(ახალი თაობა) თემურ შაშიაშვილი: საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტური გარდაუვალია

 

ქართველ ხალხს არ უნდა კოაბიტაცია და არც ნაციონალური მოძრაობის დაფინანსება

medaiinfoპრეს-კლუბ “მედიაინფოში” გუშინ პრესკონფერენცია გაიმართა. “თეთრების” ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა პოლიტიკური სისტემის რეფორმირების აუცილებლობაზე ისაუბრა. შაშიაშვილი ამბობს, რომ ქვეყანას სჭირდება პოლიტიკოსად აღიარების ნათელი სისტემა. როგორც ჩანს, შაშიაშვილი არჩევნებს ამ კონტექსტში არ განიხილავს.

ამ პოლიტიკოსებით, ამ პოლიტიკური ფილოსოფიით, ამ პოლიტიკური აზროვნებით და ამ პოლიტკური პარტიებით საქართველოს მომავალი არ აქვს. ქვეყანაში მოქმედი პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების პირობებში ქვეყნის დიდ მომავალზე საუბარი შეუძლებელია. ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაუძლებდა გარედან მართულ პოლიტიკური პარტიებისაგან პოლიტიკოსების ასეთ რაოდენობას. ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაუძლებდა ასეთ აგრესიულ და დემაგოგიურ პოლიტიკურ პროცესებს და ასეთ დემაგოგ და აგრესიულ პოლიტიკოსებს. პოლიტიკოსებმა კარგად ვისწავლეთ ხალხის ენაზე საუბარი. კარგად ვისწავლეთ ისეთი პოზის დაჭერა, თითქოს ვუსმენთ ხალხს, მაგრამ აშკარაა, რომ პოლიტიკოსთა აბსოლუტურ უმრავლესობას არ გვესმის ხალხის. დემაგოგიის მწვერვალია, როდესაც ხალხის ენაზე საუბრობ, მაგრამ აბსოლუტურად არ გესმის ხალხის , – აცხადებს შაშიაშვილი.

“თთრების” ლიდერი პოლიტიკოსად აღიარების სისტემის საჭიროებაზე საუბრობს. ის იქვე იმაზეც მიანიშნებს, რომ  მისი ეს იდეა შეიძლება პოლიტიკოსების დიდი უმრავლესობის მიერ იგნორირებული იქნას.

“ქვეყანას პოლიტიკოსად აღიარების სისტემა სჭირდება. პარტიებს შეფასების კრიტერიუმი სჭირდება., პოლიტიკოსად თვლიან ადამიანები თავს, რომლებიც საქმეში არავის უნახავს. ამ ადამიანებმა პოლიტიკა ბიზნესად აქციეს.ეს დამღუპველია. დრო არ ითმენს. დღეს სრულიად სხვა ფილოსოფიისა და მომავალზე ორიენტირებული პროცესია საჭირო. მე ამ განცხადებას პილიტიკური პარტიებისთვის კი არა, ხალხისთვის ვაკეთებ – ამბობს “თეთრების” ლიდერი.

შაშიაშვილმა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზეც ისაუბრა. ის ფიქრობს, რომ 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.

“საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ვადამდელი არჩევნები იქნება, უნდა თუ არა ეს ბიძინა ივანიშვილს. არ არის გამორიცხული, რომ ვადამდელი საპარალმენტო არჩევნები და ადგილობრივი არჩევნები ერთდროულად ჩატარდეს. სწორედ მიმდინარე წელზეა დამოკიდებუილი, როგორ გამოვა ქვეყანა კრიზისიდან და როგორ სიტუაციას მივიღებთ.რეალურად დღეს უმძიმესი სიტუაცია გვაქვს. შეიძლება, პარტია ეწოდოს იმას, რომელიც ქვეყნის გარედან იმართება? ან პარტიას, რომელიც ბიზნესშია ჩართული?”

თემურ შაშიაშვილი საარჩევნო კოდექსზე საუბრობს. მისი განცხადებით, დაფინანსება მიიღეს იმ პარტიებმა, რომლებმაც ყველაზე მეტად მოატყუეს ამომრჩეველი. როგორც “თეთრების” ლიდერი ამბობს, მხოლოდ მისმა პარტიამ და ბურჯანაძის პარტიამ ვერ მიიღეს დაფინანსება.

“ვინც ყველაზე მეტად მოატყუა ხალხი, იმან მიიღო ყველაზე მეტი დაფინანსება. “რას აკეთებს, “ქართული ოცნება” როდესაც “ნაციონალური მოძრაობის” დაფინანსებას 2 მილიონით ზრდის. ფინანსდება მატყუარა, დემაგოგი პარტიები, ფინანსდებიან პარტიები, რომლებიც ბიზნესში არიან, რომლებიც ქვეყნის გარედან იმართებიან. ამას აკეთებს დღეს “ქართული ოცნება”, ხელისუფლება. ორად ორი პარტია არ დააფინანსა, “თეთრები” და ნინო ბურჯანაძის პარტია. ამ ორი პარტიის გარდა, ყველას მისცა ფინანსები.

“სახალხო კრება” 26 მაისის სათავეებთან იდგა, რომ არა 26 მაისი, საქართველოში არავითარი ცვლილებები არ მოხდებოდა და უმძიმეს პირობებში ვიქნებოდით. ეს ორი პარტია, რომელიც “სახალხო კრებაში” იყო წარმოდგენილი, იმ ინტელექტუალებს, რომლებსაც ხალხი უსმენს, უთხრეს – თქვენ არაფერი ხართ. ქართველ ხალხს არ უნდა კოაბიტაცია და არც ნაცმოძრაობის დაფინანსება”.

“თეთრების” ლიდერი საპრეზიდენტო არჩევნებზე კმომენტარს აკეთებს. როგორც ის ამბობს, არჩევნების მეორე ტური გარდაუვალია,.

“პრეზიდენტობის ვერც ერთი კადიდატი პირველ ტურში ვერგაიმარჯვბს თუ გაიმარჯვებს, ეს იქნება იმის ნიშანი, რომ “ქართული ოცნება” არჩევნებს აყალბებს. რადგან ვერ გაიმარჯვებს, აწყობთ, რომ მეორე ადგილზე ნაცმოძრაობის კანდიდატი გავიდეს. ეს არის მათი იდეოლოგია. არ მინდა ვიფიქრო, რომ ეს ყველაფერი ბატონმა ბიძინა ივაიშვილმა იცის. მესმის, რომ მას პოლიტიკიდან წასვლა უნდა, რადგან, რაც ნახა მის ირგვლივ,და რასაც ხედავ ქვეყანაში, ის ვერც კი წარმოედგინა, რომ ქვეყანაში მსგავსი რამ შეიძლება მომხდარიყო. მაგრამ ეს შეცდომების ბრალია. ეს გუნდი მან აარჩია,  – ამბობს შაშიაშვილი.

თემურ შაშიაშვილი პრემიერ-მინისტრს უწუნებს ერთ-ერთ უცხოურ გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებას.

“10 მილიარდი ეკონომიკის აღორძინებისთვის უნიკალური პროგრამაა, ეს არის ქვეყნის გადარჩენისპროგრამა, მაგრამ სააკაშვილი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს პროგრამა ჩააფლავოს. სააკაშვილი ამბობდა, რომ საქართველოს სინგაპურიზაცია უნდა მოხდეს, ივანიშვილი ამბობს, რომ დუბაიზაცია უნდა მოხდეს. საქართველო საქართველო უნდა იყოს”, – განაცხადა შაშიაშვილმა.

 ნათია ხურცილავა

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *