“თეთრების” დამფუძნებელთა განცხადება

gerbi1წყალგამყოფი რეალურ და დანიშნულ ოპოზიციას შორის პრეზიდენტის იმპიჩმენტში რეალურ მონაწილეობაშია

ახალი პოლიტიკური ძალა „თეთრი მოძრაობა“ („თეთრები“) იზიარებენ „ეროვნული ფორუმის“ წინადადებას საარჩევნო გარემოს შეცვლისათვის ერთიანი მოქმედების თაობაზე. ამ იდეას ახმოვანებს პრაქტიკულად ყველა პოლიტიკური პარტია, მაგრამ, შედეგი ნაკლებია და ამის მიზეზი ხელისუფლებასთან ფარული თუ ღია გარიგებაა.

„თეთრები“ თვლიან, რომ ქვეყანაში არის ღრმა სისტემური კრიზისი და რეალურ ოპოზიციურ ძალთა მიდგომაც სისტემური უნდა იყოს. დღეს ქვეყნაში მდგომარეობა იმაზე უარესია, ვიდრე ეს ხალხს წარმოუდგენია. ჩვენ შევეცადეთ ეს გადმოგვეცა გაზეთ „მხილების მუზეუმის“ საშუალებით, რომელიც დიდი პრობლემების დაძლევით გამოვიდა.

„თეთრებს“ მიაჩნიათ, რომ მთელი შესაძლებლობების, უპირველესად, ინტელექტუალურის – კონცენტრაცია უნდა მოხდეს მდგომარეობის სისტემურ გაანალიზებაზე და მოქმედების სისტემური პროგრამის შემუშავებაზე.

სწორედ ამიტომ, ერთ საკითხზე, თუნდაც ისეთ მნიშვნელოვანზე, როგორიც საარჩევნო კანონმდებლობაა – კონსულტაციებს ნაკლები შედეგის მოტანა შეუძლია. როგორი საარჩევნო გარემოც არ უნდა შევიმუშავოთ, სააკაშვილის ხელში არჩევნები უაზრობაა, რადგან იგი უდგას სათავეში იმ რეჟიმს, რომელიც დამარცხების შემდგომ – მარტო პოლიტიკიდან კი არ მიდის, არამედ პასუხს აგებს და ეს პასუხისმგებლობა უმძიმესი იქნება, ანუ რეჟიმი კარგავს ყველაფერს – თავისუფლების ჩათვლით.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ „სახალხო წარმომადგენლობითი კრების“, „სახალხო სასამართლოს“, კონსტიტუციის მიღების, პრეზიდენტის იმპიჩმენტის, „ოპოზიციის შესახებ“ კანონპროექტის, საარჩევნო კანონმდებლობის და საარჩევნო გარემოს ერთიან კონტექსტში განხილვას და ამ ფორმატში კონსლტაციებს გაცილებით ეფექტური შედეგის მოტანა შეუძლია..

ჩვენი პოზიციაა, ნუ ვყოფთ პოლიტიკურ ძალებს რაიმე ნიშნით. ვინც „წამყვანს“ უწოდებდა თავის თავს, საით წაიყვანა ხალხი და ქვეყანა, როგორი უიმედობა და სასოწარკვეთილება შექმნა ხალხში, ამას ყველა კარგად ხედავს.

ვინ არის ნამდვილი და ყალბი ოპოზიცია, ამას ასახავს ერთი: „ხალხის სასამართლოს“ შედეგებზე დაყრდნობით „სახალხო წარმომადგენლობითი კრების“ გადაწყვეტილებით კონსტიტუციის რეფერენდუმის გზით მიღება და პრეზიდენტის იმპიჩმენტის რეფერენდუმზე გატანა.

წყალგამყოფი ოპოზიციასა და არა ოპოზიციას შორის არის დამოკიდებულება პრეზიდენტის იმპიჩმენტის მიმართ.

რეფერენდუმის გზით პრეზიდენტის იმპიჩმენტის ორგანიზაციის წესი ევროპელ ექსპერტებთან კონსულტაციებზე მიღებული რჩევების გათვალისწინებით, განიხილეს საინიციატივო ჯგუფმა (მამუკა გიორგაძე, გოგი თოფაძე, გია ცაგარეიშვილი, ზვიად ძიძიგური) და პარასკევს დაეგზავნება ყველა პოლიტიკურ პარტიას.

პოლიტიკურ ერთობას შეუძლია ხელისუფლების გასამართლებაც და პრეზიდენტის იმპიჩმენტიც.

„ჩვენ კვლავ ვადასტურებთ ჩვენს პოზიციას, რომლითაც 2 თვის წინ მივმართეთ ყველა პოლიტიკურ პარტიას და გამოვდივართ „პოლიტიკურ ძალთა ასამბლეის“ შექმნის წინადადებით“ – აღნიშნა თემურ შაშიაშვილმა. მისივე თქმით, ამ იდეას რამდენიმე პოლიტიკური პარტია გამოეხმაურა, მიმდინარეობს კონსულტაციები.

„ჩვენ მზად ვართ კონსულტაციებისათვის, როგორც „ეროვნული ფორუმის“, ასევე სხვა პოლიტიკურ ძალთა მიერ შემოთავაზებულ წინადადებებზე და ვთვლით, რომ მათი განხილვა შესაძლებელია მოხდეს ამ წერილში ჩამოყალიბებულ მოსაზრებათა გათვალისწინებით“ – მიაჩნიათ „თეთრებს“

ეს გადაწყვეტილება გუშინ მიიღო „თეთრების“დამფუძნებელთა საბჭომ. დღეს დასრულდება შიდაპარტიული დისკუსია 30 მაისის არჩევნებთან დაკავშირებით და შედეგები 4 ივნისს წარედგინება საგანგებო ბრიფინგს.

„თეთრების“ პრეს-ცენტრი
3 ივნისი, 2010 წელი.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *