სამადლობელი წერილი და ჯილდოები (FILA) და სენატორთა კლუბის პრეზიდენტისაგან

 

filaსაქართველოში მოღვაწე რამდენიმე ცნობილმა ადამიანმა ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის (FILA) და სენატორთა კლუბის პრეზიდენტისაგან სამადლობელი წერილი და ჯილდოები მიიღო

,,საქართველოს ხალხთა ასამბლეისა“ და ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის (FILA),  სენატორთა კლუბის  პრეზიდენტმა გოჩა ძასოხოვმა ჭიდაობის ოლიმპიური თამაშების  ნუსხაში დარჩენის მხარდამჭერი რამდენიმე ცნობილი ადამიანისათვის სამადლობელი წერილი და ჯილდოები გამოგზავნა.

,,მადლობას გიხდით იმ მხარდაჭერისათვის, რომელიც თქვენი ხელმოწერით დაადასტურეთ სპორტის ერთ-ერთი ყველაზე უძველესი ოლიმპიური სახეობის, ჭიდაობის მიმართ სწორედ მაშინ, როცა მას ყველაზე მეტად გაუჭირდა – ამოღებულ იქნა ოლიმპიური თამაშების ნუსხიდან,“ – აღნიშნულია გოჩა ძასოხოვის წერილში.

როგორც ცნობილია, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ჭიდაობის სპორტის ოლიმპიურ სახეობათა ნუსხიდან ამოღების გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, აღნიშნული ფაქტი პირველმა საქართველომ გააპროტესტა და წერილით მიმართა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ჟაკ როგეს. საქართველოში იმ ადამიანთა ხელმოწერების შეგროვება დაიწყო, ვინც იზიარებდა ზემოთსხენებულ პოზიციას. საქართველოდან ხელმომწერთა შორის იყვნენ რეზო ამაშუკელი, ჭაბუა ამირეჯიბი, მერაბ ბერძენიშვილი, ნონა გაფრინდაშვილი, ლევან თედიაშვილი, რომან რურუა, ედუარდ შევარდნაძე, რეზო ჩხეიძე, დიმიტრი ჯაიანი და ჯემალ ჭკუასელი.  ცნობილ ქართველთა ამ წამოწყებას მსოფლიოში ცნობილმა არაერთმა პიროვნებამ დაუჭირა მხარი. შედეგად,  29 სექტემბერს  არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მორიგ კონგრესზე დღის წესრიგში საკითხის გადახედვა იგეგმება.  ბუენოს-აირესში ჩასვლასა და სპორტის ამ სახეობის მხარდაჭერას ცნობილი საზოგადო მოღვაწე, ლონდონის სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი და მარიინის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვალერი გერგიევი გეგმავს.

ჭიდაობის ოლიმპიურ სპორტის სახეობათა მხარდაჭერისათვის ზემოდხსენებულ პიროვნებათა დაჯილდოვების ცერემონია უახლოეს მომავალში, საქართველოში ,,საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ მთავარი ოფისის თბილისში გასხნის დღეს გაიმართება.

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *