გამოხმაურება. მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას შემდეგ ასეთი პირდაპირობა და გამოაშკარავება ქვეყნის დამაქცევლების არავისგან გამიგია…

kreba 1თემურ შაშიაშვილი: საქართველოში უნდა დამთავრდეს მოღალატე პოლიტიკოსთა ეპოქა: ბევრი, ვინც გამსახურდიას შემოჰყვა პოლიტიკაში, გამსახურდიას ღალატით დარჩა შევარდნაძესთან, შევარდნაძით დამკვიდრდა. იგივე ადამიანები შევარდნაძის ღალატით დარჩნენ სააკაშვილთან, სააკაშვილით მოსულებმა და დამკვიდრებულებმა სააკაშვილით და მისივე ღალატით მოიპოვეს სამი რამ: პოლიტიკური დივიდენდები, გავლენა და ფული. და სწორედ მათზე დაყრდნობით აპირებენ პოლიტიკაში და ხელისუფლებაში დარჩენას. დააკვირდით და დარწმუნდებით, რომ ეს მოღალატეები კარგად ცხოვრობენ, ხალხსაც კარგად ეფარისევლებიან, ხალხის გაღარიბებით კი სულ უფრო მდიდრდებიან. ამას ჰქვია ”პოლიტიკური პროსტიტუცია”. დღეს სწორედ ასეთი ეპოქა დგას, დროა, იგი დამთავრდეს, ამ უმსგავსოებას წერტილი უნდა დაესვას და იგი ხალხმა უნდა დასვას ქართული ცნობიერების, მაღალი ზნეობისა და მორალის მქონე პოლიტიკოსების სასარგებლოდ.http://www.tetrebi.org/?p=1599

 

გიორგი ხუციშვილი: ბატონო თემურ მოგესალმებით ,შესანიშნავია თქვენი აქციები,არა აქვს მნიშვნელობა ზოგიერთები ხედავენ თუ არა …მისასალმებელია რომ არ ელოდებით ზოგიერთებივით რა მოხდება და იღებთ ლიდერის ფუნქციას… პირდაპირი კაცი ვარ და გეტყვი ,სიმართლე გითხრათ, მერაბ კოსტავასა  და ზვიად გამსახურდიას შემდეგ ასეთი პირდაპირობა და გამოაშკარავება ქვეყნის დამაქცევლების არავისგან გამიგია,დავიღალე მლიქვნელების და ნარჩენებით გასუქებული პოლიტიკოსებისგან,სამშობლო მეტს იმსახურებს...

მთავარია მართალი კაცი ბრძანდები და სიმართლისათვის იბრძვი, ეს ხალხისთვის ბრძოლაა, რომლის გარეშე სამშობლო ვერ გადარჩება, მჯერა სარკმელ სათესი გზას არ დაკარგავს…

Mako Macharashvili  აბსოლუტურად გეთანხმებით,მაგრამ, სულ ასეთი სამართლიანი მოწოდებები მესმის ყოველ არჩევნების წინ, მაგრამ საპირისპირო შედეგებს ვიღებთ ყოველთვის. არც ახლა მაქვს იმედი, თუ რამე შეიცვლება ხალხის სასიკეთოდ, ერთნი უგულონი მიდიან, მეორენი მოდიან, აარასაიმედოთა ცვლა მიმდინარეობს მუდამ. უიმედობა მიპყრობს….

 

parlamentiსექტემბრიდან უკვე საქართველოს საზოგადოებრივი პარლამენტი ეყოლება. აი, მაშინ კი ფრთხილად ყოფნა მოუწევთ ძირითად დეპუტატებს. დღევანდელი პარლამენტი ეს პარლამენტართა პარლამენტია. ჩვენ გვინდა, რომ გვქონდეს ხალხის პარლამენტიც. როგორი იქნება ის, ცოტა ხანში ყველა დაინახავს.
http://www.tetrebi.org/?p=10214

 

Manana Ivanishvili კარგი იქნება, რომ გვქონდეს ხალხის პარლამენტიც!

 თემურ შაშიაშვილი: სწორი ხართ,ეს იქნება ხალხის პარლამენტი

Nana Shavelashvili წარმატებებს გისურვებთ. ძალიან გამიხარდება

Tamro Tsereteli აღფრთოვანებული ვარ ბატონო თეიმურაზ .დარწმუნებული ვარ ,რომ წარმატებას მიაღწევთ .ძალიან კარგი იდეაა გაიხარეთ.გისურვებთ წარმატებებს.

 

5 თემურ შაშიაშვილი: ” მე არც წარსულის და არც მომავლის არ მეშინია”http://www.tetrebi.org/?p=10371

 

Ilia Basilashvili ცუდას რად უნდა მტერობა…

Tamar Oniani ბატონ ივანიშვილს რომ თქვენს გვერდით იყოს, ერთად უამრავ სასიკეთო საქმეს გააკეთებდით!

George Asatiani აწმყო განიმარტება, როგორც წარსულის მომავალში გადასვლის უწყვეტი პროცესი, შესაბამისად არც აწმყო არც წარსული არც მომავალი არ არსებობს, არსებობს ერთი დიდი “ახლა” და მოძრაობა, მოძრაობა და კიდევ მოძრაობა…

 

 diskusia(ვიდეო)თემურ შაშიაშვილი: რეჟიმი უნდა გასამართლდეს (“თორი” 03.07.2013წ)http://www.tetrebi.org/?p=10332

Alexandre Begiashvili რეჟიმი აუცილებლად უნდა გასამართლდეს

Gia Tskhvediani აუცილებლად და სასწრაფოდ

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *