(ნიუსპრესი) თემურ შაშიაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს ნინო ბურჯანაძეს დაუჭერს

 

burjanadze1პოლიტიკური პარტია ,,თეთრები,“ 27 ოქტომბერს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს ,,დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერს ნინო ბურჯანაძეს დაუჭერს.
ამის შესახებ პარტიის ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა, დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე პარტიაში აქტიური კონსულტაციები უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს, საბოლოო გადაწყვეტილება კი დღეს გახდა ცნობილი.
,,ჩვენ მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი ივანიშვილის კანდიდატს უნდა დაუპირისპირდეს, რომელსაც სერიოზული პოტენციალი აქვს. მომავალმა პრეზიდენტმა კი ივანიშვილის პოტენციალი ქვეყნის სასიკეთოდ უნდა გამოიყენოს. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია“ – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე თემურ შაშიაშვლმა.
პარტიას მიაჩნია, რომ იმ შემთხვევაში, თუ საპრეზიდენტო არჩევნებზე ,,ქართული ოცნების“ კანდიდატი გაიმარჯვებს, ქვეყანას ერთპიროვნული მმართველობს საფრთხე ემუქრება. მათი აზრით, მსგავსი ვითარება დამღუპველია როგორც ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებისთვის, ასევე საგარეო ასპარეზზეც.
,,სისტემა, როცა ერთი პირის ხელშია კონცენტრირებული აბსოლუტური ძალაუფლება, – უნდა დაინგრეს, რადგან ეს დამღუპველია როგორც ქვეყნისთვის, ისე თვით იმ პიროვნებისთვისაც. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა ქვეყანაში სისტემური ცვლილებების დაწყება, რასაც სათავე 27 ოქტომბერს უნდა დაედოს“ – აღნიშნა შაშიაშვილმა.
მისივე თქმით, ხვალ, პარტია ,,თეთრების“ პოლიტსაბჭოს წარმომადგენლები, ნინო ბურჯანაძეს პირადად შეხვდებიან.
შეგახსენებთ, ნინო ბურჯანაძის კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებზე, ,,სახალხო კრებამ“ წარადგინა.
Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *