(ჯეონიუსი) ჩვენ უნდა ვემზადოთ მომდევნო წლის გაზაფხულისთვის – თემურ შაშიაშვილი

„ თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო წლის გაზაფხულისთვის პრემიერის ავტორიტეტი მნიშვნელოვნად დაეცემა. ის დაკარგავს სერიოზულ ელექტორატს , ” – განცხადებას ამის შესახებ ” თეთრების ” ლიდერი, თემურ შაშიაშვილი აკეთებს. ” თეთრების ” ლიდერის თქმით, ქვეყანაში მოვლენები ისე ვითარდება, რომ მომავალი წლის გაზაფხულზე შესაძლოა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს.

” ჩვენ უნდა ვემზადოთ მომდევნო წლის გაზაფხულისთვის. თვითონ ბატონ ივანიშვილს მოაქვს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობა. მისი განცხადება პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ზუსტად იმას მიანიშნებს, რომ ამ გუნდით მას მეტის გაკეთება არ შეუძლია” – აცხადებს შაშიაშვილი.

თემურ შაშიაშვილის განცხადებით, 1 ოქტომბერს ხალხმა პრემიერ-მინისტრის ხათრით აირჩია „ოცნების“ დეპუტატები, მაგრამ მათ პრემიერ-მინისტრთან კომუნიკაცია დაეკარგათ.

„მინდა დამთავრდეს ბელადების პარლამენტი. ვინმეს ხათრით არჩეული პარლამენტი – ეს საქართველოს უბედურებაა. ასე იყო გამსახურდიას, შევარდნაძის და სააკაშვილის დროს, და ეს სამწუხაროდ, დღესაც გრძელდება“.

მე მხარს დავუჭერ ისეთ საპრეზიდენტო კანდიდატს, რომელიც იქნება კოალიციის გარეთ და ვინც შესაძლებელს გახდის პრემიერ-მინისტრის უზარმაზარი პოტენციალის სრულად გამოყენებას. რადგან მიმაჩნია, რომ მას უდიდესი შესაძლებლობები აქვს, თუ ბელადად არ წარმოაჩენს საკუთარ თავს. ბელადების დრო უნდა დამთავრდეს,” – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

 

 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *