(პირველი)პარტია “თეთრები” საპრეზიდენტო არჩევნებში ნინო ბურჯანაძის კანდიდატურას უჭერს მხარს

burjanadze1პარტია “თეთრები” საპრეზიდენტო არჩევნებში “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის ნინო ბურჯანაძის კანდიდატურას უჭერს მხარს.

ამის შესახებ ბურჯანაძემ ჟურნალისტებს “თეთრების” თავმჯდომარესთან თემურ შაშიაშვილთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

“დღეს დაფიქსირდება “თეთრების” პოზიცია. ვიცი, რომ ბატონი თემური და მისი თანაპარტიელები ძალიან აქტიური მხარდამჭერები არიან ჩემი პოზიციების და როგორც საპრეზიდენტო კანდიდატსაც მიჭერენ მხარს. ეს გასაკვირი არ არის იმიტომ, რომ ჩვენ “სახალხო კრების” წევრები ვართ და ერთიანი ხედვა გვაქვს ძალიან ბევრ საკითხთან მიმართებაში, მაგრამ ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მას ბევრი საინტერესო ადამიანი ესწრება, რომელთაც ქვეყნის განვითარებაზე მნიშვნელოვანი შეხედულებები აქვთ”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

შეხვედრა ამ წუთებში “დემოკრატიული მოძრაობის” ოფისში მიმდინარეობს და მას “სახალხო კრების” ლიდერებიც ესწრებიან.

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *