(საქინფორმი)საპრეზიდენტო არჩევნებში „თეთრები“ მხარს ნინო ბურჯანაძეს დაუჭერენ

 

sabwoooსაქართველო, 18 ივლისი, საქინფორმი. პოლიტიკური პარტია 27 ოქტომბერს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს ,,დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოსთვის” ლიდერს ნინო ბურჯანაძეს დაუჭერს.

ჩვენ მიგვაჩნიარომ პრეზიდენტობის კანდიდატი უნდა დაუპირისპირდესივანიშვილის კანდიდატსრომელსაც აქვს სერიოზული პოტენციალიმაგრამ მასფეხქვეშაც არ უნდა გაეგოსმან ივანიშვილის პოტენციალი უნდა გამოიყენოსქვეყნის სასიკეთოდეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ,,თეთრების” ლიდერმა თემურ შაშიაშვლმა, რომლის განმარტებითაც, თუ საპრეზიდენტო არჩევნებში “ქართული ოცნების” კანდიდატი გაიმარჯვებს, ქვეყანას ერთპიროვნული მმართველობის საფრთხე ემუქრება. მსგავსი ვითარება კი დამღუპველია.

“სისტემა, როცა ერთი პირის ხელში კონცენტრირებულია აბსოლუტური ძალაუფლება, უნდა დაინგრეს, რადგან ეს არის დამღუპველი როგორც ქვეყნისთვის, ისე თვით იმ პიროვნებისთვის. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა სისტემური ცვლილებების დაწყება ქვეყანაში, რასაც სათავე 27 ოქტომბერს უნდა დაედოს”, – აღნიშნა შაშიაშვილმა.

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *