(sazogadoeba.ge)„თეთრები“ პრეზიდენტობის კანდიდატს ირჩევენ


პარტია „თეთრებში“ პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებული დისკუსიის დამამთავრებელი ეტაპი დაიწყება. საბოლოო პოზიციის ფორმირებისათვისსამი დღე იქნება საჭირო, – აცხადებენ პარტიის წარმომადგენლები.

9970shashiashvili1თემურ შაშიაშვილი: „ჩვენი პარტიის შემადგენლობის განსაკუთრებულობა – ის, რომ „თეთრებში“ ძირითადად სამეცნიერო, საგანმანათლებლო, სახელოვნებო და სამედიცინო წრეების წარმომადგენლები არიან, მოაზროვნე ინდივიდუმები არიან – გვავალებს ვიცოდეთ თითოეული წევრის პოზიცია, პატივისცემით მოვეკიდოთ მას და მაქსიმალურად გავითვალისწინოთ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას. თავისთავად ის ფაქტი, რომ ვეთათბირებით პარტიის თითოეულ წევრს და პარტიის პოლიტიკური საბჭო ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას სრული კონსესუსის პირობებში აპირებს, ხაზს უსვამს ჩვენს განსაკუთრებულ დამოკიდებულებას და, ხაზგასმით ვიტყვი, ჩვენს პასუხისმგებლობას საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

ჩვენ არ ვაპირებთ პრეზიდენტობის კანდიდატის პირადი სიმპათია-ანტიპათიის მიხედვით შერჩევას. ჩვენთვის მთავარია არა ის, თუ რომელი კანდიდატი სჯობს პარტიისათვის, არამედ ის, თუ ვის რა შეუძლია გააკეთოს ქვეყნისათვის ამ მეტად საბედისწერო ჟამს. ჩვენ სამი მოთხოვნა უკვე ჩამოყალიბებული გვაქვს: მართვის სისტემის სრული რეორგანიზაცია, რეჟიმის გასამართლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ვაგრძელებთ ჩვენს მიერ წლების წინ შედგენილი „ღირსების ულტიმატუმის“ სრულყოფას და „სამართლიანობის მანიფესტის“ სახით მას წარვუდგენთ პრეზიდენტობის ჩვენს სასურველ კანდიდატს და მოვითხოვთ მისგან ხელშეკრულების გაფორმებას. არ გამოვრიცხავ, რომ პარტიამ გააკეთოს მიმართვა მოსახლეობისადმი. ეს იქნება დოკუმენტი არა უბრალოდ მოწოდების, არამედ საქართველოს თითოეული მოქალაქისადმი პატივისცემით იმის თქმის, რომ მხოლოდ იმ კანდიდატს, თუ კანდიდატებს დაუჭირონ მხარი, რომლებიც პასუხისმგებლობას აიღებენ „სამართლიანობის მანიფესტში“ ჩამოყალიბებულ მოთხოვნებზე.

ჩვენ ვფიქრობთ პრეზიდენტობის ისეთ კანდიდატზე, რომელიც არც მორჩილი იქნება ბატონი ბიძინა ივანიშვილის და არც მასთან დაპირისპირებული, მაგრამ ამავე დროს, და ეს ჩვენთვის განსაკუთრებულია, რომ მისი პროგრამის გამოკვეთილი ნაწილი იყოს იმ პოტენციალის და შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება, რომელიც რეალურად გააჩნია დღევანდელ პრემიერს – ბატონ ბიძინა ივანიშვილს და, რომლის რეალიზაციის საშუალება მას არ აქვს ჩასაფრებული სააკაშვილის საპრეზიდენტო ვერტიკალის და მისი პარტიის -„‘ნაციონალური მოძრაობის“ და პირდაპირ ვთქვათ, იმ გუნდის პირობებში, რომელსაც ამ ეტაპზე „ქართული ოცნება“ ჰქვია და, ეჭვი მეპარება, რომ ის განწყობით დღეს ბიძინა ივანიშვილის გუნდია.

ასეთი განწყობით ვიწყებთ უაღრესად საპასუხისმგებლო კვირას და მოხარული ვარ, რომ ეს მარტო ჩემი განწყობა არ არის – პრაქტიკულად, ამ განწყობით ცხოვრობს დღეს პარტია „თეთრები“, – აცხადებს შაშიაშვილი

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *