(ალია) რას მოითხოვს თემურ შაშიაშვილი ვანო მერაბიშვილისაგან?

 

kreba 22მთავარმა პროკურატურამ პარტია “თეთრების” ლიდერი 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებულად ცნო.

წერილში, რომელიც შაშიაშვილს გაეგზავნა, წერია

“გაცნობებთ რომ ცნობილი ხართ დაზარალებულად ივანე მერაბიშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე.ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2011 წლის 26 მაისს შსს სპეცდანიშნულების რაზმების მიერ განხორციელდა თბილისში რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო მიტინგის დაშლა. რა დროსაც მიტინგში მონაწილე თემურ შაშიაშვილს  შსს სპეცრაზმების მიერ ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების არაპროპირციული გამოყენების შედეგად მიადგა ფიზიკური და მორალური ზიანი”

რას გეგმავს “თეთრების” ლიდერი და რის მოთხოვნას აპირებს სასამართლოზე?

“ალია” თემურ შაშიაშვილს ესაუბრა:

 – ბატონო თემურ, პროკურატურის გადაწყვეტილებით მორალური და ფიზიკური ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა შეგიძლიათ. რას აპირებთ?

– ახლა უკრაინაში ვარ, ორ დღეში დავბრუნდები და მაგ საქმეს მივხედავ. მოწვევა მივიღე, რომ 5 სექტემბერს მონაწილეობა მივიღო ვანო მერაბიშვილის წინასასამართლო სხდომაზე. სხდომას აუცილებლად დავესწრები და ჩემს სათქმელს ვიტყვი. დავაყენებ საკითხს, ის ყველაფერი,რაც დაგვინგრიეს, წარგვართვეს, და მოგვპარეს, რომელიც 26 მაისს გვქონდა გამოფენილი, ახლა კეთილი ინებოს მერაბიშვილმა და აღადგინოს. “მხილების მუზეუმს” ვგულისხმობ, რომლის მასალებიც გაგვინადგურეს, ჩვენ “მხილების მუზეუმს” მაინც გავაკეთებთ და რის შესახებაც საუბრობდნენ ბოლო დროს, ყველაფერი იქ იქნება თავმოყრილი. ჩვენი ამოცანაა, საქართველოში “მხილების მუზეუმი” არსებობდეს, რომ არავის არასდროს გაუჩნდეს აზრად ისეთი სისულელეები აკეთოს, რომელიც აკეთა მოქკავშირმა” აღორძინებამ და “ნაციონალურმა მოძრაობამ”.

მეტი არაფრის მოთხოვნას არ ვაპირებ, რადგან მე იქ პირადი საქმისათვის არ ვყოფილვარ მისული. ვიყავი ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებული საქმეების გადასაწყვეტად. მთავარ სიტყვას ვიტყვი სასამართლოზე. ძალიან მინდა, რომ ამ სასამართლო პროცესს ამერიკის “ეფბიაის” წარმომადგნლები ესწრებოდნენ, ერთი იქ თქვან, ყველაფერი სწორად თუ იყო გაკეთებული.

მინდა მოვისმინო სიმართლე, თუ “ეფბიაიმ” მართლა გააკეთა ეს განცხადება.ისიც მინდა მოვისმინო და ვნახო, რას იტყვიან იმ მასალებზე, რომლებსაც ჩევნ სასამართლოზე წარვადგენთ. ამ ეტაპზე მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია.

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *