(თაიმერი)თემურ შაშიაშვილი “მომავალი წლის გაზაფხულზე შესაძლოა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს”

“მომავალი წლის გაზაფხულზე შესაძლოა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს”

 “თეთრების” ლიდერის, თემურ შაშიაშვილის აზრით, ქვეყანაში მოვლენები ისე ვითარდება, რომ მომავალი წლის გაზაფხულზე შესაძლოა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს.:

“თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, დარწმუნებული ვარ,  რომ მომდევნო წლის გაზაფხულისთვის პრემიერის  ავტორიტეტი მნიშვნელოვნად დაეცემა. ის დაკარგავს სერიოზულ ელექტორატს. ჩვენ უნდა ვემზადოთ მომდევნო წლის გაზაფხულისთვის. თვითონ ბატონ ივანიშვილს მოაქვს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობა. მისი განცხადება პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ზუსტად იმას მიანიშნებს, რომ ამ გუნდით მას მეტის გაკეთება არ შეუძლია”, – აცხადებს შაშიაშვილი.

მისივე განცხადებით, 1 ოქტომბერს ხალხმა  “ქართული ოცნების” დეპუტატები პრემიერ-მინისტრის ფაქტორით აირჩია, მაგრამ  მათ  პრემიერ-მინისტრთან კომუნიკაცია დაკარგეს.

“მინდა დამთავრდეს ბელადების პარლამენტი. ვინმეს ხათრით არჩეული პარლამენტი – ეს საქართველოს უბედურებაა. ასე იყო გამსახურდიას, შევარდნაძის და სააკაშვილის დროს, და ეს სამწუხაროდ, დღესაც გრძელდება. მე მხარს დავუჭერ ისეთ საპრეზიდენტო კანდიდატს, რომელიც იქნება კოალიციის გარეთ და ვინც შესაძლებელს გახდის პრემიერ-მინისტრის უზარმაზარი პოტენციალის სრულად გამოყენებას. რადგან მიმაჩნია, რომ მას უდიდესი შესაძლებლობები აქვს, თუ ბელადად არ წარმოაჩენს საკუთარ თავს. ბელადების დრო უნდა დამთავრდეს”, – აღნიშნავს იგი.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *