თემურ შაშიაშვილი 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებულად იქნა აღიარებული

529066_446402515428470_1671643173_n„თეთრების“ ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მთავარი პროკურატურიდან მიიღო წერილი,  რომელშიც მას ამცნობენ, რომ   22 ივლისს მთავარი პროკურატურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ის აღიარებულ იქნა დაზარალებულად   2011 წლის  26 მაისის ცნობილ მოვლენებთან დაკავშირებით.

„გაცნობებთ რომ ცნობილი ხართ დაზარალებულად ივანე მერაბიშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე.

ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2011 წლის 26 მაისს შსს სპეცდანიშნულების რაზმების მიერ განხორციელდა თბილისში რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო მიტინგის დაშლა. რა დროსაც მიტინგში მონაწილე თემურ შაშიაშვილს  შსს სპეცრაზმების მიერ ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების არაპროპირციული გამოყენების შედეგად მიადგა ფიზიკური და მორალური ზიანი.“, –  ნათქვამია წერილში.

ამავე დოკუმენტში წარმოდგენილია პუნქტები, რომლებიც ითვალისწინებს დაზარალებული თემურ შაშიაშვილისთვის  მორალური და ფიზიკური ზარალის ანაზღაურებას.

„თეთრების“ ლიდერის განცხადებით ის აუცილებლად დაესწრება და თავის სათქმელს იტყვის    ვანო მერაბიშვილის წინასასამართლო სხდომაზე , რომელიც 5 სექტემბერს გაიმართება.

 

„თეთრების“ პრეს-ცენტრი

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *