(საზოგადოება.ჯი)„ვინ რა არის ქართულ პოლიტიკაში“

 

 

ცხოვრების წიგნიდღეს პრაიმ-ტაიმის პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, პარტია „თეთრების“ პოლიტსაბჭოს წევრმა ცნობილმა მეცნიერებმა, „პოლიტიკოსთა ცხოვრების წიგნის“ კონცეფცია გამოაქვეყნეს.

წიგნში, რომლის არსია თუ „ვინ რა არის ქართულ პოლიტიკაში“, წარმოდგენილი იქნება თანამედროვე საქართველოს ყველაზე გახმაურებული პოლიტიკოსების ზედმიწევნითი ფაქტობრივი ბიოგრაფია. როგორც საზოგადოებრივი, ასევე პირადი ცხოვრების ამსახველი და მათი დოკუმენტირებული გამონათქვამები სახელმწიფოსათვის ყველა საჭირბოროტო პრობლემასთან დაკავშირებით.

„ერმა, თუ მას სუვერენული და განვითარებული სახელმწიფოს აშენება უნდა, თავის ფავორიტებზე დოკუმენტირებული სიმართლე უნდა იცოდეს. უნდა ახსოვდეს, ვინ როგორ იქცეოდა და რას ამბობდა ქვეყნისათვის საბედისწერო მომენტებში, ვინ ვის უჭერდა მხარს, ვის, ან რის სამსახურში იდგა, რას აძლევდა ხმას, როგორ აფასებდა სხვების საქციელს, რამდენად მართალი და გულწრფელი იყო მისი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპებზე, როგორ იცვლიდა კანსა და პრინციპს, რა გზით შოულობდა ფულს“, – აცხადებენ თეთრების პოლიტსაბჭოს წევრები. – შემფასებლად და მსაჯულად მათ ხალხი და ისტორია ეყოლებათ. ყველა პოლიტიკოსი, ჩვენი მათდამი პიროვნული დამოკიდებულების მიუხედავად – ამ წიგნში მართლად, როგორც სარკეში უნდა აისახოს, თორემ თუ ვინმეს რაიმე შეენდო, ამ წიგნს მკითხველი აღარ ენდობა…

პარტია „თეთრების“ წევრმა ცნობილმა მეცნიერებმა მიმართეს საქართველოში ყველა სხვა პარტიების წევრ მეცნიერებს, მოაზროვნე ადამიანებს, რათა პარიტეტულ საფუძველზე, შეიქმნას ჯგუფი, რომელიც იმუშავებს პოლიტიკოსთა ცხოვრების წიგნის შექმნაზე. მათი აზრით ეს „დიდ სამსახურს გაუწევს ქვეყანაში მოაზროვნე ადამიანების დამკვიდრებას, პოლიტიკაში გონის დაბრუნებას, ქვეყნის მართვაში მეცნიერული მეთოდების შემოტანას, პოლიტიკურ წრეებში ინოვაციური აზროვნების დამკვიდრებას, ქვეყნის მოსახლეობისათვის პოლიტიკოსთა თაობაზე მართალი სიტყვის მიტანას, პოლიტიკური თამაშების სივრციდან სიცრუის განდევნას.“

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *