ქართველი ხალხის „ქართული ოცნება“ – ხელისუფლება, რომელიც გარედან არ მოიმართება

obieqtiviრეალურად დღეს საქართველო არის ქვეყანა, რომელიც იმართება ქვეყნის გარედან. ხალხს გვგონია, რომ ჩვენ ვართ თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა, ხელისუფლება თვლის, რომ ვართ განვითარებადი ქვეყანა, ჩვენი „პოლიტიკური მეგობრები“ თავისი ქმედებებით გვეუბნებიან, რომ ვართ ნეოკოლონიური ქვეყანა.“ – ამის შესახებ თემურ შაშიაშვილმა “ობიექტივის” პირდაპირ ეთერში განაცხადა, – „მოქკავშირმა“ სააკაშვილის გენერალური მდივნობის დროს დამღუპველი გადაწყვეტილება მიიღო, როცა საქართველოს განვითარებადი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა, აქედან გამომდინარე შედეგებით.

შევარდნაძის დროს 81 %-ით იმართებოდა გარედან. სააკაშვილის დროს კი მთელი 100% -ით. ჩვენ ბიძინა ივანიშვილის იმედი გვქონდა რომ ქართულ განწყობას შეინარჩუნებდა, მაგრამ სამწუხაროდ დღეს სხვა რამ ხდება…

არაკეთილმოსურნეები ხშირად აპელირებენ, რომ პრემიერი ივანიშვილი არის რუსეთის კაცი. მე ამას კატეგორიულად გამოვრიცხავ. რეალურად ფულიანი და მდიდარი, ხელისუფლების სათავეში აწყობს მხოლოდ დასავლეთს. რადგან მათ შეუძლიათ ივანიშვილის კაპიტალზე სერიოზული ზემოქმედება მოახდინონ და ამით გარკვეულწილად მასზე ზეგავლენის ბერკეტები შეინარჩუნონ. თუნდაც ის ფაქტი , რომ პრემიერს გაუჭირდა საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარის თქმა, ამაზე მეტყველებს.  დღეს საქართველოს სათავეში არის დიდი კაპიტალის პატრონი, მაგრამ ის მოქცეულია დასავლეთის გავლენიანი წრეების ზეგავლენის ქვეშ, რაც ზღუდავს მის დამოუკიდებელ ქმედებებს.

უნდა ვაღიაროთ, 1 ოქტომბრის გამარჯვებით ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დიდი საქმე გააკეთა სასტიკი არაადამიანური რეჟიმის ხელისუფლებიდან ჩამოცილებით, თუმცა ნიშანდობლივია, რომ მას ამის საშუალება მისცა დასავლეთის წრეებმა, ანუ მისთვის ამაში ხელი არ შეუშლიათ. რადგან სააკაშვილი უკვე იმ დონემდე იყო მისული, რომ ის აღარავის აწყობდა. ამიტომ ხელი არ შეუშალეს ივანიშვილს. მაგრამ მას თავისუფლების ხარისხი შეუზღუდეს. მე კი ვოცნებობ ხელისუფლებაზე, რომელიც არც კრემლს და არც თეთრ სახლს არ გააბედვინებს ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევას. ეს არის მთავარი, რისთვისაც იბრძვის ჩვენი პარტია: ქართული განწყობის ხელისუფლება, რომელიც გარედან არ იმართება.

ეს არის ქართველი ხალხის „ქართული ოცნება“ – საქართველოში ხელისუფლება, რომელიც გარედან არ მოიმართება. საქართველოში დადგა დრო, დაიწყოს ეროვნული მოძრაობა იმ ტიპის, როგორც იყო 80-90 წლებში, ქართველ კაცში ყოველთვის იყო ძლიერი ეროვნული განწყობა, თავისუფლებისაკენ სწრაფვა… დღეს სწორედ ამ განწყობის ეროვნული მოძრაობის, 21-ე საუკუნის შესაბამისი ჭეშმარიტი, არა მოჩვენებითი, არა ფსევდო -ეროვნული მოძრაობის დროა საქართველოში (რითაც დღეს ბევრი პოლიტიკოსი და პოლიტიკური ძალა სპეკულირებს) და ჩვენ სწორედ ასეთი განწყობის ძალებთან ვაპირებთ თანამშრომლობას“ – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი

 (ვიდეო) თემურ შაშიაშვილის გამოსვლა “ობიექტივის” ეთერში (10.07.2013წ)

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *