(ალია) თემურ შაშიაშვილი: “ბიძინა ივანიშვილის რა გეგმის ჩასაშლელად დადის სააკაშვილი უცხოეთში?”

 

temuri„ალიას“ ესაუბრება პარტია „თეთრების“ და „სახალხო კრების“ ერთ-ერთი ლიდერი, თემურ შაშიაშვილი:

– ბატონო თემურ, ბატონი ბიძინა ივანიშვილი ბოლო დროს მკვეთრ განცხადებებს აკეთებს მაჟორიტარების წინააღმდეგ, ის აშკარად აჭრილია. ვინაიდან თქვენ კარგად იცნობთ რეგიონებს, იქნებ აგვიხსნათ,რას გულისხმობს, როცა მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე საუბრობს?

– ბიძინა ივანიშვილი კი ამბობს, პოლიტიკოსი არა ვარო, მაგრამ მისი განცხადებები იმაზე მეტად პოლიტიკურია, ვიდრე მართლა პოლიტიკოსები აკეთებენ. მაჟორიტარებთან დაკავშირებით აბსოლუტურად ვეთანხმები. მინდა თქვენც მრავალრიცხოვან მკითხველს ავუხსნა, რომ ვადამდელი არჩევნები არ არის თვითმიზანი, ამის გაკეთება მე მინდა – არ მინდა, პრემიერ-მინისტრს სურს თუ არ სურს, მაინც დაინიშნება. ვაღიაროთ, ხალხი სულ სხვა შედეგს ელოდა ივანიშვილის მოსვლით, თქვენ გგონიათ, მას არ უნდა ვადამდელი არჩევნების ჩატარება? ძალიანაც უნდა. მან ძალიან კარგად იცის, რომ ჩასაფრებული პრეზიდენტისა და ამ ქაოსური მდგომარეობის გამო, თავის ვერც ერთ პროექტს ვერ განახორციელებს. ჩემი აზრით, უკვე ქვეყის მტრობაა, გამოხვიდე , თავდაჯერებულად განაცხადო, არჩევნები არ იქნებაო… ხალხი დარწმუდა, რომ თავიანთი მაჟორიტარები აირჩიეს არასწორად, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დღეს ყველა მაჟორიტარი ივანიშვილის საწინააღმდეგო საქმეს აკეთებს. პრემიერ-მინისტრი მიხვდა, რომ სერიოზული შეცდომებია დაშვებული, მაგრამ რა ლოგიკაა, როცა ამბობ, 4 წელი ესენი კიდევ უნდა იყვნენო?

shhhhამ პოლიტიკოსებით, ამ პოლიტიკური ფილოსოფიით, ამ პოლიტიკური აზროვნებით და პარტიებით, საქართველოს მომავალი არ აქვს.

 

– მაინც რას აფუჭებენ მაჟორტარები, იქნებ დამიკონკრეტოთ?

– მაჟრიტარი არ აშავებს, აქ ლაპარაკია სისტემაზე, დღეს ამ პირობებში ნებისმიერი დეპუტატი უნდა გახდეს ან პოპულისტი, ან აგრესიული დემაგოგი, ა ნ კიდევ, მატყუარა. ამ პოლიტიკოსებით, ამ პოლიტიკური ფილოსოფიით, ამ პოლიტიკური აზროვნებით და პარტიებით, საქართველოს მომავალი არ აქვს. ახლა ძალიან მძიმე რამე ვთქვი,მაგრამ გაუმარჯოს სიმართლეს!!! უნდა შეიცვალოს ავადმყოფური პოლიტიკა. ავადმყოფური სისტემა ანდამატივით იზიდავს ავადმყოფ ადამიანებს, რომელთა რაოდენობამაც კრიტიკულ ზღვარს გადააჭარბა. ეს ის ზღვარია, რომელიც ანადგურებს ძლიერს და ზედაპირზე ამოჰყავს ჭკუიდან გადასული ადამიანები. ასეთი ავადმყოფები ჩამოეკიდნენ გამსახურდიას, შევარდნაძეს, სააკაშვილს და ახლა ვხედავთ, როგორ ეკიდებიან ბიძინა ივანიშვილს.

ivanisvili2ასეთი ავადმყოფები ჩამოეკიდნენ გამსახურდიას, შევარდნაძეს, სააკაშვილს და ახლა ვხედავთ, როგორ ეკიდებიან ბიძინა ივანიშვილს.

სასაცილოდ არ მყოფნის, დღეს რომ საუბრობენ პარტიების დაფინანსებაზე. ნახეთ, რის მიხედვით ანაწილებენ ფულს. საუბარია იმაზე, რამდენი პროცენტიც მიიღო წინა საპარლამენტო არჩევნებზე პარტიამ, იმის მიხედვით მიეცემა თანხა. კი, დღევანდელ დემოკრატიულ ქვეყნებში ასეა, მაგრამ არა იმ ქვეყნებში, სადაც აყალბებენ არჩევნებს. „ნაციონალებმა“ ხომ მოატყუეს ხალხი, ხომ კარგად აყალბეს აჩევნები. ახლა ჩვენ რა ვალდებული ვართ, ბიუჯეტიდან ამ მატყუარებს ვაძლიოთ ფული. ეს ნაძირლები ისევ აფათურებენ ხელს ბიუჯეტშიც და ბიზნესშიც. დღეს ქართული ეკონომიკის დიდი ნაწილი ხელში უჭირავს „მოქკავშირის“, „ აღორძინებისა“ და „ნაცმოძრაობის“ მიერ დანიშნულ ბიზნესმენებს დანიშნულ პოლიტიკსოებთან ერთად. ავიღოთ დოკუმენტი, რა ხდებოდა 2004 წელს. ბატონ ბიძინას არ სჭირდება არსად წასვლა, ამოიღონ რეესტრიდან 2004 წლის დოკუმენტები და ნახონ, ვის რა გადაუფორმეს, ამაზე დიდი კორუფცია არ არსებობს. ეს იყო აპოგეა. თქვენ ნუ გგონიათ,რომ ეს პროცესი გაჩერებულია. დღეს ვიღაცეები მელაპარაკებიან, პარტიები დავაფინანასოთ იმის მიხედვთ ვინ რამდენი მიიღო არჩევნებშიო. ამ დროს ნაცმოძრაობას ფული კი არ უნდა მისცე, უნდა გაასამართლო. ესე იგი, რაც უფრო დიდი ტყუილი გვითხრეს და მაგრად გააყალბეს, მით უფრო მეტი თანხა უნდა მივცეთ. შეიძლება პარტია ეწოდებოდეს დაჯგუფებას, რომელიც ქვეყნის გარედან იმართება?… შეიძლება პარტია იქცეს ბიზნესად, არადა ისეთი ხალხი მოღვაწეობს, რომელიც საკუთარი ავტობიოგრაფიის დაწერასაც კი ვერ ახერხებს, ჩვენ წლიდან წლამდე ვდგავართ და ველოდებით მათ პროგრამებს, აი, ამიტომ არ უნდა ივანიშვილს პოლიტიკაში ყოფნა. უყურებს ამ ჭაობს, ფიქრობს,. ნუთუ მეც ეს ვარ?

ბატონო ბიძინა, საქართველოში პოლიტიკოსების შერჩევის სისტემაა დასანერგი პოლიტიკური პარიის კრიტერიუმებია დასადგენი. ეს თქვენ კი არ უნდა შეიმუშავოთ, საქართველოში არსებობენ ჭკვიანი ადამიანები, ვინც ამას გააკეთებს. მე ამის შემდეგ ლანძღვა – გინების მეტს არაფერს მივიღებ, მაგრამ არაუშავს, ამასაც ავიტან. დღეს საქართველოში გამეფებულია ყვარყვარიზმი. მე დღეს ივანიშვილის გარშემო ქამელეონების გარდა ვერაფერს ვხედავ. ეს ის ხალხია, რომლებსაც საპონი დანიშნულებისამებრ არასოდეს გამოუყენებია. საპონი სჭირდებათ მხოლოდ იმისთვის,რომ სადაც არ უნდა იყვნენ, შეძვრნენ. მოღალატე პოლიტიკოსების ბუმია, აგერ, აირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარე და იძახის, „ნაციონალებში არასოდეს ვყოფილვარო. შექსპირსაც შეშურდებოდა, ისეთი პრეზიდენტი გვყავს, ისეთი იაგო. ეს არის მაოხრებელი გზირი.

– ბატონო თემურ, სააკაშვილი ახსენეთ და მინდა გკითხოთ, 29 ივლისს მთელი თავისი შანტრაბით სინგაპურში გაემგზავრა, როგორ გგონიათ, რისთვის ჩავიდა იქ?

– ცოტა ხნის წინ ივანიშვილმა თქვა, მე ვქმნი 10 მილიარდიან ფონდსო. მას ასევე აქვს პროექტები, რომელებიც უნდა განხორციელდეს სხვადასხვა ქვეყნების დახმარებით. ეს არის უდიდესი საქმე. ერთ-ერთ ასეთ ქვეყნად სინგაპურიც მოიაზრება. ახლა სააკაშვილი ჩავიდა იმისთვის რომ ყველაფერი ჩაშალოს. არსებობს პროექტების სია,სადაც, მართალია, ამერიკა და ევროპის ქვეყნები არ შედის, მაგრამ არის სინგაპიური. სააკაშვილის ოცნებაა, რომ მისი წასვლის შემდეგ ქვეყანა დაინგრეს და გაპარტახდეს. ყვარყვარეებში სწორედ იმ ადამიანებს ვგულისხმობდი, რომლებიც სააკაშვილმა დიდ კვარცხლბეკზე აიყვანა, ისინი დღეს პარლამენტში ბიძინა ივანიშვილმა შეიყვანა. ისინი ბოდიშსაც არ უხდიან ხალხს და სათავეში მოიყვანეს შლეგი, აგრესიული გიჟი, ეს ადამიანი დღეს არის ქვეყნისთვის ძალიან საშიში. თურმე ეს ახლა აღმოაჩინა ბევრმა, ისევე, როგორც ჟვანიას მკვლელობაზე ლაპარაკობენ. კარგდ გაიხსენეთ, ვინ ლაპარაკობდა ჟვანიას მკვლელობაზე, ვითომ არავის ახსოვს, რომ თემურ შაშიაშვილი ამბობდა მაშინ, როცა სააკაშვილის ზეობის ხანა იდგა. ამაზე საუბარი იმ დროს იყო საშიში, თორემ ახლა ,რაც გინდა ის თქვი.

saakashსააკაშვილის ოცნებაა, რომ მისი წასვლის შემდეგ ქვეყანა დაინგრეს და გაპარტახდეს. ყვარყვარეებში სწორედ იმ ადამიანებს ვგულისხმობდი, რომლებიც სააკაშვილმა დიდ კვარცხლბეკზე აიყვანა, ისინი დღეს პარლამენტში ბიძინა ივანიშვილმა შეიყვანა.

 

მე ვთხოვ ბიძინა ივანიშვილს, არ მისცეს სააკაშვილს საშუალება, რომ უკვე ჩაფიქრებული პროგრამები დაასამაროს. პირდაპირ მოგმარათავთ, მე კარგად ვიცი,რას ნიშნავს მაჟორიტარული სისტემა, კარგად ვიცი, რას აკეთებენ მაჟორიტარები. ეს არის ქვეყნის კატასტროფა. მათ უნდათ, რაიონებში იყვნენ მეფეები, აჯდებიან ყველას თავზე. მოდით, ასე დავაყენოთ საკითხი, მაგალითად ყაზბეგის რაიონს ჰყავს 2 000 ამომრჩეველი ქუთაისს ჰყავს 150 ათასი მომრჩეველი. ამ დროს ყაზბეგსაც ერთი დეპუტატი ჰყავს და ქუთაისსაც. ახლა მაჩვენეთ მსოფლიოში რომელიმე ქვეყანა, სადაც ასეთი რამ არსებობს. ჩვენ დღეს ვირჩევთ ადამიანებს, რომელღაც თავიანთი ფუნქცია არ ესმით, მათ ჰგონიათ, რომ გზები უნდა გაიყვანონ და სახლები შეღებონ.

რამდენიმე დღის წინ უკრაინაში ვიყავი და შევხვდი ამერიკელებს. ამათ რომ ველაპარაკეები ასეთ რაღაცეებზე, საერთოდ არ ესმით. სხვათაშორის, ერთი საინტერესო დეტალი უნდა გითხრათ – უკრაინის პატრიარქს ჯონ ტეფტი 2 საათი ელოდებოდა. ეს ის ადამიანია, ვინც ჩვენ დაგვანგრია და დაგვშალა. აქ მას 2 საათით არავინ ალოდონებდა.ეხლა უკრაინაშიც გაუვიდა ვადა და მიდის. ეს ქვეყანაც დაისვენებს. რუსეთის პატრიარქი კირილი, სასტუმროში ეწვია ილია მეორეს, ეს იყო ერთადერთი გამონაკლისი, მე ვარ ამის მოწმე. მთელი მართლმადიდებლურ სამყაროს დამოკიდებულება ვნახე ჩვენი პატრიარქის მიმართ და ამით ვამაყობ.

დღეს ევროპასა და ამერიკაში იქმნება რეპუტაციის ინსტიტუტები. დღევანდელ პილიტიკოსებს „დამუღამებული“ აქვთ იმიჯმეიკერებთან მუშაობა. ისინი ეუბნებიან, ასე მოიქეცი, ისე მოიქეცი, ეს ჩაიცვი, ის ჩაიცვიო, მაგრამ რეპუტაცია ისეთი რამეა, ამასაც ხელოვნურად ვერავინ შეგიქმნის, იმიჯი გარედან შემოგდებული საქონელია, დღეს საქართველოში რეპუტაციაზე ფიქრობს ვინმე? უკრაინაში უკვე შეიქმნა ასეთი ძლიერი ინსტიტური ამერიკელების დახმარებით და მე მინდა, საქართველოშიც გადმოვიტანო ასეთი რამ.

თუნდაც პრეზიდენტის არჩევანზეც ვთქვათ. უცხოეთში საპრეზიდენტო კანდიდატს უმოწმებენ ყველაფერს, ისიც კი აინტერესებთ, რამდენი წიგნი აქვს წაკითხული, ჩვენთან რა გამოდის, გამოვა ერთხელ კაცი ტელევიზორში, ტაშს დავუკრავთ და ვიძახით, – აი, ეს უნდა იყოს ჩენი პრეზიდენტიო. მაგალითად, ჩვენ ხომ ვიცით, მარგველაშვილი არაფრად არ განოდგება, მაშ რატომ გვინდა მისი გაპრეზიდენტება,…

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დღეს საქართველოში გასატარებელია ძირეული პოლიტიკური რეფორმა. თუ ბატონ ბიძინას შეუძლია ამის გაკეთება, იქნება ძალიან კარგი, ამის გაკეთება შესაძლებელი იქნება სააკაშვილის გადაშენების შემდეგ.

– ბატონო თემურ, თქვენ ურთიერთობები გაქვთ არა მარტო უკრაინასა და ბელორუსში, არამედ რუსეთშიც… მამუკა არეშიძე ამბობს, როდესაც პატრიარქი ჩასული იყო მოსკოვში, იქ ერთ-ერთ მაღალჩინოსანს უთქვამს – თუ ჩვენთან ვაჭრობა გინდათ, მაპი უნდა მიიღოთ, თუ არადა, დღეს არაფერს წარმოადგენთო. როგორც ამბობენ, პატრიარქთან იყო კულუარული საუბრებიც, თქვენ ხომ არაფერი იცით ამის შესახებ?

– მე მამუკა არეშიძის წიაღსვლებს ვკითხულობ,პატივს ვცემ მის მოსაზრებებს,მაგრამ არ მინდა რამეში შევედავო. ქართული პოლიტიკური სისტემა არც რუსეთზე მუშაობს და არც ამერიკაზე. ჩვენ დამოკიდებული ვართ , რა უნდა ერთს , ან მეორეს. მე რუსები მეუბნებიან , – ნუ ელოდებთ პრემიერ მინისტრს და პრეზიდენტს, თქვენ იყავით ისეთი ინტელიგენცია, რომლსაც ძალიან ბევრის გაკეთება შეუძლია. ჩვენ დავდგებით თქვენს გვერდით და მოვახდენთ გავლენას რუსეთის პრეზიდენტზე, მაგრამ არ აწყობთ ეს პოლიტიკოსებს. ჩემთვის მნიშვნელოვანია არა ის, რას ლაპარაკობენ რუსეთის ხელისუფლებაში, არამედ ის, რას ლაპარაკობენ რუსერთში ინტელიგენციის წარმომადგენლები. მე ვიცი მხოლოდ ერთი რამ, – ურთიერთობა რუს ხალხთანაც შეიძლება და ამერიკელებთანაც.

ესაუბრა გელა ზედელაშვილი

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *