(ivote.ge) თეთრებმა პრეზიდენტობის კანდიდატი დაასახელეს

burjanadzeბელადების ჯერ შექმნისა და შემდგომ მისი მსხვრევის დამანგრეველი ეპოქა უნდა დამთვრდეს…უნდა დამთავრდეს ერთი კაცის ხელში მთელი ძალაუფლების თავმოყრა…უნდა დამთავრდეს ვინმეს ხათრით პრეზიდენტის, დეპუტატის, გუბერნატორის,მერის, თუ გამგებლის შერჩევა, თუ დანიშვნა….ქართველმა ხალხმა,საქართველოს მოქალაქეებმა ეს 27 ოქტომბერს უნდა გადავწყვიტოთ! განაცხადა „თეთრების“ ლიდერმა საგანგებო ბრიფინგზე, სადაც პარტიამპრეზიდენტობის სასურველი კანდიდატი დაასახელა.

„ ჩვენ დავეთათბირეთ პარტიის 7 ათაზე მეტი წევრის წარმომადგენლებს. გვქონდა სპეციალურად ამ საკითხს მივუძღვენით პოლიტსაბჭოს სხდომათა ციკლი. საბოლოოდ ძალიან სერიოზული განხილვის შედეგად, საბჭომ კონსესუსით მიიღო გადაწყვეტილება, რომ მხარს დავუჭერთ სახალხო კრების კანდიდატს, ქალბატონ ბურჯანაძეს.“

თემურ შაშიაშვილი მიიჩნევს, რომ დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ნინო ბურჯანაძე აკმაყოფილებს თეთრების სამ უმთავრეს პირობას, ის არ დაუპირისპირდება ივანიშვილს და არც ფეხქვეშ გაეგება მას, ამავე დროს გამოიყენებს მის უდიდეს პოტენციალს, დანიშნავს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს და გაასამართლებს რეჟიმს.

„მან გამოაცხადა, რომ დაასრულებს დამანგრეველ კოაბიტაციას დამნაშავე რეჟიმთან ად დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს. გარდა ამისა, ბურჯანაძე არის „სახალხო კრების მიერ წარდგენილი კანდიდატი. ანუ მის უკან დგას „სახალხო კრება“ თავისი მილიონზე მეტი მხარდამჭერით.მიერ ნონა გაფრინდაშვილი, უდიდესი ავტორიტეტის პიროვნება, რეზო ესაძე, ელიზბარ ჯაველიძე, კრების სხვა წარმოჩინებული წევრები: ჩვენ, „სახალხო კრებაში“ შემავალი პოლიტიკური ძალები ვიღებთ მასზე პასუხისმგებლობას.,“ – განაცხადა „თეთრების“ ლიდერმა

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *