(საზოგადოება.ჯი)პოლიტიკური პარტია ,,თეთრები“ საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს ნინო ბურჯანაძეს დაუჭერს
პოლიტიკური პარტია “თეთრები” საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოსთვის” ლიდერს, ნინო ბურჯანაძეს დაუჭერს. – ამის შესახებ პარტიის წევრებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
აღნიშნულ საკითხზე აქტიური კონსულტაციები პარტიაში უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს.
,,მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი უნდა დაუპირისპირდეს ივანიშვილის კანდიდატს. მან ივანიშვილის პოტენციალი უნდა გამოიყენოს ქვეყნის სასიკეთოდ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი,“ – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ,,თეთრების“ ლიდერმა თემურ შაშიაშვლმა.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ საპრეზიდენტო არჩევნებზე ,,ქართული ოცნების“ კანდიდატი გაიმარჯვებს, ქვეყანას ერთპიროვნული მმართველობს საფრთხე დაემუქრება. მსგავსი ვითარება დამღუპველია როგორც ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესების დროს, ასევე საგარეო ასპარეზზე.
ჩვენი მთავარი მოთხოვნაა სისტემური ცვლილებების დაწყება ქვეყანაში, რასაც სათავე 27 ოქტომბერს უნდა დაედოს, – აღნიშნა შაშიაშვილმა.
ხვალ, 19 ივლისს პარტია ,,თეთრების“ პოლიტსაბჭოს წარმომადგენლები ნინო ბურჯანაძეს შეხვდებიან და შემდგომი ქმედების დეტალებს განიხილავენ.



