“თეთრების” პოლიტსაბჭო: “სამართლიანობის მანიფესტის” შესრულება ჩვენი მხარდაჭერის მთავარი პირობა

 

 
222110_146438502091541_3385693_n11 ივლისს გაიმართა პარტია „თეთრების“ პოლიტიკური  საბჭოს მორიგი სხდომა, რომელიც მიეძღვნა როგორც ზოგადად ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარების განხილვას, ასევე კონკრეტულ საკითხს. პარტიაში ხდება შეხედულებათა შეჯერება პრეზიდენტობის კანდიდატებთან დაკავშირებით.

სხდომა მოკლე  შესავალი სიტყვით გახსნა პარტიის თავმჯდომარემ თემურ შაშიაშვილმა.

„ჩვენ დღეს ვაგრძელებთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საუბარს აგრეთვე პრეზიდენტობის კანდიდატების განხილვას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პარტის ყოველი წევრის მოსაზრება, ამიტომ ყოველ მათგანთან დათათბირებით მივიღებთ გადაწყვეტილებას შეთანხმების შედეგად. – განაცხადა „თეთრების“ ლიდერმა

წინა სხდომაზე პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა, მერაბ ჯიბლაძემ სამართლიანად დააყენა  საკითხი, რომ ჯერ უნდა გავარკვიოთ, თუ რა ქვეყანაში ვცხოვრობთ და ამის შემდეგ ავირჩიოთ პრეზიდენტი და პარლამენტი. ჩვენ შევთხნმდით, რომ სამწუხაროდ, დღეს საქართველო არის 21 საუკუნის ნეოკოლონიური ქვეყანა, რომელიც გარედან იმართება,კანონები ქვეყნის გარეთ იწერება, ხოლო ასეთი ქვეყანა არც პრეზიდენტს საჭიროებს და  პარლამენტს. ჩვენი მთავარი მიზანი  არის ხელისუფლება, რომელიც არ იმართება გარედან, არის ქართველი ხალხის არჩეული. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ფორმულა: საქართველოს ქართული ოცნება – ქვეყანა გარედან მართული ხელისუფლების გარეშე!

მსოფლიოში გვაქვს არაერთი მაგალითი მციცერიცხოვანი ქვეყნებისა, რომლებმაც შეძლეს თავისი სუვერენიტეტის შენარჩინება. მაგალითად ლუქსემბურგი, ფინეთი… თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ მიდის გამალებული შეტევა მართლმადიდებლობასა და მართლმადიდებელ ქვეყნებზე, მაგალითად სერბეთი, საბერძნეთი, ამ კონტექსტში განიხილება საქართველოც. სამწუხაროდ ანტიეროვნულმა ძალებმა შეძლეს საქართველოში კონფლიქტების გაღვივება თუნდაც ქართულ–ოსური კონფლიქტის, რაც უდიდესი დანაშაულია როგორც ქართველი, ასევე ოსი ერის წინაშე და დამანგრევალდ მოქმედებს ორივე ერზე.

დადგა დრო საქართველოში განახლდეს 90–იანი წლების სულისკვეთების რეალური, ნამდვილი და არა ცრუ ეროვნული მოძრაობა, რომელიც ქვეყანას რეალურ დამოუკიდებლობას მოუტანს.

პრეზიდენტის არჩევნები უნდა იყოს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ მიმართულებით.

ჩვენ, „თეთრებმა“  ჩამოვაყალიბეთ სამი ძირითადი პირობა, რომელსაც ვუყენებთ პრეზიდენტობის კანდიდატებს.

პირველი, მთლიანად არის შესაცვლელი მართვის არსებული სისტემა.

მეორე, აუცილებელია ვადამდელი საპარალმენტი არჩევნების დანიშვნა

და მესამე სისტემა უნდა გასამართლდეს. აქ საუბარი არა მხოლოდ და არა იმდენად ციხეში ვიღაცეების ჩასმაზე… ვადამდელი არჩევნების დანიშვნა უკვე ნიშნავს დამნაშავე რეჟიმის ხელისუფლებისაგან ჩამოცილებას, და სისტემის გასამართლებისკენ გადადგმულ ნაბიჯს.

ჩვენ ვირჩევთ პიროვნებას, რომელიც ამ პირობებს დააკმაყოფილებს. ჩვენ გვაქვს დოკუმენტი „სამართლიანობის მანიფესტი“ სადაც ჩვენის აზრით ჩამოყალიბებულია უმნიშვნელოვანესი მოთხოვნები, რომელიც ვალდებულია ხელისუფლებაში მყოფმა ძალამ შეასრულოს. ჩვენ ამ დოკუმენტს წარვუდგენთ პრეზიდენტობის კანდიდატებს და ვინც მას შეასრულებს,მასთან დავდებთ ხელშეკრულებას. ამ დოკუმენტის მიღება არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი პარტიის მხარდაჭერისათვის,  – განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.

პოლიტიკური საბჭოს წევრი  ავთანდილ ბარამაშვილი დაინტრესდა, რამდენად შეუძლია პრეზიდენტობის კანდიდატს, ამ დოკუმენტის გაზიარების შემთხვევაში მისი რეალურად შესრულება, თუკი ოქტომბრიდან მისი ფუნქციები იქნება მნიშვნელოვნად შეკვეცილი, ხოლო აღმასრულებელ ხელისუფლებას რეალურად პრემიერი ხელმძღვანელობს.

პასუხად „თეთრების“ ლიდერმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი გაზაფხულზე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნით  რომლის  შედეგად მოვა ახალი მთავრობა, წინაპირობას შეუქმნის ამ მოთხოვნების შესრულებას

ქვემო ქართლში შექმნილ უმძიმეს მდგომარეობაზე ისაუბრეს პარტიის ქვემო ქართლის რეგიონალური ორგანიზაციის წარმომადგენლებმა რუთავიდან

ვალერი ტატუაშვილისა და  ნინო საყევრიშვილის ინფორმაციით, საკრებულოებში სრული განუკითხაობაა, „რუსთავის საკრებულოში არის პიროვნება, რომელმაც გამოიცვალა 6 პარტია იყო ტრადიციონალისტებში, შემდეგ მოქალაქეთა კავშირში, გია მაისაშვილის  პარტიაში, ლეიბორისტებში რესპუბლიკელებში და ამჟამად „თავისუფალი დემოკრატების“  რაიონულ ორგანიზაციაშია. ასეთი პოლიტიკოსები მართავენ დღეს  ადგილობრივ საკრებულოებს.  დმანისში საკრებულოს 26 ნაციონალი წევრიდან 25 ერთდროულად  გადავიდა „ოცნებაში „და გაწევრიანდნენ  ფრაქცია „ქართული ოცნებაში“.  გასაგებია ასეთი ტიპის მედროვეების მმართველობა რა შედეგს მოუტანს აღნიშნულ რეგიონს.

სხდომაზე ითქვა, რომ საქართველოში მოღალატე პოლიტიკოსები მრავლად იყვნენ გამსახურდიას, შევარდნაძის, სააკაშვილის დროს და ეხლა ეს მედროვეები თავმოყრილნი არიან ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ, რაც დამღუპველია თვით ბატონი ბიძინას და რაც მთავარია ქვეყნისთვის.

წალკის უშიშროების ყოფილი უფროსი დღეს კონსერვატორულ პარტიას მიეტმასნა და გამგებელია.

იგივე მდგომარეობაა ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებში და  ძალოვნებში სადაც ძველი კადრები არათუ მოაცილეს თანამდებობებს,  არამედ  დააწინაურეს კიდეც.

ვითარება არის უმძიმესი, ხალხს იმედი გადაეწურა ახალი ხელისუფლებისადმი ნდობა კატასტროფულად ეცემა, – ქვემო ქართლის წარმომადგენლებმაც გამოთქვეს მოსაზრება განახლებული  ეროვნული მოძრაობის დაწყების აუცილებლობის შესახებ.

რობერტ ბაბლიძე პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი: „ქვეყანას ჰყავს პრეზიდენტი, რომელსაც მიაჩნია რომ უნივერსიტეტი არის შენობა, –  როცა ის აცხადებს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი მე ავაშენეო. აი , ასეთი პრეზიდენტი გვყავს.“ სააკაშვილის შეხვედრაზე ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლებთან, სადაც მან გააკეთა ეს განცხადება,  რობერტ ბაბლიძე, ერთ–ერთი მხცოვანი და სახელოვანი პროფესორი არ მიიწვიეს სწორედ მისი მართალი სიტყვის და ოპოზიციური განწყობის გამო.

პრეზიდენტს შეეშინდა მხცოვანი პროფესორის.

რობერტ ბაბლიძე შეეხო კანონშემოქმედებით საქმიანობას. „მე არ ვიზიარებ აზრს, რომ პარალმენტში მხოლოდ იურისტები უნდა იყვნენ.პარლამენტარები ფართოდ უნდა წარმოადგებდნენ მოსახლეობის ყველა ფენას, ხოლო გამოცდილკი და ძლიერი იურისტები პარლამენტის აპარატში უნდა იყვნენ, რადგან მხოლოდ თვითოეული დარგის წარმომადგენელმა ყველაზე უკეთ იცის თავისი პრობლემები . მეცნიერზე უკეთ მეცნიერებაში შექმნილ პრობლემებს ვერანაირი იურისტი ვერ გაიცნობიერებს“

როგორც ყოველთვის მწვავე იყო პოლიტსაბჭოს წევრის, პროფესორ მერაბ ჯიბლაძის გამოსვლა.

ნეოკოლონიალიზმი იყო თემა, რომელის მან დღესაც განავრცო. დღეს კანონები იწერება არა საქართველოს პარლამენტში, არამედ ქვეყნის გარეთ, კერძოდ შეერთებულ შტატებში.  განათლების კანონი დაწერა RTI –მ  . მერაბ ჯიბლაძის განცხადებით საქართველოსა და ტანზანიისთვის ერთი განათლების კანონი დაიწერა. რომელოც  გათვლილია განვითარებადი ქვეყნებზე  9 წლიანი დაწყებითი განათლებით. სახელმწიფო არ აფინანსებს საშუალო და უმაღლეს განათლებას.

უნივერსიტეტი პრაქტიკულად აღარ არსებობს,  საბუნებისმეტყველო ფაკულტეტებზე იმდენად დაბალია სტუდენტების მომზადების დონე რომ სკოლის მე–7 კლასის მოსწავლის ცოდნას შეესაბამება და უმაღლესი მათემატიკისა და ფიზიკის სწავლება იქ პრაქტიკულად შეუძლებლია

მერაბ ჯიბლაძის დასკვნით ამ კატასტროფული მდგომარეობიდან განათლების ამოყვანას, თუნდაც რამდენიმე საშუალო სკოლა და ერთი უმაღლესი სასწავლებელი რომ ჰქონდეს ქვეყანას,  მინიმუმ 10–15 წელი დასჭირდება.

„ამერიკის საელჩოს კულტურისა და განათლების ატაშემ ჰაჩინსონმა, პირდაპირ მითხრა, თქვენ განვითარებადი ქვეყანა ხართ და უმაღლესი განათლება არაფერში გჭირდებათო, ისევე როგორც არ გჭირდებათ ექიმები. თქვენ უნდა ჩაატაროთ მხოლოდ აცრები, თქვენთან არ უნდა ტარდებოდეს ოპერაციები, საქართველოში არ არის საჭირო „მძიმე მეცნიერების“ არსებობა, ეს განვითარებადი ქვეყანაა აქედან გამომდინარე შედეგებითო. აი, ასეთია შედეგი მოქალაქეთა კავშირის მიერ საქართველოსთვის განვითრებადი ქვეყნის სტატუსის მინიჭებისა. მაშინ მოქკავშირის გენერალური მდივანი სწორედ სააკაშვილი იყო.“

გვინდა ჩვენ, რომ ვიყოთ განვითრებადი ქვეყანა? – კითხულობს მერაბ ჯიბლაძე. საქართველო არის კოლონია. ანუ ის იმართება გარედან გარეთ წერენ მისთვის კანონებს და შემდეგ აიძულებენ მათ შესრულებას.

არსებობს ინტერვენცია, ანუ იარაღით ქვეყნის დაპყრობა, მაგრამ არის არანაკლებად საშიში „მწვანე ზარბაზნებით“ , ანუ ინვესტიციებით ქვეყნის ოკუპაცია. საქართველო დღეს ინვესტიციებით არის ოკუპირებული.

რუსეთმა მავთულხლართებით წაგვართვა ტერიტორია, ბათუმში კი არაბებმა ფულით და ინვესტიციებით წაგვართვეს პორტის მნიშვნელოვანი ნაწილი დაფაქტიურად მხოლოდ 60 მეტრი დაუტოვეს ქართულ გემებს.

გარეთ იწერება არა მარტო კანონები, არამედ ქართული სახელმწიფოს მოწყობის გეგმაც. გარეთ დაიწერა, რომ საქართველო ორპარტიული ქვეყანა უნდა იყოს და პროამერიკული, არაქართული ცნობიერების ორი პარტია ნაცმოძრაობა და რესპუბლიკური პარტია მონაცვლეობით უნდა მართავდნენ. შესაბამისად ყველა სხვა პარტია, განსაკუთრებით ეროვნული ცნობიერების პარტიები  უნდა დასუსტდეს, წაიშალოს.  – დაასკვნა მერაბ ჯიბლაძემ

ეროვნული იდეოლოგიის პარტიებისადმი დამოკიდებულების ნათელი მაგალითია,  რომ ყველა პარტია ეროვნული პარტიების და „სახალხო კრების“ ორი პარტიის (თეთრები და დემოკრატიული მოძრაობა) გარდა ახალი კანონით ბიუჯეტიდან მიიღებენ დაფინანსებას. – განაცხადა „თეთრების“ ლიდერმა, – ჩვენ არ მივიღეთ არჩევნებში მონაწილეობა, რათა ოცნებისთვის ხმები არ წაგვერთმია მათთვის ხელი შეგვეწყო, რეალურად კი მივიღეთ ნულოვანი დაფინანსება – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

პედაგოგიური აკადემიის აკადემიკოსმა,  ინესა იამანიძემ მწვავედ გააკრიტიკა განათლების მოადგილე მისი ანტიეროვნული გამოსვლებისთვის

„მართლმადიდებლობა და ეროვნული ცნობიერება არის სახადი, რომელიც უნდა მოიხადოს ქართველმა ხალხმა“ დავით ზურაბიშვილის ეს დასხვა პოლიტიკური გამონათქვამები სრულიად შეუფერებალია იმ თანამდებობისთვის, რომელიც მას უკავია, განათლების მინისტრის მოადგილე არ უნდა აკეთებდეს პოლიტიკურგ ანცხადებებს, მით უფრო ამ ფორმისა და შინაარსის. განაცხადა ინესა იამანიძემ. მან გაიზიარა განახლებული ეროვნული მოძრაობის აუცილებლობა.

გენო კალანდიამ გაიზიარა მოსაზრება, რომ პარლამენტში უნდა იყვნენ პოროფესიონალები, ხოლო პრეზიდენტი გამოცდილი პოლიტიკოსი. გენო კალანდია  ცენტრ–პოინტის მაქინაციების შდეგად 6 ათას უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანის მდგომარეობას შეეხო.

„ქართულ ოსური მისიის“ ერთ-ერთი დამფუძნებელმა მარინა კაჟაშვილმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა იმას, რომ ამ მეტად საპასუხისმგებლო მომენტში ქვეყნის პრეზიდენტი უნდა იყოს უაღრესად გამოცდილი პოლიტიკოსი, მსოფლიოში საქართველოს სახე, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს დაიცავს უმაღლეს დონეზე შეხვედრებზე საქარველოს ღირსეულად წარმოადგენს:

“პრეზიდენტი უნდა იყოს პროფესიონალი,ისევე, როგორც პარლამენტშიც უნდა იყვნენ მაღალი რანგის პროფესიონალები, იურისტები, საქმის მცოდნეები. ქართულ–ოსურმა მისიამ პარლამენტშო შეიტანა ორი კანონპროექტი, განათლების და ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, კანონპროექები მიიღეს წარმოებაში, თუმცა მათი განხილვა შეფერხდა იმის გამო, რომ იყო საკმარისი კვალიფიკაცია რათა მათთვის მსვლელობა მიეცათ.

მე მქონდა შესაძლებლობა ბატონ ივანიშვილს პირადად შევხვედროდი. ერთი საათს გაგრძელდა ჩვენი საუბარი, ძალიან გულწრფელი ადამიანია და მასთან ურთიერთობა ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. ვაღიარებ, რომ ბატონმა ბიძინამ დიდი როლი შასრულა საქართველოს განთავისუფლებაში, მას ვუჭერდი მხარს არჩევნებზე, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ  მეტის გაკეთების შესაძლებლობა ამ გუნდით მას აღარ შეუძლია.

ჩემთვის, 23 წლის განმავლობაში დევნილისთვის უაღრესად გამაღიზიანებელია, როცა უამრავი პრობლემის მქონე, ჩიხურ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის პარლამენტში პრიორიტეტულად განიხილება კანონები კოცნის, პრეზერვატივისა და ჩოხების შესახებ და არა საქვეყნო მნიშვნმელობის კანონები.” –  განაცხადა მარინა კაჟაშვილმა.

სხდომა შეაჯამა თემურ შაშიაშვილმა. მან პეტრე – პავლობის დამდეგი დღესასწაული მიულოცა დამსწრეებს. ქრისტე წმ. პეტრეს სალი კლდესავით მტკიცეს, ხოლო წმ. პავლეს ზღვა სიყვარულით სავსეს უწოდებდა. ღმერთმა მოგვცეს წმ. პეტრეს სიმტკიცე და წმ. პავლეს სიყვარული, განაცხადა „თეთრების“ ლიდერმა.

გადაწყდა, რომ ორშაბათს, 15 ივნისს  გაიმართება დასკვნითი შეკრება, ხოლო სამშაბათს  16 ივნისს გაიმართება პრესკონფერენცია, რომელზეც პარტია თავის გადაწყვეტილებას გააჟღერებს.

პრეზიდენტობის კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით აქტიური კონსულტაციები პარტია “თეთრებში” გრძელდება

“თეთრების” პრეს-ცენტრი

11.07.2013წ

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *