(ჯეონიუსი) ქართველი ემიგრანტები ახალი ინიციატივებით გამოდიან

დღეს გაზეთ ,,ღირსების“ მორიგი, მე-4 ნომერი გამოვიდა. გაზეთში საუბარია იმ წინადადებებსა და ინიციატივებზე, რომლებიც უცხოეთში მცხოვრებ ქართველებთან შეხვედრების შემდეგ გამოიკვეთა. ქართველი ემიგრანტები ევროპული ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით, ახალი ინიციატით გამოდიან და სახელმწიფოს სთხოვენ საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა სათვისტომოებიდან, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატის არჩევის შესაძლებლობა მიეცეთ. რაც არჩევნების დროს ხმების გაყალბების შესაძლებლობას გამორიცხავს.

ემიგრანტების სურვილია საქართველოში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან საკითზე დისკუსიების გამართვა, აზრების გაცვლა, მეცნიერებთან შეხვედრები, ევროპული გამოცდილების გაანალიზება და მსგავსი სახის ფართო გარჩევების შემდეგ მიღებული გადაწყვეტილებების რჩევის სახით საქართველოს მთვრობისათვის წარდგენა.

ემიგრანტები სახალხო დიპლომატიის გაძლიერებაზე საუბრობენ, რადგან მიაჩნიათ, რომ სწორედ სახალხო დიპლომატიის დახმარებით მოხდება ქართველ და ოს ხალხთა შორის ტრადიციული ურთიერთობის აღდგენა.

,,ემიგრანტთა განწყობა – გადაძახილი მომავლის საქართველოსთვის“ იქნება ერთ-ერთი მთავარი დოკუმენტი, რომელიც ოქტომბრის თვეში საბერძნეთში ,,საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ მხარდაჭერით გამართულ ქართველების შეკრების ლაიტმოტივად იქცევა.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *