(პოსტსკრიპტუმი) პრეზიდენტობის როგორ კანდიდატს უჭერენ მხარს “თეთრები”

9970shashiashvili1დღეს პარტია „თეთრებში“იწყება პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებული დისკუსიის დამამთავრებელი ეტაპი. როგორც “თეთრების ” თავმჯდომარე თემურ შაშიაშვილი აცხადებს, მინიმუმ, სამი დღე იქნება საჭირო საბოლოო პოზიციის ფორმირებისათვის.

თემურ შაშიაშვილი:: „ჩვენი პარტიის შემადგენლობის განსაკუთრებულობა – ის, რომ „თეთრებში“, ძირითადად, სამეცნიერო, საგანმანათლებლო, სახელოვნებო და სამედიცინო წრეების წარმომადგენლები არიან, მოაზროვნე ინდივიდუმები არიან – გვავალებს, ვიცოდეთ თითოეული წევრის პოზიცია, პატივისცემით მოვეკიდოთ მას და მაქსიმალურად გავითვალისწინოთ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას. თავისთავად ის ფაქტი, რომ ვეთათბირებით პარტიის თითოეულ წევრს და პარტიის პოლიტიკური საბჭო ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას სრული კონსენსუსის პირობებში აპირებს, – ხაზს უსვამს ჩვენს განსაკუთრებულ დამოკიდებულებას და, ხაზგასმით ვიტყვი, ჩვენს პასუხისმგებლობას საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

ჩვენ არ ვაპირებთ პრეზიდენტობის კანდიდატის პირადი სიმპათია-ანტიპათიის მიხედვით შერჩევას. ჩვენთვის მთავარია არა ის, თუ რომელი კანდიდატი სჯობს პარტიისათვის, არამედ ის, თუ ვის რა შეუძლია გააკეთოს ქვეყნისათვის ამ მეტად საბედისწერო ჟამს. ჩვენ სამი მოთხოვნა უკვე ჩამოყალიბებული გვაქვს: მართვის სისტემის სრული რეორგანიზაცია, რეჟიმის გასამართლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ვაგრძელებთ ჩვენს მიერ წლების წინ შედგენილი „ღირსების ულტიმატუმის“ სრულყოფას და „სამართლიანობის მანიფესტის“ სახით მას წარვუდგენთ პრეზიდენტობის ჩვენს სასურველ კანდიდატს და მოვითხოვთ მისგან ხელშეკრულების გაფორმებას. არ გამოვრიცხავ, რომ პარტიამ გააკეთოს მიმართვა მოსახლეობისადმი. ეს იქნება დოკუმენტი არა უბრალოდ მოწოდების, არამედ – საქართველოს თითოეული მოქალაქისადმი პატივისცემით იმის თქმის, რომ მხოლოდ იმ კანდიდატს, თუ კანდიდატებს დაუჭირონ მხარი, რომლებიც პასუხისმგებლობას აიღებენ „სამართლიანობის მანიფესტში“ ჩამოყალიბებულ მოთხოვნებზე.”

შაშიაშვილი აცხადებს, რომ პარტია “თეთრები” არჩევანს შეაჩერებს პრეზიდენტობის ისეთ კანდიდატზე, რომელიც არც მორჩილი იქნება ბიძინა ივანიშვილისა და არც მასთან დაპირისპირებული, ამავე დროს, მისი პროგრამის გამოკვეთილი ნაწილი იქნება იმ პოტენციალის და შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება, რომელიც რეალურად გააჩნია დღევანდელ პრემიერს და რომლის რეალიზაციის საშუალებაც ივანიშვილს არა აქვს სააკაშვილის ჩასაფრებული საპრეზიდენტო ვერტიკალისა და მისი პარტიის -„‘ნაციონალური მოძრაობის“ იმ გუნდის პირობებში, რომელსაც ამ ეტაპზე „ქართული ოცნება“ ჰქვია, თუმცა კი, საეჭვოა, განწყობით ივანიშვილისაკენ იყოს…

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *