემოს!!!

Giorgi Sikharulidze კოჰაბიტაციის რეჟიმია ბატონებო,ქვეყანაში ნებისმიერ ნაძირალას იცნობენ,თქვენ წარმოიდგინეთ,პატივსაც სცემენ,ხოდა,თქვენ ხართ ჩემი ბატონი,ვის აინტერესებს მსოფლიოში ცნობილი მეცნიერები,ხელოვანები, სპორტსმენები,პოლიტიკოსები…მთავარია პრო-პრო პარტიები გვეყოლონ კარგათ პარლამენტს გაღმა-გამოღმა

Lali Khutsishvili ეს არის მარაზმი და ბოროტება, სწორედაც რომ საბოტაჟს აქვს ადგილი… შერჩევითი კოაბიტაციაა, თუ რა უბედურებაა? საზპოგადოებასთან როდის დაიწყებენ კოჰააბიტაციას, მაინტერესებს? ვიწრო კლანურ გარჩევებს აქვს ადგილი. ივანიშვილს არა მგონია იზოლაცია დიდხანს გაუგრძელდეს… მომწონს მისი მოულოდნელი, მოქნილი სვლები ამ ორომტრიალში. თუმცა ტემპებს რაც შეეხება, მიუღევბელია… კოაბიტაციის მასშტაბს თუ გავითვალისწინებთ, ქვეყანა ჩიხში მიექანება

Giorgi Sikharulidze ამიტომ ერთად უნდა ერთად!!!

Zviadi Kushitashvili ბიძინა თუ მალე გონს არ მოვიდა, და თვალები არ გაახილა. ეს ნაძირალები ძირს ისე გამოუთხრიან, როცა გონს მოვა, გვიანი იქნება. ძირის გამოთრა უკვე დაწყებულია

Lali Khutsishvili შეუძლებელია, ქვეყანა სულ კოაბიტაციურ-საბოტაჟურ რეჟიმში ცხოვრობდეს, ასე ქვეყნის განვითარება ფერხდება!

 

vadamd1მეცნიერთა სადისკუსიო დარბაზის“ წევრებს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ დისკუსიის გამართვა სურთ

http://www.tetrebi.org/?p=10155

ქართული ჩაი საქართველოს თაიგული საპრეზიდენტოს შემდეგ – სასწრაფოდ საჭირო და აუცილებელია! თან უკვე არაკოალიციურ რეჟიმში! რომ ყველამ კარგად დაინახოს თავისი წონა და ფასი.. შემდეგ დალაგდება, დაწყნარდება და განვითარდება ეს ქვეყანა…

Марина Кажашвили დღევანდელი დღე ძალზე მნიშვნელოვანი იყო ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.  მე კმაყოფილი დავრჩი. ბატონი პაატა ცნობილაძე, ცნობილი კონსტიტუციონალისტი პარლამენტს გარეთაა და ზოგიერთი კი პარლამენტში…

Ilia Basilashvili სამწუხაროდ მრავალი ობიექტური მიზეზების გამო საქართველოში დღევანდელ პარლამენტზე უკეთესი პარლამენტი ვერ გვექნებოდა, მეცნიერებმაც და ყველამ უნდა მოვითხოვოთ ახალი საპარლამენტო არჩევნები! რა უნდა პარლამენტში ადამიანს, რომელიც გავლენის სფეროზე, ფულების ,,გაჭრაზე” და მილიონებზე ფიქრობს! პარლამენტარი ღირსეული ადამიანი და ხალხზე მზრუნველი უნდა იყოს!…

Lali Khutsishvili  ერთადერთი სწორი პოლიტიკური სვლაა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია რეჟიმის გასამართლება! სამწუხაროდ, ოცნებაში არიან ისეთები, ვინც მიიჩნევს, რომ ვადამდელი არჩევნები კონსტიტუციას არ წაადგება და არ იზიარებენ იმ მოსაზრებას, რომელიც ქვეყანას იხსნის უკვე არსებული პოლიტიკური სტაგნაციიდან… მეორე არგუმენტად მოჰყავთ ის, რომ  დასავლეთი არ გაგვიგებს ვადამდელი არჩევნების დანიშვნას (მიუხედავად იმისა,რომ თავად დასავლეთში უხვადაა ამისი პრეცედენტები). ბატონო პაატა, თქვენი არგუმენტები არაერთხელ მოვისმინეთ ამასთან დაკავშირებით, იქნებ როგორმე პრემიერს მიაწვდინოთ ხმა, რადგან მის გარშემო აშკარა ვაკუუმია შექმნილი!

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *