(ალია) თემურ შაშიაშვილი: “საზოგადოებრივი პარლამენტის იდეა ძალას იკრებს”

 

მანანა კობახიძე: არა მგონია, ვერ დავიჯერებ იმას,
kobaxidze
რომ ბიძინა ივანიშვილი ამაზე შეუთანხმდა ბაქრაძეს”

 

თუ რას ნიშნავს საზოგადოებრივი პარლამენტი და რა ფუნქციები დაეკისრება, ამაზე `ალიას“ `სახალხო კრების“ ერთ-ერთ ლიდერი, თემურ შაშიაშვილი ესაუბრება.

– დამოუკიდებელ საქართველოში ვერ მოხერხდა ხალხის პარლამენტის არჩევა, ჩვენ გვაქვს ბელადების პარლამენტი, გვყვანან ბელადის ხათრით არჩეული პარლამენტარები. ვინმეს ხათრით არჩეული პარლამენტარი ყოველთვის მუშაობს თავის თავსა და ბელადზე. ამიტომ დღეს რეალურად დგება საკითხი, რომ შეიქმნას საზოგადოების პარლამენტი. რა თქმა უნდა, ხალხის პარლამენტს იურიდიული ძალა არ ექნება, მაგრამ რასაც ბატონი ბიძინა ამბობს, მე სამოქალაქო სექტორში გადავალო, ისეთი სიტუაცია შეიქმნება, ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება… ჯერ ერთი, თავისი პროგრამა მიტოვებული აქვს და მეორეც – მარტო კოჰაბიტაციაზე ფიქრობს. იმის ნაცვლად, რომ წავსულიყავით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისკენ, მაინც ფიქრობს, იქნებ `ნაციონალები“ გადავარჩინოო? ესე იგი, ხალხს არაფერს არ ეკითხება, ჰგონია, რასაც თვითონ იტყვის, ესაა ყველაფერი. აი, ახლა არის საზოგადოების ხმა საჭირო.

_ თქვენ იგივე სტრუქტურას ჩამოაყალიბებთ, როგორიც საქართველოს პარლამენტია?

_ დიახ, ზუსტად იგივე სტრუქტურას ჩამოვაყალიბებთ.

ttt “ბატონ ბიძინას ხომ უნდა, რომ საზოგადოებამ აკონტროლოს ხელისუფლება? ჰოდა, მიიღებს მაკონტროლებელ პარლამენტს.”

 

_ ალბათ ეს გაკეთდება ენთუზიაზმზე, ხომ?

_ ჩვენთვის მთავარია, რომელიმე ტელევიზიასთან შედგეს მოლაპარაკება, რათა
პირდაპირ ეთერში გადაიცემოდეს სხდომები. მთელი საქართველო დაინახავს, რომ ტვინით გატენილი ადამიანები არსებობენ ჩვენს გარშემო და ბატონი ბიძინა აღარ ილაპარაკებს, კადრების დეფიციტიაო. ჩვენი მოსახლეობა მიხვდება თავის შეცდომებს, არ შეიძლება, ვინმეს ხათრით აირჩიო დეპუტატი. 

 bidzina iv“თუ ბიძინა ივანიშვილი ვინმეზე კარგად არ ლაპარაკობს, ესენი გამარჯობასაც არ ეუბნებიან, ტელეფონს აღარ იღებენ.”

_ როდისთვის შეიქმნება ახალი პარლამენტი?

_ ჯერ განხილვის სტადიაშია და მე ვფიქრობ, აგვისტოს დასაწყისში უკვე მზად იქნება პროექტი და სექტემბერში მისი ფორმირება დაიწყება. ბატონ ბიძინას ხომ უნდა, რომ საზოგადოებამ აკონტროლოს ხელისუფლება? ჰოდა, მიიღებს მაკონტროლებელ პარლამენტს. ახლა ამას რომ წაიკითხავენ, დაიწყებენ, არ გვინდა, აბა, რომელი ტელევიზია გადასცემსო? ჩვენი ხომ არავინაა გარეულიო? საოცარია პირდაპირ, თუ ბიძინა ივანიშვილი ვინმეზე კარგად არ ლაპარაკობს, ესენი გამარჯობასაც არ ეუბნებიან, ტელეფონს აღარ იღებენ. ერთი ჟურნალისტია, დიდი კაცი გახდა ივანიშვილის კარზე… არადა, თავის დროზე ჩემთან ჩამოვიდა ქუთაისში, შენ და მიხეილ სააკაშვილი უნდა შეგარიგოთ, ეგ მომავალია საქართველოსიო. მე ვუთხარი, ჩემი პოზიციაც დავწეროთ, შენიც დავწეროთ და შევინახოთ სეიფში, გავხსნათ რამდენიმე წლის შემდეგ-მეთქი. ეს „დიდი“ კაცი მეუბნებოდა, რას გადაეკიდე სააკაშვილსო? ასეთმა ხალხმა შექმნა სააკაშვილი. ახლა ყველაფერს ვერ ვიტყვი, დაიწყება ინტრიგები… არ უნდათ ვადამდელი არჩევნები? მიიღებენ საზოგადოებრივ პარლამენტს!

ესაუბრა გელა ზედელაშვილი

 

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *