(geotimes.ge) ზესტაფონი კეთილი კაცის მოლოდინში

 

sabwoooროგორც ჩანს, ბევრისთვის პატრიოტიზმი და ბრძოლა საქართველოსათვის პარლამენტში მოხვედრისთანავე,თანამდებობაზე დანიშვნისთანავე მთავრდება..” -აღნიშნული განცხადება თემურ შაშიაშვილმა პარტია „თეთრების” პოლიტიკური საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე გააკეთა.

ამასთან თემურ შაშიაშვილმა შეხვედრაზე ზესტაფონის რაიონში შექმნილ უმძიმეს მდომარეობაზე ისაუბრა და პარლამენტარები სააკაშვილის მაფიოზ ბიზნესმენებთან კავშირში დაადანაშაულა.

„თანამდებობებზე მოხვედრილნი კარგად შეერწყნენ ფერომაფიას, მისი მფარველნი გახდნენ… საუბარია მერაბ სამადაშვილსა და მის მაფიაზე, რომელსაც მხარდამჭერები ჰყავთ „ოცნებაში” აღარ ახსოვთ არც ზესტაფონი, არც საქართველო, არც გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფი ხალხი…

რად გვინდა ან პრეზიდენტი, ან პარლამენტი, ან მთავრობა, ან სასამართლო, ან არასამთავრობო სექტორი,რად გვინდა პარტიები, თუ უზნეო ფულიანთა თავნებობას წერტილი არ დაესმება?! თუ ხალხი ელემენტარულ პასუხს ვერ მიიღებს ქვეყნის უმაღლეს ეშელონებში გაგზავნილ უამრავ წერილზე?! თუ ისევ თავგასული იქნება პოლიცია, თუ ასე დაეკარგება კონტაქტი ხალხს დეპუტატთანაც, პარლამენტთანაც და მთავრობასთანაც? ტრაგედიაა და ყურსაც კი არ გაეგონება ის, რასაც საქართველოს ამ უმშვენიერესი ქალაქის გაწამებული ხალხი საუბრობს ბატონ ბიძინა ივანიშვილზე, იმ კაცზე, რომლის იმედითაც მივიდნენ საარჩევნო ყუთებთან 1 ოქტომბერს. გვინდა ვირწმუნოთ, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის გუნდში აღმოჩნდება კეთილი კაცი, რომელიც არ მოერიდება სიმართლე უთხრას მას იმის შესახებ, რა ხდება ქალაქებსა და რაიონებში, რა განწყობაა ხალხში, და რა უბედურება ტრიალებს ზესტაფონელთა თავს”- აცხადებენ „თეთრები”.

თეთრების ლიდერის, თემურ შაშვილის თქმით, გამოჩნდება თუ არა ეს კეთილი კაცი, ამას ზესტაფონი დაინახავს, სადაც როგორც დამანგრეველი სტიქია, ისეთ ტემპში მოქმედებს „ქართული ოცნებისაგან” მხარდაჭერილი მერებ სამადაშვილის (ანუ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის) მაფია.

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *