(sazogadoeba.ge) ქართველ მიგრანტთა შორის პოლიტიკური მოთხოვნებით ევროპაში “დიდი სამოქალაქო მოძრაობა” დაიწყო

 ქართველ მიგრანტთა შორის პოლიტიკური მოთხოვნებით  ევროპაში "დიდი სამოქალაქო მოძრაობა" დაიწყო

პარტია “თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი ქართველი ემიგრანტებისათვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხს ეხმიანება და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა პოზიცია შეიცვალა.

,,აშკარაა, რომ შეხვედრებმა, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში 7 ქვეყნის 4000-ზე მეტ ქართველ ემიგრანტთან გვქონდა, ხელისუფლება ბევრ რამეზე ჩააფიქრა,“ – თვლის ,,თეთრების“ ლიდერი თეიმურაზ შაშიაშვილი.

გუშინ სააკაშვილმა საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისათვის მოქალაქეობის მინიჭების ნებართვის შესახებ მანამდე მიღებული უკანონო გადაწყვეტილება შეცვალა. ჩვენ ამას 2009 წლის 23 ნოემბრიდან ვითხოვდით – დღეს მან პოზიცია შეიცვალა.

საბერძნეთის ქართულ დიასპორასთან ჩვენი შეხვედრების შემდეგ მიგრანტები დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ მოინახულეს.

,,კარგია, რომ მოქმედებაში მოვიდა ის საკითხები, რომელზეც ამ დოკუმენტში გვაქვს საუბარი, თუმცა ხელისუფლებას ამის ხაზგასმა არ სურს “ – თვლის თეიმურაზ შაშიაშვილი.

ქართველ მიგრანტთა შორის პოლიტიკური მოთხოვნებით ევროპაში დიდი სამოქალაქო მოძრაობა დაიწყო, რომლებიც სულ უფრო იზრდება და იხვეწება.

საბერძნეთში, საფრანგეთში, იტალიაში, რუსეთში, უკრაინაში, ბელორუსიაში, თურქეთში შეხვედრების შედეგად შექმნილი პოლიტიკური დოკუმენტი „ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო!“- დღეისათვის ხუთ პუნქტს მოიცავს. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ თითოეული პუნქტის შესრულებისათვის, რადგან ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ ამას ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა მოთხოვნებია:

პირველი –მიგრანტებს უნდა დაუბრუნდეს სამოქალაქო უფლებები, სრულფასოვანი მოქალაქის შეგრძნება, შელახული ღირსება. ჩვენ არა მხოლოდ იმ არჩევნებში უნდა მივიღოთ მონაწილეობა, რომელიც კონსტიტუციით თითქოს გარანტირებული გვაქვს, არამედ ევროპული ქვეყნების დარად უნდა მოგვეცეს უფლება მაჟორიტარი დეპუტატები ავირჩიოთ იგივე წესით, რა წესითაც ისინი აირჩევიან სამშობლოში;

მეორე – ქართველი და აფხაზი დაბადებისთანავე საქართველოს მოქალაქე იყო ისტორიულად, ეთნიკურად, ფსიქოლოგიურად, სოციალურად, ვინაიდან არც ქართველს, არც აფხაზს, არასდროს არ ჰქონია სხვა სამშობლო, გარდა საქართველოსი.

მესამე– საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, პიროვნებას არ უნდა ჩამოერთვას თავდაპირველი მოქალაქეობა;

მეოთხე –საჭიროა საქართველოს მთავრობამ მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა მის მოქალაქეებს იგივე უფლებები ჰქონდეს უცხოეთში, რა უფლებებიც გააჩნიათ უცხოელებს საქართველოში.

მეხუთეჩვენ უცხოეთმა გადაგვარჩინა; ჩვენ გადავარჩინეთ ჩვენი ოჯახები;

დაგროვილი გამოცდილებით, ცოდნით, ადამიანური ურთიერთობებით შეგვიძლია გადავარჩინოთ სხვები, თუ ამის რეალური სურვილი და პოლიტიკური ნება ექნება საქართველოს ხელმძღვანელობას. ამისათვის კი, უპირველესად, საჭიროა სამუშო ადგილები. სამუშაოს გარეშე, ყოველგვარ დემოკრატიაზე, კეთილდღეობაზე, წინსვლაზე ლაპარაკი ფუჭი საქმე და თვალებში ნაცრის შეყრაა. ჩვენს შორის არიან ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ უცხოელ მეგობრებთან ერთად საქართველოსა და უცხოეთში შექმნან ქართველთა დასაქმებისა და ერთობლივი ობიექტები. ყველა ახალ საქმეს კი თავდაპირველად დაფინანსება სჭირდება. საჭიროა დასაწყისისათვის თუნდაც 300-400 მლნ ევროს გამოყოფა, რაც ქვეყანას არათუ მძიმე ტვირთად დააწვება. ერთი ასად დაუბრუნდება კიდეც. სასურველია, ამ ფონდის შექმნისას გათვალისწინებული იქნას მიგრანტების, მეცნიერებათა აკადემიის და საქართველოს ეკლესიის მოსაზრებები და საქმიანობაში ჩაბმის სურვილები.

,ამ და ბევრ სხვა საკითხზე იქნება საუბარი ,,საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ საბერძნეთის კონგრესზე, რომლის ჩატარება ოლიმპოს მთაზე ოქტომბრის დასაწყისშია დაგეგმილი,”-აცხადებს პარტია “თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი.

 

,

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *