(თაიმერი)საპრეზიდენტო არჩევნებში ნინო ბურჯანაძეს კიდევ ერთი პარტია უჭერს მხარს

საპრეზიდენტო არჩევნებში ნინო ბურჯანაძეს კიდევ ერთი პარტია უჭერს მხარს

პოლიტიკურმა პარტიამ ,,თეთრები” საგანგებო ბრიფინგი გამართა. პარტია 27 ოქტომბერს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს ,,დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოსთვის” ლიდერს ნინო ბურჯანაძეს დაუჭერს.

აღნიშნულ საკითხზე აქტიური კონსულტაციები პარტიაში უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. საბოლოო გადაწყვეტილება დღეს გახდა ცნობილი.

 

,,ჩვენ მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი უნდა დაუპირისპირდეს ივანიშვილის კანდიდატს, რომელსაც აქვს სერიოზული პოტენციალი, მაგრამ მას ფეხქვეშაც არ უნდა გაეგოს. მან ივანიშვილის პოტენციალი უნდა გამოიყენოს ქვეყნის სასიკეთოდ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ” – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ,,თეთრების” ლიდერმა თემურ შაშიაშვლმა.

 

პარტიას მიაჩნია, რომ იმ შემთხვევაში თუ საპრეზიდენტო არჩევნებზე ,,ქართული ოცნების” კანდიდატი გაიმარჯვებს, ქვეყანას ერთპიროვნული მმართველობს საფრთხე ემუქრება. მსგავსი ვითარება დამღუპველია, როგორც ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესების დროს, ასევე საგარეო ასპარეზზე.

,,სისტემა, როცა ერთი პირის ხელში კონცენტრირებულია აბსოლუტური ძალაუფლება, უნდა დაინგრეს, რადგან ეს არის დამღუპველი როგორც ქვეყნისთვის, ისე თვით იმ პიროვნებისთვის. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა სისტემური ცვლილებების დაწყება ქვეყანაში, რასაც სათავე 27 ოქტომბერს უნდა დაედოს,” – აღნიშნა შაშიაშვილმა.

ხვალ, 19 ივლის პარტია ,,თეთრების” პოლიტსაბჭოს წარმომადგენლები პირადად შეხვდებიან ნინო ბურჯანაძე და ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრებენ.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *