(Timer.ge)თემურ შაშიაშვილი სახელმწიფომ დაზარალებულად სცნო

თემურ შაშიაშვილი სახელმწიფომ დაზარალებულად სცნო

“თეთრების”  ლიდერი თემურ შაშიაშვილი 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებულად იქნა აღიარებული. ამის შესახებ “თეთრების” პრესსამასახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

აქვე ნათქვამია, რომ გუშინ თემურ შაშიაშვილმა  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მთავარი პროკურატურიდან წერილი მიიღო,  რომელშიც მას ამცნობენ, რომ   22 ივლისს მთავარი პროკურატურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით 2011 წლის  26 მაისის ცნობილ მოვლენებთან დაკავშირებით ის დაზარალებულად იქნა აღიარებული.

“გაცნობებთ რომ ცნობილი ხართ დაზარალებულად ივანე მერაბიშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე. ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2011 წლის 26 მაისს შსს სპეცდანიშნულების რაზმების მიერ განხორციელდა თბილისში რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო მიტინგის დაშლა. რა დროსაც მიტინგში მონაწილე თემურ შაშიაშვილს  შსს სპეცრაზმების მიერ ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების არაპროპირციული გამოყენების შედეგად მიადგა ფიზიკური და მორალური ზიანი”, –  ნათქვამია წერილში.

ამავე დოკუმენტში წარმოდგენილია პუნქტები, რომლებიც დაზარალებული თემურ შაშიაშვილისთვის  მორალური და ფიზიკური ზარალის ანაზღაურებას ითვალისწინებს.

“თეთრების” ლიდერის განცხადებით, ის 5 სექტემბერს ვანო მერაბიშვილის წინასასამართლო სხდომას აუცილებლად დაესწრება და თავის სათქმელს იტყვის.

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *