(geotimes.ge)პოლიტიკური პარტია ,,თეთრები“ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს ნინო ბურჯანაძეს დაუჭერს.

პოლიტიკური პარტია ,,თეთრები” 27 ოქტომბერს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს ,,დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოსთვის” ლიდერს ნინო ბურჯანაძეს დაუჭერს.თეთრების განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე აქტიური კონსულტაციები პარტიაში უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. საბოლოო გადაწყვეტილება დღეს გახდა ცნობილი.
,,ჩვენ მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი უნდა დაუპირისპირდეს ივანიშვილის კანდიდატს, რომელსაც აქვს სერიოზული პოტენციალი, მაგრამ მას ფეხქვეშაც არ უნდა გაეგოს. მან ივანიშვილის პოტენციალი უნდა გამოიყენოს ქვეყნის სასიკეთოდ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი,” – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ,,თეთრების” ლიდერმა თემურ შაშიაშვლმა.
პარტიას მიაჩნია, რომ იმ შემთხვევაში თუ საპრეზიდენტო არჩევნებზე ,,ქართული ოცნების” კანდიდატი გაიმარჯვებს, ქვეყანას ერთპიროვნული მმართველობს საფრთხე ემუქრება. მსგავსი ვითარება დამღუპველია როგორც ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესების დროს, ასევე საგარეო ასპარეზზე.
,,სისტემა, როცა ერთი პირის ხელში კონცენტრირებულია აბსოლუტური ძალაუფლება, უნდა დაინგრეს, რადგან ეს არის დამღუპველი როგორც ქვეყნისთვის, ისე თვით იმ პიროვნებისთვის. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა სისტემური ცვლილებების დაწყება ქვეყანაში, რასაც სათავე 27 ოქტომბერს უნდა დაედოს,” – აღნიშნა შაშიაშვილმა.
ხვალ, 19 ივლის პარტია ,,თეთრების” პოლიტსაბჭოს წარმომადგენლები პირადად შეხვდებიან ნინო ბურჯანაძე და ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრებენ.
შეგახსენებთ, ნინო ბურჯანაძის კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებზე ,,სახალხო კრებამ” წარადგინა, რომლის შემადგენლობაში ბევრი ცნობილი და უდიდესი ავტორიტეტის მქონე პიროვნებაა.
Facebook Comments



