(ახალი თაობა) თემურ შაშიაშვილი – როგორც ჩანს, ბევრისთვის პატრიოტიზმი თანამდებობაზე დანიშვნისთანავე მთავრდება

 temuriპოლიტიკურმა მოძრაობა „თეთრებმა“ დღეს პარტიის გაფართოებული სხდომა გამართეს, რომელიც, ამავდროულად, პრეზიდენტობის კანდიდატის შერჩევის დასკვნითი შეხვედრა გახლდათ.
„როგორც ჩანს, ბევრისთვის პატრიოტიზმი და ბრძოლა საქართველოსთვის, პარლამენტში მოხვედრისას ან თანამდებობაზე დანიშვნისთანავე მთავრდება“ – განაცხადა პარტიის ლიდერმა, თემურ შაშიაშვილმა.
„თეთრების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, საბჭოს სხდომაზე ითქვა, რომ ამ ანტიქართული და ამაზრზენი პროცესის ყველაზე ტიპიური მაგალითი ზესტაფონია.
„სამადაშვილისა და მისი მაფიოზური კლანის წინააღმდეგ ბრძოლით პარლამენტსა და თანამდებობებზე მოხვედრილნი კი, კარგად შეერწყნენ ფერომაფიას და მისი მფარველები გახდნენ. რად გვინდა ან პრეზიდენტი, ან პარლამენტი, ან მთავრობა, ან სასამართლო, ან არასამთავრობო სექტორი, რად გვინდა პარტიები, თუ უზნეო ფულიანთა თავნებობას წერტილი არ დაესმება, თუ ხალხი ელემენტარულ პასუხს ვერ მიიღებს ქვეყნის უმაღლეს ეშელონებში გაგზავნილ უამრავ წერილზე, თუ ისევ თავგასული იქნება პოლიცია, თუ ასე დაეკარგება კონტაქტი ხალხს დეპუტატთანაც, პარლამენტთანაც და მთავრობასთანაც.
ტრაგედიაა, როცა ყურსაც კი არ გაეგონება ის, რასაც საქართველოს ამ უმშვენიერესი ქალაქის გაწამებული ხალხი საუბრობს ბატონ ბიძინა ივანიშვილზე, იმ კაცზე, რომლის იმედითაც, 1 ოქტომბერს საარჩევნო ყუთებთან მივიდნენ“ – განაცხადეს პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე.
Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *