(geotimes.ge)თემურ შაშიაშვილი 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებულად იქნა აღიარებული

9970shashiashvili1„თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებულად იქნა აღიარებული. როგორც თეთრების ლიდერი აცხადებს , აღნიშულის შესახებ მას მთავარი პროკურატურიდან შეატყობინეს.

„გაცნობებთ რომ ცნობილი ხართ დაზარალებულად ივანე მერაბიშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე.

ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2011 წლის 26 მაისს შსს სპეცდანიშნულების რაზმების მიერ განხორციელდა თბილისში რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო მიტინგის დაშლა. რა დროსაც მიტინგში მონაწილე თემურ შაშიაშვილს შსს სპეცრაზმების მიერ ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების არაპროპირციული გამოყენების შედეგად მიადგა ფიზიკური და მორალური ზიანი.”, – ნათქვამია წერილში.

ამავე დოკუმენტში წარმოდგენილია პუნქტები, რომლებიც ითვალისწინებს დაზარალებული თემურ შაშიაშვილისთვის მორალური და ფიზიკური ზარალის ანაზღაურებას.

„თეთრების” ლიდერის განცხადებით ის აუცილებლად დაესწრება და თავის სათქმელს იტყვის ვანო მერაბიშვილის წინასასამართლო სხდომაზე , რომელიც 5 სექტემბერს გაიმართება.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *